გარეჯის ტერიტორიები, უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში, ენერგეტიკა და ტოტალიტარიზმი

      მაისის ოთხიდან წვიმები ბრუნდებაო ამბობენ სინოპტიკოსები, თუმცა იქამდე, დღევანდელ დღეს, პარლამენტი გომელაურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსმენდა. დღის თემებში იყო გარეჯიც, უბედური შემთხვევა თბილისში, ენერგეტიკა და ტოტალიტარიზმი ინტერნეტში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 მაისი, 2019/

      გიორგი გაჩეჩილაძე - წინა ხელისუფლების დროს 200 ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, გაიქცა ხალხი, რადგან ზოგს ციხეში უშვებდნენ და ზოგს ქუჩაში კლავდნენ.

      გარეჯის ამბავი - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი - მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. გიორგი კანდელაკი - ყველა, ვინც ცდილობს ფოკუსი რუსული ოკუპაციიდან დავით გარეჯზე გადაიტანოს, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებს ემსახურება. სოფო კილაძე - მე მგონია, რომ დავით გარეჯის საკითხს ძალიან მალე ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით. მეუფე საბა - დასავლეთის, ამერიკის და ევროატლანტიკური სტრუქტურების გარეშე, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს. მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე - ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს ისე გადავწყვეტთ, როგორც ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს.

      ჯარიმა პანამელებს - პანამის დროშით მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურების გამო, 65 ათასი ლარით დაჯარიმდა.

      შუალედების არჩევნები - შალვა შავგულიძე - ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა.

      აზიელები საქართველოში - ივანე მაჭავარიანი - საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის შეხვედრას.

      უბედური შემთხვევა მეტროში - მატარებლის შემოსვლისას მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. სატრანსპორტო კომპანიამ მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროს მატარებლების გადაადგილებაზე განცხადება გაავრცელა.

      ევროპულად აღიარებული ქართული დიპლომები - მამუკა ბახტაძე - საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში. მიხეილ ბატიაშვილი - ევროპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, განათლების კუთხით რეგიონში ლიდერ ქვეყნად გვაქცევს. „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები, სადაც სიტყვა-“ლიბერალურის” ამოღებას ხმაური მოყვა, პარლამენტში ჩავარდა.

      პრეზიდენტის განცხადების ფიდბექი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობა რეკომენდებულად არ მიაჩნია. გრიგოლ ვაშაძე - მოქალაქე ზურაბიშვილს არც ინტელექტი, არც განათლება და არც თავშეკავება აქვს, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს. გიორგი კანდელაკი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება დემონსტრაციაა იმ ეროზიისა, რასაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ხელში განიცდის.

      ჯანდაცვა - დავით სერგეენკო - ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება. დავით სერგეენკო - პაციენტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ექიმებისგან სრული ინფორმაცია არ აქვთ.

      ენერგეტიკა - ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი - პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედი გვაქვს, პროგრესი იქნება. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გორის ქარის ელექტროსადგურის გაყიდვის გადავადების მიზეზებს განმარტავს. განახლებადი ენერგიის ასოციაციის დირექტორი - სავარაუდოდ, არასამთავრობოების არაჯანსაღი ჩარევის შედეგად მოხდა პანკისში წყლის ამღვრევა და მოსახლეობის მიერ აზრის შეცვლა.

      გომელაური პარლამენტში - ვახტანგ გომელაური - 2018 წელს სუს-ის საქმიანობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული. გიგა ბოკერია - გომელაურმა პასუხი უნდა გაგვცეს, რას აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები. ვახტანგ გომელაური - ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები შემცირდა. სუს-ი ყველა არსებულ მექანიზმს იყენებს, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა მოხდეს. 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ნიკა მელია - გომელაურს არ სურს, წარმოჩინდეს ისეთად, როგორადაც საზოგადოებაშია ცნობილი - კომპეტენციისგან, მეტიც, შინაარსისგან დაცლილი უწყების ხელმძღვანელი. ვახტანგ გომელაური - სუს-მა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ბირთვული მასალა „ურანის“ გასხვისებას გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა. სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა არ გამოვლენილა. დეპუტატები ვახტანგ გომელაურის გამოსვლის კითხვა-პასუხის რეჟიმთან დაკავშირებით სხდომის დახურვის თაობაზე მსჯელობენ. ვახტანგ გომელაური - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აშშ-ის როლი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გომელაური - „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას. ვახტანგ გომელაური - არანაირი დაპირისპირება არ არის ჩემსა და გახარიას შორის. ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე - რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ, სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ვახტანგ გომელაური - იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშვებული, ამას პროკურატურა დაადგენს. ვახტანგ გომელაური ოპოზიციის ბრალდებებზე - ის, რომ სუს-ი რატომ დგას აქ და მანქანიდან მიყურებსო - ამის უფლება აქვს. უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლით, უნდა ფეხით და უნდა ცხენით მივა. გიგა ბოკერია - სუს-ის ხელმძღვანელისგან ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ თვალთვალზე.

      ფოსტის შეძენა - ლევან ჩიკვაიძე - საქართველოს ფოსტის შეძენით „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ არიან დაინტერესებულნი.

      ეროვნული ბანკის თავმჯდომარეობა - კობა გვენეტაძე ტექნიკის მაღაზიების შიდა განვადებაზე - თვისობრივად, თუ ეს არის სესხი, უნდა მოხდეს ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების გადამოწმება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელა დღის წერსრიგში - ნიკოლას მადურო სამხედროებს - ვერავინ გაბედავს ვენესუელაში ომი დაიწყოს. მაიკ პომპეო რუსეთს ვენესუელაში შეჭრაში ადანაშაულებს.

      ტოტალიტარიზმი ინტერნეტში - „ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, რადგან „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია - მემარჯვენე ვებგვერდის - InfoWars-ის ხელმძღანელი ალექს ჯოუნსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი სიძულვილის ენაში დაადანაშაულეს და „ფეისბუქმა“ დაბლოკა. ამას გარდა, პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც დაიბლოკება, ვინაიდან იგი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვით გამოირჩევა. შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ სოციალურ ქსელში უკვე დაბლოკა ანტიისლამური ბრიტანული ჯგუფები, როგორიცაა, Britain First. აკრძალვები „ინსტაგრამზეც“ გავრცელდება, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის.

      ჩინეთის ბაზები - პენტაგონის ინფორმაციით, ჩინეთი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 873

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters