ელი გორდელიანი ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 3, 2018 წელი 1 კომენტარი 6 მოწონება
დადგა ნანატრი პარასკევი საღამო, ხვალ მაღვიძარას ამაზრზენი და გულისგანმგმირავი ხმა არ გამაღვიძბს და მშვიდად შემიძლია შემოვიჭყიტო სოციალურ ქველში, გადავავლო თვალი ამბებს და მეც ვიბოდიალო იმაზე, რაზეც კეთილი ქველსაზოგადოება უკვე ვიცი, რომ არ გამკიცხავს, ქვებს არ დამიშენს, ბოღმას არ დამანთხევს თავზე, უბრალოდ მომისმენს, მოიწონებს ან უკომენტაროდ შემინდობს ამაო ყბედობას. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი თავაზიანობისა და ადამიანურობისათვის და აი, რა მინდოდა…
გაგრძელებაგამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 17, 2018 წელი 1 კომენტარი 6 მოწონება
მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,
საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.
თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,
ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.
თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,
მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,
მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,
სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს
და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ
სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.
არ მგონია ეს ცხოვრება…
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 14, 2018 წელი 1 კომენტარი 2 მოწონება
ახლა თუ როგორმე სახლამდე მივაღწიე არც გავიხდი ისე დავწვები და დავიძინებ, ვფიქრობ გაჩერებიდან სახლამდე. ვააა, არ წასულა!.. რა კარგია, შევეცოდები და საჭმელს მაჭმევს, ვფიქრობ ფანჯრებში, რომ შუქი შევნიშნე. ზარი ერთხელ, ორჯერ... უკვე გასაღებს ვეძებ და გააღო. ნაძალადევი ღიმილი :), აუუუ, აქ მოსულან :( ვბრაზობ გულში.
- გილოცააააააააააააააააააავ! ბოლომდე გაკრეჭილი ჩემი დის უკვე კარგად „ნაქეიფარი“ მეგობარი.
- რას? გაოცებული მე.
-…
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 10, 2018 წელი 2 კომენტარი 5 მოწონება
ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,
ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.
მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა
ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.
მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,
ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:
- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,
იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“
ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,
არც ის…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
© 2021 George.
•
კომენტარების დაფა
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია