თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ნაღდად ასეა; იმ ქალაქში ოქროს არაფრად აგდებდნენ, არ იცოდნენ მისი ფასი, არც მისი სილამაზე სწამდათ. არადა, ბედის ირონიაც ამას ჰქვია, ოქროთი უაღრესად მდიდარი იყო იქაურობა, მდინარეს ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდა, მახლობელ ტყეში თვითნაბადი ოქრო პირდაპირ ღია ცის ქვეშ ეყარა.

      და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ უბრალო ხელოსანს, უფრო ზუსტად მჭედელს, აზრად მოუვიდა ოქროსგან გაეკეთებინა ყოველდღიურობაში სახმარი, საოჯახო ნივთები, ლამაზი გამოვა და კარგადაც გაიყიდებაო. საქმესაც მაშინვე შეუდგა, ოქროსგან შეთხზა სულ ნაირნაირი ნაკეთობა; თეფშები, ჭიქები, სურები, ჯამები, აზარფეშები... ერთი სიტყვით, რაც კი გაახსენდა, ყოველივეს ოქრო დაუდო საფუძვლად... მერე მთელი ეს ნაკეთობა ფარდაგზე დაახვავა და ბაზრობაზე გამოფინა გასაყიდად. გამოფინა და მისი ოქროთი სავსე ფარდაგი კუნძულს დაემსგავსა, რომელსაც ირგვლივ ხალხის ტალღა უვლიდა, ახლოს კი არავინ ეკარებოდა. ცხადია, დიდად სასიამოვნოდ არ დაურჩა ეს ამბავი ოქრომჭედელს (ჩვენს მჭედელს ამიერიდან ასე ვუწოდებთ), იმედს მაინც არ კარგავდა, ფეხს არ იცვლიდა თავისი ფარდაგიდან.

      აი, მოქეიფე დარდიმანდმა ღიღინით ჩამოუარა გვერდით. ოქრომჭედელმა აზარფეშას დაავლო ხელი და ცხვირწინ აუთამაშა, იქნებ როგორმე მოვაწონოო, დარდიმანდმა ათვალწუნებით შეხედა ოქროს აზარფეშას და მაგითი ღვინოს არასდიდებით არ დავლევო, გადაჭრით თქვა.

      - შეიძლებოდა თვალი დაგვეხუჭა იმაზე, ასეთი ულამაზო რომაა, მაგრამ ვიცი, ღვინოს სიმაგრეს სულ მთლად დაუკარგავს.

      ისეთი თავდაჯერება ისმოდა ამ სიტყვებში, ოქრომჭედელმა ვერც კი გაბედა ეკითხა, ასე რატომ ფიქრობთო. დარდიმანდი ღიღინით გაუდგა თავის გზას.

      კარგა ხანი გავიდა, სანამ კვლავ შეჩერდებოდა ვინმე. ეს გახლდათ დიასახლისი, უკვე ბაზარმოვლილი, ნაირნაირი პროდუქტებით დატვირთული. თვალი ზიზღით გადაავლო ოქროს ნივთებს, ქოთანზე შეაჩერა მზერა.

      - ვის გაუგია ოქროს ქოთანი! ხომ თავი მომეჭრება მთელ ქალაქში, ყველა მასხრად ამიგდებს!

      მან იქვე მეზობელ სავაჭროში უბრალო ქოთანი შეიძინა და ოქრომჭედელი ჭკუაზე დაარიგა, დროს ტყუილად ნუ ფლანგავო.

      ჩაგოდრებულმა მოქალაქემ ნება-ნება ჩაიარა შორიახლოს, წამით შეჩერდა, თვალი ოქროს თეფშს დაასო.

      - რა უმსგავსობაა, ოქროს თეფში, - შეძრწუნებით თქვა ჩაგოდრებულმა მოქალაქემ. როცა ოქრომჭედელმა მოკრძალებით ჰკითხა, აქ უმსგავსოს რას ხედავთო, მან თავისი მოსაზრება ასე დაასაბუთა: - მე, ხომ იცი, ათქვეფილი ერბოკვერცხი მიყვარს, რომელიც ყვითელი ფერისაა. ჰოდა, როგორ გავარჩიო ამ კვერცხის გულივით ყვითელ თეფშზე (აქ ზიზღით დახედა ბაჯაღლო ოქროს თეფშს) ერბოკვერცხი?

      ოქრომჭედელმა ვერაფერი მოიფიქრა პასუხა, ანკი რა უნდა ეთქვა?

      არც მწვადის მოყვარულებს მოუვიდათ თვალში ოქროს ჯამ-ჭურჭელი, მწვადს პეწი დაეკარგება ასეთ ულამაზო ფონზე და გემოს ვეღარ ჩავატანთო. სიტყვამ მოიტანა და იქაურები პირის გემოს დიდი მცოდნენი და დამფასებლები იყვნენ. განსაკუთრებით მწვადი უყვარდათ. შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, ყველაზე პატივცემულ მოქალაქედ ყასაბი რომ იყო აღიარებული. და ეს პატივისცემა ფრიად შთამბეჭდავად ასახულიყო მის ორმაგ ღიპზე, სამმაგად ღაბაბზე და ქონმორეულ ბეჭებზე. მთელს ქალაქში საუკეთესო სამწვადეს მხოლოდ მასთან თუ შეიძენდით. ეს თვითონ ოქრომჭედელმაც კარგად იცოდა, რა დასამალია და, მხოლოდ გადმოცემით, თვითონ თავის დღეში არ გაესინჯა მისთვის გემო. სხვათა შორის, ყასაბსაც მიუტანეს ამბავი, ვიღაც ახირებულმა კაცმა ოქროს ხარახურა გამოფინა გასაყიდადო. ყასაბმა ბევრი იცინა, ოღონდ თავი არ შეუწუხებია მის სანახავად. ესღა აკლდა!

      მთლიანად ჩაფლავდა ოქროთი ვაჭრობის საქმე, ერთი ნივთიც ვერ გაყიდა ოქრომჭედელმა, ამაოდ იყურყუტა თავის ფარდაგთან. მუქთადაც კი არ უნდოდა ვინმეს. ყველაზე წყალწაღებულმა ლოთმაც კი უარი უთხრა უფასოდ შეძლეულ ოქროს სასმისზე, იმ მიზეზით რომ თვალებს მიჭრელებსო. მართალიც იყო, სასმელისგან თვალები ისედაც აჭრელებული ჰქონდა და ოქროს ბრწყინვას ვეღარ გაუძლო.

      შეწუხებულმა ოქრომჭედელმა სცადა სულ სხვა გზა აერჩია. ოქროზე უარი ახლაც არ უთქვამს, უკვე შეაჩვია თვალი და ხელი. ასე ადვილად ვერ შეელეოდა... სამკაულების კეთება იწყო ოქროსგან, ქალების იმედი ჰქონდა, თავში ათასი ქარი უქრით, იქნებ ოქროზე გაექცეთ თვალიო. თითქოს არ უნდა ყოფილიყო ცუდი ჩანაფიქრი, მაგრამ ვაი რომ აქაც ხელი მოეცარა. სულ ამაოდ დაახვავა ჭრელ ფარდაგზე ოქროს ძეწკვები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები და კიდევ უამრავი რამ, რაც კი გაახსენდა. არცერთი ქალი არ გაეკარა სიახლოვეს. ამაოდ იხვეწებოდა ოქრომჭედელი, ერთხელ მაინც მოისინჯეთ, ნახეთ, იქნება მოგიხდეთო.

      - ოქროს ძეწკვი? არც გამაგონოთ, ეს ხომ მოდაში არ არის, - თქვა ერთმა და ყელზე შუშის მძივი შემოიხვია თავმომწონედ.

      - არც ოქროს ბეჭდიანი მინახავს ვინმე ამ ქალაქში, რაღა მე უნდა მეკეთოს, - გამოეხმაურა მეორე და თითი ხის რგოლში გაუყარა.

      - მაგ ოქროს სამაჯურში ვერავის ვერ დავენახვები, - შეიცხადა მესამემ. თან ძვლების სამაჯურები მოირგო მკლავებზე.

      ოქრომჭედელი მაინც არ იშლიდა თავისას, ხან ერთ სამკაულს წამოავლებდა ხელს, ხან მეორეს და მზის სხივებზე ააბრჭყვიალებდა: ნახეთ, რა ლამაზია, თქვენც გაგალამაზებთ, თუკი გაიკეთებთო. არა და არა! არავის ესმოდა მისი.

      თუმცა ერთი მათგანი თითქოს ცოტათი შეყოყმანდა, როცა ოქროთი ავსებულ ფარდაგს ჩაუარა გვერდი. ოქრომჭედელი დაფაცურდა, შემთხვევით თუ განგებ, ბაჯაღლო ოქროს დიადემას წამოავლო ხელი, ესეც არ გამექცესო და სასწრაფოდ მოარგო დიადემა თავზე ასულს. უკან დაიწია, შეხედა და თვალი ძლივს გაუმართა; იშვიათი სილამაზის არსება იდგა მის წინ. თითქოს ნამდვილი ქალღმერთი ჩამოსულიყო ზეცით, თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა, სხეული ლერწამივით ერხეოდა და ა.შ. რაც შეეხება დიადემას, ისე ჩანდა, თითქოს საგანგებოდ მისთვის გაუკეთებიათო. ოქრომჭედელი გონს მოეგო, სარკე მიუმარჯვა ასულს, რაღაც იმედი უკვე უჭიატობდა გულში.

      - გავიკეთებდი ამ დიადემას, - მტრედივით ღუღუნა ხმით თქა ასულმა - მაგრამ ვაი თუ ჩემს საქმროს ვაწყენინო ამით.

      დიადემა მოიხსნა ასულმა. მიუბრუნა ოქრომჭედელს და თავის გზას გაუდგა ტანის რხევით. ოქრომჭედელს ხმა აღარ ამოუღია, ახლაღა იცნო; ყასაბის საცოლე გახლდათ უცხო სილამაზის ასული. სწორედ იმ ყასაბის, რომელიც ქალაქის უპატივცემულეს მოქალაქედ იყო აღიარებული და ურომლისოდაც გემოს ვერავინ გაუსინჯავდა საუკეთესო ცვრიან მწვადს.

      კიდევ უფრო დაღონებულმა დატოვა ბაზრობა ოქრომჭედელმა იმ დღეს, ვიდრე პირველი მცდელობისას, მისდა საქებრად უნდა ითქვას, გული მაინც არ გასტეხია, კვლავ შეუდგა თავის ჩვეულ საქმეს... დიახ, ოქრო უკვე ჩვეულებად ექცა, ალბათ ვეღარც დააღწევდა თავს, კიდევაც რომ მოენდომებინა... არც იმაზე დასჭირვებია ბევრი ფიქრი, რა უნდა აერჩია სამიზნედ. თვალწინ ედგა ბაზრობაზე ნანახი, ქალღმერთივით ლამაზი ასული, ოქროს დიადემით თავშემკული. კარგა ხნის თავაუღებელი შრომის შემდეგ თვით იმ მშვენიერი ასულის ქანდაკება შეთხზა ოქროსგან. მართლაც მშვენიერი რამ გამოვიდა, ოქროს სილამაზე და იმ უცხო ასულის სილამაზე ისე შეერწყა ერთმანეთს, თითქოს სწორედ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები. ოქრომჭედელი კმაყოფილი დარჩა, მაშინვე გამოფინა თავისი ქმნილება ბაზრის ხალხმრავალ მოედანზე, გულში იმედოვნებდა, ამ შვენიერი ქალღმერთის სილამაზეს მაინც მიაქცევს ხალხი ყურადღებას, ამის შემდეგ კი, ეჭვი არაა, თვით ოქროს სილამაზესაც დაინახავენო.

      ეეჰ, რა ტყუილად ჰქონდა რაიმეს იმედი... არავინ ზედაც არ შეხედა მის ოქროს ქალღმერთს, ლამის მეორე მზესავით რომ გაბრწყინდა საბაზრო მოედანზე.

      ცხადია, არ გახარებია ეს ამბავი ოქრომჭედელს, აბა, ვის გაუხარდებოდა მის ადგილზე, მაგრამ უფრო მეტად გაკვირვებული დარჩა, ვიდრე ნაწყენი. ნეტავი ამ ხალხის თვალებს რა დაემართაო, ფიქრობდა გულში. რატომ ვერ ხედავენ, თუ რა კარგად მეგობრობენ ქალღმერთის და ოქროს სილამაზე, ერთმანეთს ავსებენ და ამდიდრებენ, რაღაც უფრო მშვენიერს და დიდებულს გვპირდებიანო.

      - ხალხო, თვალი გაახილეთ, შეხედეთ ამ საოცრებას, - ხმამაღლა შეჰღაღადა თავისივე ქმნილებით მოხიბლულმა ოქრომჭედელმა.

      გამიგონია? კაციშვილმა არ მიაქცია ყურადღება...

      მერე, როცა დაიღალა და მოშივდა, იმასღა იხვეწებოდა ოქრომჭედელი, ერთ ცალ

      კარტოფილში, ან პურის ნატეხში წაიღეთ ოქროს ქალღმერთიო.

      არც ამის მსურველი გამოჩნდა ვინმე.

      ბოლოს ვიღაცას შეებრალა, პურის ნატეხი მიაწოდა და უთხრა, ეს აიღე, შენი ნაცოდვილარი შენვე გქონდესო.

      ამან სულ მთლად მოუთავა ხელი ოქრომჭედელს. იჯდა ოქროს ქალღმერთის გვერდით, ნაწყალობევ პურს ილოღნებოდა და მწარე ფიქრებს მისცემოდა.

      ბედმა ეს როდი აკმარა, კიდევ ელოდა ფათერაკი იმ დღეს...

      თურმე ვიღაცვიღაცეებმა ყასბის საცოლე ამოიცნეს ოქროს ქალღმერთში, არ დაიზარეს და თვითონ ყასაბს შეატყობინეს, შენი საცოლე ბაზრის მოედანზე გამოაჭენეს, სულ მთლიანად ბაჯაღლო ოქროსგან გამოქანდაკებულიო, ისიც მაშინვე გამოქანდა, სიბრაზისგან გონდაკარგული, ხელთ საყასბო ნაჯახი ეპყრა...

      ოქრომჭედელმა დროზე შეამჩნია მისკენ გეზაღებული, ნაჯახმომარჯვებული ყასაბი, წამოხტა და საკუთარ ქმნილებას ამოეფარა, თან ხელი საყოველშემთხვეოდ საჭრეთელს დასტაცა. ყასაბიც მიეტანა ნაჯახმომარჯვებული... და გაიმართა ბრძოლა მათ შორის.

      ეჰ, ნეტავი იქ ყოფილიყავი, მკითხველო! რატომ? იმიტომ რომ იმისთანა სასეირო სანახაობა აღარ მოსწრებია მას მერე მზისქვეშეთს. მეომრად არცერთი არ ექნა გამჩენს, ოქრომჭედელს საჭრეთელის ხმარების გარდა თითქმის არაფერი ემარჯვებოდა. ყასაბი კიდევ ნაჯახს კი იქნევდა ღონივრად, მაგრამ მიხრა-მოხრა არ უვარგოდა, ვერ იჩენდა სიმკვირცხლეს. მეტისმეტად მძიმე ტანისა იყო, სულ ერთიანად თამთამი გაუდიოდა მის ღიპსა და ღაბაბს, ქონმორეულ ბეჭებსაც.

      ამასთან ერთად, შუადღის თაკარა მზე აცხუნებდა, მის შუქზე აბრჭყვიალებული ქანდაკება თვალს სჭირდა ორივეს.

      შემოურბინეს ოქროს ქანდაკებას ირგვლივ, ყასაბმა მოიქნია ნაჯახი გამეტებით, ოქრომჭედელი დროზე გაეცალა, თავისი ქმნილების მეორე მხარეს მოექცა. ყასაბის მოქნეული ნაჯახი ასცდა მიზანს, ოქროს ქალღმერთს მოხვდა. ახლა თავის მხრივ ოქრომჭედელმაც მოუქნია საჭრეთელი ყასაბს, იმანაც ააცდინა და ყასაბის ნაცვლად ოქროს ქალღმერთს ჩააფარა სახეში საჭრეთელი ოქრომჭედელმა.

      ახლა ისევ ყასაბი მიეტანა...

      ასე კარგა ხანს გაგრძელდა, ურბენდნენ ოქროს ქალღმერთს ირგვლივ, ერთმანეთს უღერებდნენ და სცემდნენ თავთავიანთ იარაღს, მაგრამ მათი მოქნეული ყოველთვის სცდებოდა მიზანს და ოქროს ქალღმერთს ხვდებოდა. ამაზე უარესად ბრაზობდნენ და ხელახლა იწყებდნენ უგერგილო ნავარდს.

      მთელი ბაზარი მათ საყურებლად შეიყარა. მოცლილი ხალხი ხომ ყველგანაა... ჯერ იმათ შემოარტყეს რკალი იმ ორ მებრძოლს, შეჰყურებდნენ და სიცილისგან იჭაჭებოდნენ, მუცლები ხელით ეჭირათ. მერე მათ მოუცლელებიც დაემატნენ, ამისთანა სასეირო სანახაობას სადღა ნახავდნენ... მიატოვეს თავიანთი საქონელი, სიცილ-ხარხარში ლამის სული ხდებოდათ. მთელ ქალაქს გადაუარა მათი სიცილის ექიმ, ჰოდა, ქალაქელებმაც ბაზრისკენ ჰქნეს პირი, იმდენს იცინოდნენ, თვალებიდან ცრემლები ღვარღვარად სდიოდათ, ის ორი მეომარი კი ისევ უვლიდა დავლურს ოქროს ქანდაკების ირგვლივ.

      - როგორმე გაჩერდით, მეტი აღარ შეგვიძლია, - ეხვეწებოდა ხალხი იმ ორს, მაგრამ იმათ რა გააჩერებდათ, ბრაზისგან ანთებული თვალებით ეძებდნენ ერთმანეთს ოქროს ქანდაკების მიღმა, ირგვლივ ატეხილი სიცილ-ხარხარი უარესად ახელებდა მათ.

      უეცრად სიცილი მიწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ რა სიჩუმე, რაღაც უცნაური, ავად შეკრული მჯიღივით მძიმე და მუქარიანი. იმ ორ ყოჩაღ მებრძოლს ეს ძალიან ეუცხოვათ, ნელნელა შეაჩერეს ოქროს ქანდაკების ირგვლივ ბორძიკი, ფრთხილად მიიხედ-მოიხედეს...

      ირგვლივ ხალხის გაუვალი წრე შემოსჯარვოდათ, ლამის მთელი ქალაქი აქ იყო, ოღონდ მათ ზედაც აღარავინ უყურებდა, ყველას ოქროს ქალღმერთისთვის მიეპყრო თვალი, სახეებზე საოცარი შიშისზარი ეწერათ.

      ნეტავი რაშია საქმეო, იმ ორმაც შეხედა ოქროს ქალღმერთს...

      შეხედეს და... ვეღარც კი იცნეს, ისე შეცვლოდა იერი ოქროს ქალღმერთს... სულ ერთიანად დამახინჯებულიყო იმდენი ნაჯახის თუ საჭრეთელის უთვალავი ცემისგან. უფრო მეტიც, ისეთი უცნაური, შემზარავი იერი მიეღო, რომ მნახველს სისხლს უყინავდა ძარღვებში, უსაშინელეს კოშმარულ განცდებში აგდებდა...

      ვეღარ გაუძლო იმ ორმა ამ საზარელ სახეს, რომლესაც ოქროს ბრწყინვალება კიდევ უფრო ჯოჯოხეთურს ხდიდა. იქვე მიყარეს თავიანთი იარაღები და უკანმოუხედავად გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს.

      თითქოსდა ამასღა ელოდნენო, იხუვლა ამდენმა ხალხმა და ყველამ სხვადასხვა მხარეს დურთა თავი. გარბოდნენ, რას გარბოდნენ... მზად იყვნენ, ქვეყნის დასალიერამდე ერბინათ, ოღონდ ამ საზარელ მზერას გაქცეოდნენ როგორმე.

      თვალის დახამხამების უმალ დაცარიელდა ბაზრის მოედანი.

      აღარც მერე გაკარებია ვინმე იმ ბაზრის მოედანს, იქაურობა ნაძრახ ადგილად გამოაცხადეს და ბაზარი სხვაგან გადაიტანეს. დასახიჩრებული ოქროს ქანდაკება ეულად ეყუნტა შუაგულ მოედანზე, ადამიათაგან აღარავის მოუნახულებია იგი იმ ორის ჩათვლით. როცა აქეთკენ ედოთ გზა, შორიდან უვლიდნენ იქაურები, ოღონდ მისთვის აღარ შეეხედათ.

      აწვიმდა და ათოვდა მიტოვებულ, დასახიჩრებულ ოქროს ქანდაკებას, ათასნაირი ნაგავი და მტვერი ეყრებოდა. დროთა განმავლობაში ნელნელა ჩაიმარხა მიწაში, მისი კვალიც კი გაქრა...

      დღემდე ეძებენ და ვერ უპოვიათ იგი ადამიანებს, თუმცა დანამდვილებით იციან ყვითელი ეშმაკის არსებობა...

ნახვა: 436

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეშმაკი, ზოდი, ოქრო, სიმდიდრე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters