nunu qadagidze
  • მდედრ. / Female
  • tbilisi
  • საქართველო
გამოაქვეყნე

მეგობრები

  • tamuna

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

nunu qadagidze ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

nunu qadagidze

უკანასკნელი აქტიურობა

taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი შეხვედრა
ივლ. 13
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი შეხვედრა
ივლ. 10
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)
ივლ. 10
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

შეხვედრა

ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)      მსახურებდა ნოე დამრეც ფერდობზე შერჩენილ კიდობანს, დგეში რამდენჯერმე უხდებოდა თოკის კიბეზე ასვლაჩამოსვლა. დილიდან დაღამებამდე ფუტკარივით შრომობდა. შეიძლება დიდი ხელმარჯვეობას ვერ იჩენდა... საქონლის საჩიხი სულ მალე მოირღვა, წამდაუწუმ მისი შეკეთება უხდებოდა. ახლადდადებული ქათმის კვერცხები მზის გულზე დარჩა და გალაყდნენ... მაგრამ თავს არ იზოგავდა ნამდვილად. ბევრჯერ ინატრა საქმეში ხელისწამომკრავი. უწინარეს ყოვლისა, წყალობა ახსენდებოდა ასეთ დროს, მართლაც დიდად…► ვრცლად ◄
ივლ. 10
Tamila Moshiashvili_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სიზმარი
ივლ. 7
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სიზმარი
ივლ. 6
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი სიზმარი
ივლ. 5
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

სიზმარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)      გულიანად გამოიძინა ნოემ ნასმურევზე, ძილში გაატარა არა მარტო მთელი ღამე, დილის უმეტესი ნაწილიც. მზე უკვე მაღლა იდგა, სიზმარი რომ ნახა.      სიზმარშიც ინახად იჯდა, ლხინობდა ციურ მნათობთა ბრწყინვალე გუნდით გარემოსილი. ტიკჭორაც ხელთ ეპყრა, თავისი ბედნიერი ნაპოვნი, რაღაც მანქანებით რომ ისევ ავსებულიყო. მოულოდნელად წყალობა გამოეცხადა. გულით გაიახარა ნოემ ძველი მეგობრის ხილვით, შენც მომენატრე და შენთან ერთად თასის აწევაცო, უთხრა. ჩამოუსხა ღვინო ტიკჭორიდან,…► ვრცლად ◄
ივლ. 5
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ისევ მონატრება
ივლ. 3
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ისევ მონატრება
ივლ. 2
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ისევ მონატრება
ივლ. 2
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
ივლ. 1
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ისევ მონატრება

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)      - ალისფერ ღვინოს მაგონებ, თასში ჩამოსხმულს, წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება, - ერთ მშვენიერ დილას ასე მიესიყვარულე ნოე ამომავალ მზეს. ძალიან, ძალიან მოენატრა ღვინო. რაღა თქმა უნდა, ღვინო ყოველთვის ენატრებოდა; წვიმის დროს, ღრუბლების გაფანტვის მერეც... ოღონდ ამის შესახებ სიტყვის ჩამოგდებისგან თავს იკავებდა. ლამის ღვინოსავით ჰგვრიდა ზარხოშს მზის მხურვალება, ნოე ამის დიდად მადლიერი იყო, მკრეხელობად მიაჩნდა ღვინო ეხსენებინა. გავიდა დრო, ნოე…► ვრცლად ◄
ივლ. 1
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ელემენტთა შვიდი პერიოდი
ივნ. 30
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კარის მეზობლები
ივნ. 27
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
ივნ. 26

ანარეკლი


ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. Mმე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ_ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. Mმეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. Lლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.
Eეს დრო_ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ_პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. Eეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. Aამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. Mმეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. Mმეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. Aაქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. Aდიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. Mმაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.
საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. Mმახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.
Uუსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. Aარ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. Oორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად . . . ხევში, ნაკადულის პირასო.
მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. Mმხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. Gგამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. Aარავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. Gგაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. Aმიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.
სამი დღის ავსებული იყო მთვარე. Mმე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. Gგაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა . . . ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა . . . ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ? . . . “ააა” _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. Mმეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.
Mმიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. Lლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. Bბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. Aამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. Dდავიწყე სანთლების ანთება. Dდავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. D და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას . . . ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.
Mმაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

Nunu qadagidze'ს ბლოგი

შეხვედრა

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 10, 2019 წელი 0 კომენტარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)

      მსახურებდა ნოე დამრეც ფერდობზე შერჩენილ კიდობანს, დგეში რამდენჯერმე უხდებოდა თოკის კიბეზე ასვლაჩამოსვლა. დილიდან დაღამებამდე ფუტკარივით შრომობდა. შეიძლება დიდი ხელმარჯვეობას ვერ იჩენდა... საქონლის საჩიხი სულ მალე მოირღვა, წამდაუწუმ მისი შეკეთება უხდებოდა. ახლადდადებული ქათმის კვერცხები მზის გულზე დარჩა და გალაყდნენ...…

გაგრძელება

სიზმარი

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 5, 2019 წელი 0 კომენტარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გულიანად გამოიძინა ნოემ ნასმურევზე, ძილში გაატარა არა მარტო მთელი ღამე, დილის უმეტესი ნაწილიც. მზე უკვე მაღლა იდგა, სიზმარი რომ ნახა.

      სიზმარშიც ინახად იჯდა, ლხინობდა ციურ მნათობთა ბრწყინვალე გუნდით გარემოსილი. ტიკჭორაც ხელთ ეპყრა, თავისი ბედნიერი ნაპოვნი, რაღაც მანქანებით რომ ისევ ავსებულიყო. მოულოდნელად…

გაგრძელება

ისევ მონატრება

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 1, 2019 წელი 0 კომენტარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      - ალისფერ ღვინოს მაგონებ, თასში ჩამოსხმულს, წინწკლებს რომ ისვრის და შორიდანვე გეთამაშება, - ერთ მშვენიერ დილას ასე მიესიყვარულე ნოე ამომავალ მზეს. ძალიან, ძალიან მოენატრა ღვინო. რაღა თქმა უნდა, ღვინო ყოველთვის ენატრებოდა; წვიმის დროს, ღრუბლების გაფანტვის მერეც... ოღონდ ამის შესახებ სიტყვის ჩამოგდებისგან თავს…

გაგრძელება

კარის მეზობლები

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 26, 2019 წელი 0 კომენტარი

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      „გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც…

გაგრძელება
 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 0 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters