Comments - ცხოვრების პრინციპი - გონივრული ეგოიზმი - Qwelly2024-03-29T08:54:46Zhttps://www.qwelly.com/profiles/comment/feed?attachedTo=6506411%3ABlogPost%3A1335762&xn_auth=noერთ-ერთი კითხვა იყო, გვინახავ…tag:www.qwelly.com,2018-07-30:6506411:Comment:13357742018-07-30T07:05:07.831Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ერთ-ერთი კითხვა იყო, გვინახავს ან გვსმენია თუ არა ისეთი რამ, რასაც მუდმივად უარსებია? მინახავსთქო, ვერ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მიარსებია მუდმივად და შესაბამსიად ვერ ვნახავდი მუდმივად არსებულს, მაგრამ მსმენია, რომ მუდმივად არსებობს, იგივე, შენს მიერ ნახსენები ბედნიერება და უბედურებაც. ადამიანში შეიძლება ბედნიერება და უბედურება გარკვეული დროის მონაცვლეობით სახლობდეს, მაგრამ თავად ბედნიერების მოვლენა რომ მუდმივად არსებობს, ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის ისტორიის ყოველი…

ერთ-ერთი კითხვა იყო, გვინახავს ან გვსმენია თუ არა ისეთი რამ, რასაც მუდმივად უარსებია? მინახავსთქო, ვერ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მიარსებია მუდმივად და შესაბამსიად ვერ ვნახავდი მუდმივად არსებულს, მაგრამ მსმენია, რომ მუდმივად არსებობს, იგივე, შენს მიერ ნახსენები ბედნიერება და უბედურებაც. ადამიანში შეიძლება ბედნიერება და უბედურება გარკვეული დროის მონაცვლეობით სახლობდეს, მაგრამ თავად ბედნიერების მოვლენა რომ მუდმივად არსებობს, ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის ისტორიის ყოველი პერიოდი.

ვფიქრობ, სწორება იმაზე კი არ უნდა გაკეთდეს სხვისთვის მსხვერპლშეწირვაშიც ვართ თუ არა ეგოისტები (და ამ მიმართულებით ყველას ეგოისტად გამოყვანა შეიძლება, მათ შორის განკაცებული ღმერთისაც, ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებსო, იტყვიან მავანნი) და რამდენად არის ჩვენი ცხოვრება ეგოცენტრული, არამედ, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რამდენად არის ჩვენი მიზნები, იმ მარადიულობ(ებ)ის მიმღები ან მისკენ სწრაფული, რომელზეც უკვე დავწერე.

მარტივად:

თუკი ჩვენ არ ვართ მარადიულები

მაგრამ მარადიულად არსებობს რაღაც (მაგ. ნახსენები ბედნიერება, სიყვარული, აქტი, ისტორია)

რას ვაკეთებთ, რომ ჩვენ მივეტმასნოთ ამ მარადიულ არსებობას?

აქილევსის ცნობილი ამბავი ტროას ეკრანიზაციიდან - წახვალ ომში, მოკვდები და მსოფლიოს დაამახსოვრდები. დარჩები სახლში, იცხოვრებ, მოკვდები და არავის ემახსოვრები. რომელი შესაძლო გადაწყვეტილება არ შეესაბამება პირად ინტერესებს?