nunu qadagidze ჯერ არ დასაჩუქრებულა!
ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. Mმე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ_ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. Mმეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. Lლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.
Eეს დრო_ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ_პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. Eეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. Aამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. Mმეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. Mმეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. Aაქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. Aდიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. Mმაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.
საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. Mმახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.
Uუსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. Aარ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. Oორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად . . . ხევში, ნაკადულის პირასო.
მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. Mმხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. Gგამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. Aარავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. Gგაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. Aმიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.
სამი დღის ავსებული იყო მთვარე. Mმე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. Gგაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა . . . ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა . . . ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ? . . . “ააა” _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. Mმეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.
Mმიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. Lლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. Bბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. Aამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. Dდავიწყე სანთლების ანთება. Dდავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. D და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას . . . ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.
Mმაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 26, 2021 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…
გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 28, 2020 წელი 0 კომენტარი 4 მოწონება
სიზმარმა უკან დაიხია, ზუსტად ასე იყო… კედლები მატარებლის ვაგონივით ნელნელა გაცურდნენ სადღაც. ამან მიახვედრა, სიზმარში ვარო, მანამდე ცხადი ეგონა ყოველივე. შეჰყურებდა სიზმარეულ კედლებს, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ, ბოლოს სულაც გაქრნენ, მათი ადგილი საავადმყოფოს პალატის თეთრად შეფეთქილმა კედლებმა დაიკავა.
იწვა და იხსენებდა ეს წუთია ნანახ სიზმარს. ჯერ იმაზე დაფიქრდა, თუ ჰქონია ოდესმე ასეთი შემთხვევა... სხვა დროსაც თუ მიმხვდარა,…
გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 12, 2020 წელი 0 კომენტარი 5 მოწონება
ჭაჭიას ეძახდნენ, ჭაჭის არაყი უყვარდა ნამეტანი. რა იყო მისთვის ის წუთი, როდესაც ჭაჭის არყით სავსე მომცრო ჭიქას დახედავდა თავის ცხვირწინ... ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო. ჩუმად, გულში გაუღიმებდა, ამ ღიმილს სახე არ გასცემდა. იმ პირველ წუთს სხვა მომდევნო ნეტარი წუთებიც მიემწკრივებოდნენ და მოსდევდნენ, ჭიქის მოხელთება და აწევა, სადღეგრძელო (რაც უფრო მოკლე იყო, ის ჯობდა), და ბოლოს ყველაზე საამური წუთი, არაყს მოწრუპვა, მისი გემოს გასინჯვა. მაინც, რა…
გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 27, 2020 წელი 0 კომენტარი 4 მოწონება
ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.
აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 30, 2023.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When you are looking for fresh, cleanse and distinctive patterns and concepts, exactly where do you turn?
Some companies can easily hire their own personal in-household graphic designers. Others outsource graphic layout companies as They are wanted.
A professional and experienced graphic designer will deliver your vision to daily life. The trick is acquiring the appropriate a person, a person who is a superb in good shape for your personal structure…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 30, 2023.
საათი: 9:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Ingesting locally sourced and all-natural food stuff is a terrific way to remain healthier, since it consists of no GMO’s and less preservatives. Because vegan food normally has several or no preservatives, it’s also fresher. Bonus: new food simply just preferences far better.
If you wish to Are living a balanced Life-style, then picking natural, contemporary foods is The obvious way to go. Conventional retail store-purchased, packaged foods, processed with the assist…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2023.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Have you been ready to find out a new method of incorporating mushrooms into your diet program?
Then you certainly need to have the magic of Do-it-yourself mushroom gummies!
It’s the top of each worlds - a scrumptious, chewy treat blended with all the advantages of medicinal mushrooms.
Don’t get worried; we are here to teach you precisely what you have to make the magic occur.
So, have you been ready to indulge in…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2023.
საათი: 1:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Like all production process, metal injection molding delivers quite a few Rewards as well as specific limits. This segment will check out the benefits and limits of MIM intimately, specializing in elements for example generation efficiency, product properties, and design and style flexibility.
5.1. Advantages of MIM
Production Efficiency
One of several most vital benefits of MIM is its capacity to create complicated, high-precision sections with…
© 2023 George.
•
კომენტარების დაფა
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია