- რა კარგია ერთმანეთს რომ ვყავართ! შენ უბრალოდ წარმოიდგინე: მე არ ვარ, შენ ზიხარ მარტო და არავინაა ისეთი, რომ დაელაპარაკო.
- შენ სად ხარ?
- მე არ ვარ.
- ასე არ ხდება...
- მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვთქვათ და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ და შენ მარტო ხარ. აი რას იზამ?
- შენთან წავალ.
- სად?
- როგორ სად? სახლში. მივალ და გეტყვი: რატომ არ მოხვედი? შენ იტყვი...
- აი სულელი, როგორ ვიტყვი, როცა არ ვარ?
- თუ სახლში არ ხარ, მაშინ შენ წამოხვედი ჩემთან. გავიქცევი სახლში და შენ აქ ხარ! და დავიწყებ...
- რას?
- ჩხუბს!
- რისთვის?
- როგორ რისთვის? იმისთვის, რომ არ გააკეთე რაზეც შევთანხმდით.
- და რაზე შევთანხმდით?
- აბა მე რა ვიცი? მაგრამ შენ ან ჩემთან ან შენს სახლში.
- ჰო, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვარ... გესმის?
- აი შენ აქ ხარ!
- ეს ეხლა ვარ აქ... საერთოდ რომ არ ვიყო? სად ვიქნები?
- ან ჩემთან, ან შენთან.
- ეს თუ ვარ იმ შემთხვევაში
- ნუ ხო.
- და საერთოდ რომ არ ვიყო?
- მაშინ ზიხარ მდინარესთან და მთვარეს უყურებ...
- მდინარეზეც არ ვარ...
- მაშინ წახვედი სადმე და ჯერ არ დაბრუნებულხარ. წავალ ყველაფერს შემოვივლი და შენ გიპოვი!
- შენ უკვე ყველაფერი მოიარე, მაგრამ ვერ მიპოვე.
- ყველაფერს ზევით - ქვევით გადავატრიალებ და მოიძებნები!
- არ ვარ მე, არსად არ ვარ!
- მაშინ გამოვვარდები მინდორში და დავიყვირებ "ზ–ღ–ა–ა–რ–ბ–ო–ო–ო–", შენც გაიგონებ და მიპასუხებ...
- არა! მე საერთოდ არ ვარ... გესმის?
- რას გადამეკიდე? – ეწყინა – შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ.. გაიგე? 

ნახვა: 1072

ტეგები: Qwelly, დათვი, დღიური, ზღარბი

თამარ ჯოჯუა: მარტი 21, 2014||10:41pm

რა კეთილი რამეა :))))

ცისია: მარტი 21, 2014||10:53pm

აჰაამ... უსაზღვოორ ^_^

Kakha: მარტი 23, 2014||10:14pm

მართალია  როცა ერთმანეთს ვყავათ ამაზე უკეთესი რა არის ?:))

ცისია: მარტი 23, 2014||10:45pm

უნდა გეთქვა ერთმანეთს ვყავართ??? 0_0

Kakha: მარტი 23, 2014||10:47pm

ცისია **_ს მიუმატებ თუ გამოაკლებ რა მნიშვნელობა აქვს, აზრო ჰო ისედაც ჩანს :))

ცისია: მარტი 23, 2014||11:02pm

კაიჰ.. როოგორც მინდა ისე გავიიგებ ^_^

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters