მინისტრის სპორტული ცვლილება, სასამართლოს მმართველები და საბანკო ყაჩაღობა

      მთელი დღე ორპოლუსიანი ნიუსები გვექნებოდა, რომ არა ლიბერთი ბაკნკის დაყაჩაღების ხმაურიანი ამბავი. მთელი კვირა წვიმა არ მოგვკლებია და დღევანდელ დღეს, არც გადაუღია საერთოდ. ორი ამბავი კი ასე გადანაწილდა - ერთი მინისტრის გადაყენება და მის ადგილას, ახალი მინისტრის უკვე დანიშვნა და მეორე ამბავი კვლავაც მოსამართლეების თემას უკავშირდებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 აპრილი, 2019/

      გადამდგარი მინისტრი და უკვე ახალი მინისტრი - ლევან გოგიჩაიშვილი - უნდა ვიცოდეთ გიორგი ქობულიას გადადგომის რეალური მიზეზი - თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერიც გასაშვებია. ზურაბ ჭიაბერაშვილი გიორგი ქობულიას გადადგომაზე - ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. ეკა ბესელია - ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს მისთვის ხდება თანამდებობისთვის „დამშვიდობების მიზეზი“. რომან კაკულია - გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. შეიძლება გიორგი ქობულიასა და პრემიერს შორის წარმოიშვა უთანხმოება ისეთ საკითხებზე, რომელზეც იმედია, ხვალ თვითონ ისაუბრებს. მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი აბესაძე - ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამ ქვეყანაში მინისტრის შეცვლასაც კი არანაირი რეალური ცვლილების მოლოდინი არ მოსდევს. ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. ლევან კობერიძე - მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია, საპარლამენტო რესპუბლიკაში საკითხი გუნდში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს - ეს კითხვა მექნებოდა პრემიერთან. გვინდა, რომ პარლამენტში ეკონომიკის კომიტეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან ვისაუბროთ, რომ ვიცოდეთ რა ხდება. კახა კახიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად ქობულიასთან, ასევე თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან. აკაკი ზოიძე - გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა ჩემთან არავის შეუთანხმებია. დავით სერგეენკო - ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს. სოფო კილაძე ქობულიას გადადგომაზე - ამ თემაზე ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა, პრემიერის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. ეკა ბესელია ქობულიას გადადგომაზე - მთავარია, ეს ცვლილებები იმას ეფუძნებოდეს, რომ უკეთესი გათვლა იყოს შედეგზე. ირაკლი აბესაძე - ქობულიას გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო, ცალსახაა - როგორც ჩანს, ამის უკან ივანიშვილის ოჯახური ინტერესები იმალება. ნუკრი ქანთარია ქობულიას გადადგომაზე - ცვლილებები დროის მოთხოვნაა - ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები. სალომე სამადაშვილი - ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესები და შეეწირა ამ პროცესს. რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს. გედევან ფოფხაძე - მთავრობაში ეკონომიკური მიმართულება თვითდინებაზეა მიშვებული და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. გია ჟორჟოლიანი - სამწუხაროა ქობულიას გაშვება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის პოლიტიკა არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი - მარტო გიორგი ქობულია კი არა, მთელი მთავრობაა წასასვლელი. რომან კაკულია გიორგი ქობულიას გადადგომაზე - ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ასე მყისიერად თუ დადგებოდა ეს საკითხი, არ ვიცოდი. მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ეკონომიკის ახალი მინისტრი - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო. მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი. მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიასთან დაპირისპირებაზე - გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მამუკა ბახტაძე - ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ციფრებით და კონკრეტული შედეგებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. როცა საჯარო პოლიტიკის მიმართ მაღალი ინტერესია, ვცდილობთ მთავრობამ ის დროულად დააკმაყოფილოს. მამუკა ბახტაძე ქობულიასთან უთანხმოების მიზეზზე დასმულ კითხვაზე - თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებას შედეგი ვაჩვენოთ, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკის მინისტრად და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მამუკა ბახტაძე - მაქვს მოლოდინი, რომ ნათია თურნავა გუნდთან ერთად შეძლებს, მივიღოთ უფრო ოპერატიული პროცედურები და გადაწყვეტილებები. ეკონომიკის ახალი მინისტრი - უნდა მოვახერხოთ და ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგები მთლიან ეკონომიკასთან შედარებით წინმსწრები ტემპებით განვავითაროთ.

      სამოსამართლო ამბები - ხათუნა გოგორიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შეიძლება მოსამართლეობის კანდიდატებისგან სიგრძეზე ხტომის სერთიფიკატი მოითხოვონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ვადა 6 კვირიდან 15 კალენდარულ დღემდე მცირდება. სოფო კილაძე - ლევან კობერიძის და კიდევ ერთი დეპუტატის გამოკლებით, ჩვენ ერთსულოვნად მხარი დავუჭირეთ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც უკვე გაჟღერდა. ბესელია ოხანაშვილს - ყველაფერზე მეუბნებით ვიმსჯელოთო და მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენის საკითხებს ვიხილავთ, სადღა ვიმსჯელოთ?! გიგა ბოკერია - ხელისუფლების სამსახურში მყოფ მოსამართლეებსა და სტაჟზე რომ ვსაუბრობთ, ამ სტაჟში უკვე შეგვიძლია ეს 7 წელიც ჩავთვალოთ. ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობას - ფარული კენჭისყრა არის საშუალება თქვენთვის, რომ ჩააცემენტოთ და ჩააბეტონოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა. ეკა ბესელია უმრავლესობას - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ისე აბურთავეთ, ნამდვილად არ მწყდება გული, რომ ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებთ. ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას - ალბათ, ვერ იტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრებს ან თავისი დოკუმენტები არ ახსოვთ, ან მეხსიერების პრობლემა აქვთ. ანრი ოხანაშვილი - ახლა მაინც ნუ აყრით თვალში ნაცარს ჩვენს საზოგადოებას. ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - კამპანია რომ გააკეთა შსს-მ და მანქანები ამოატრიალა, დაახლოებით ასე ამოტრიალებულად წაიკითხეთ ვენეციის კომისიის დასკვნა. ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს - კარგი იქნებოდა, ჯერ ომბუდსმენისთვის მოგვესმინა და მერე განგვეხილა მოსამართლეთა შერჩევის საკითხი. ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „კლანისთვის“ მისაღები კანონპროექტი მიიღოს. სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილობრივ გათვალისწინება ვერ შეცვლის იმას, რომ უზენაესი სასამართლო „კლანის" მართული მოსამართლეებით დაკომპლექტდება. ნუკრი ქანთარია - კონკრეტული მოსამართლეები, ისე არიან ნეგატივში გახვეული, სამი ბავშვი მაინც უნდა გადაარჩინონ, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი აღიდგინონ. ანრი ოხანაშვილი - ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. თინა ბოკუჩავა დიმიტრი გვრიტიშვილზე - როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ვენეციის კომისიას დასცინის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ამბიცია ჰქონდეს. ანრი ოხანაშვილი - როგორ შეიძლება იმის წინასწარ დაშვება, რომ მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს ავირჩევთ?! კობახიძე კითხვაზე, რატომ არ განიხილა მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია - ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ალბათ, ეს იყო მიზეზი. გედევან ფოფხაძე ანრი ოხანაშვილს - გამეცით პასუხი: ეს კანონი ვის ინტერესებს პასუხობს - საჯაროს თუ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ინტერესებს. ნინო ლომჯარია - პარლამენტში ჩემი მიმართვა დამოკიდებული იქნება იმ შედეგებზე, რასაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მოიტანს. ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებს და გვრიტიშვილებს, რადგან დრო მოვა და ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - რატომ გინდათ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ და მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ უზენაესი სასამართლო 30 წლის მანძილზე ხელში ჩავუგდოთ. გედევან ფოფხაძე - მე მაქვს დეპრესიული განწყობა, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებულმა პროცესმა შემიქმნა და ეს განწყობა არათუ არ მტოვებს, ახალ სიახლეებს მაჩვენებს.

      განათლებული საქართველო - მარკ კეინი - განათლების სექტორში დიდი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს მთავრობის მხრიდან გონივრული ნაბიჯია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტი დასაქმებულია.

      სამეფო საქმე - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - სკეპტიკურად ვუყურებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან მორიგების შესაძლებლობას. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი - არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს დავუტოვო.

      საარჩევნო გამოსვლები - სოფო კილაძე - შალვა შავგულიძეს „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ არ უჩნდება პროტესტი, რაც წარმოუდგენლად არალოგიკურია და არ მეტყველებს კარგად მასზე.

      მრავალმილიონიანი სახელმწიფო გაყიდვები - სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.

      გადავადების ჯარი - მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა.

      არსებობის მინიმუმი - დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის.

      აჭარის ტელევიზიის გაურკვევლობა - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ. ნათია კაპანაძე - მე ვმუშაობდი და ვმუშაობ კანონის დაცვით. აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი - ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მართულია - ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ.

      საბანკო ყაჩაღობა - ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები. „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების შედეგად დაშავებული ორი პირი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნათია მეზვრიშვილი - ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იმედი მაქვს, დანაშაული მალე გაიხსნება. თვითმხილველების განცხადებით, ვარკეთილში, სადაც „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს, 3 გასროლის ხმა გაიგეს. „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისას დაშავებულ ერთ-ერთ პირს კეფის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

      კირკიტაძის სასამართლო - ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საზღვარგარეთულები:

      რუსული ჩარევები ამერიკაში - აშშ-ს გენერალური პროკურორი - რუსეთი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, თუმცა ტრამპის საარჩევნო შტაბს ამაში მონაწილეობა არ მიუღია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო გავლენის მოხდენა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 142

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters