გამჭვირვალე კვლევა, ყრილობით დაბრუნებელი ფუძემდებელი, მცირემეწარმეობა ბანკების ენაზე და კანონმცველების ეპიზოდები

      მოღრუბლულობასა და წვიმას ვეღარ ვებრძვითო და სინოპტიკოსებიც ამას პროგნოზირებენ, რომ, 14 მაისამდე საქართველოში წვიმები იქნება. იქამდე კი დღეის ცხოვრებით ვიცხოვროთ - დღეს დიდი ყრილობა იყო. პრინციპში, ყრილობა ბევრი არაფერი, უბრალოდ მთელი დღე ამ ყრილობაზე საუბრობდნენ საინფორმაციოები. ამასთანავე, მეორე თემა კვლავ ფინანსები, ბანკები და მცირე ბიზნესის, წვრილი მეწარმეების ხელშეწყობის მოწონებები იყო. რეზონანსული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც არაფერი გვეშველება. ერთი ამბავიც არის - გუშინ, ევროვიზიაზე ჩვენი გამოსვლა დაიწუნეს და ფინალშიც ვერ გავედით. (ჩანაწერს ნახავთ აქ - ვიდეო).

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 მაისი, 2018 /

      პარტიული ყრილობა ანუ ქებაი და დიდებაი საკუთარი თავისაი - პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა გამართა. ყრილობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ გუშინ კეთდებოდა განცხადებები - ეკა ბესელია - „ქართული ოცნების“ ყრილობის მთავარი განსაკუთრებულობა იქნება ის, რომ პარტიის მთავარ დამფუძნებელს ავირჩევთ თავმჯდომარედ. ენძელა მაჭავარიანი - პარტია იქნება მთლიანად განახლებული, შეცვლილი და სხვა მიდგომებით წარმართავს თავის მუშაობას. თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა - რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ამაზე დღეს თავად ისაუბრებს. არჩილ თალაკვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში აქტიურად ბრუნდება. მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილში”, გაიმართა “ქართული ოცნების” ყრილობა. ირაკლი სესიაშვილი - ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში და ის არ წასულა პოლიტიკიდან - ის იყო და არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი. გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე საუბარი არ არის და სავარაუდოდ, არც იქნება. კახა კალაძე - ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად. ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად შეუძლია გააძლიეროს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბირთვი და ახალი დინამიკა შესძინოს მთელ ქართულ პოლიტიკას. გიორგი კვირიკაშვილი - თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში. ბიძინა ივანიშვილი - როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია. - დღეს საქართველოს ჰყავს არა არჩევნების გაყალბებითა და ძალადობით მოსული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება. გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი. ბიძინა ივანიშვილი - აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზირებული სფეროები. - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია. გიორგი კვირიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გამოწვევებს გაუმკლავდება. ბიძინა ივანიშვილი - იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული, ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. - ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. - ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენის რეჟიმზე გადასვლა. - ავანტურისტული ჯგუფები დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის. - ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას. - რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არარსებობაა. ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებზე - დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა. - ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს. - დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება, სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში. - ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი. - თითქმის ვერ ნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც აუხსნიდა ადამიანებს, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც ეკონომიკას წელიწადში 600-ჯერ გაზრდის. - პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე - როგორც კი ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პარტიის შიგნით არსებული პრობლემები. - რეალურად, არანაირი დაყოფა ძველებსა და ახლებს შორის არ არსებობს - გუნდი არის ერთიანი. ყრილობის შემდეგი შეფასებებიდან - გიგა ბოკერია - ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა. რომან გოცირიძე - როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო. გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ნდობის ლიმიტი აღარ აქვს ისეთი მაღალი, როგორც 2012 წელს, ამიტომ ძალიან სწრაფად მოქმედებები დასჭირდება. ზაალ უდუმაშვილი - ივანიშვილს გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს. ნინო ბურჯანაძე - რას უპასუხებს ივანიშვილი 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?!

      თემის პარალელურად - პრეზიდენტობის კანდიდატურა - მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

      ბანკები და ფინანსები - გიორგი ცუცქირიძე - დიმიტრი ქუმსიშვილის ახალი ინიციატივა დროულია და საბანკო სექტორი მზად არის, ამ პროექტში აქტიური ჩართულობისათვის. მიხეილ ჭელიძე - ბიზნესისთვის უზრუნველყოფის ნაწილში მხარდაჭერა ძალიან კარგია, რასაც საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ითვალისწინებს. ლევან კალანდაძე - საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესისთვის საინტერესოა. რომან კაკულია - საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ცალსახად დადებითია. გიორგი კვირიკაშვილი - უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ. მამუკა ბახტაძე - კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მამუკა ბახტაძე - ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან. ირაკლი კოვზანაძე - საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება. მერსი ტემბონი - მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება არის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში.

      ძიუდოს დაძაბულობა - დავით ქევხიშვილი - ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება პირველ რიგში ვარლამ ლიპარტელიანისგან არის მართული.

      სპორტი, რომელიც დაფინანსებას ითხოვს - ქუთაისში ამერიკული ფეხბურთის სპორტსმენები დაფინანსებას ითხოვენ.

      პოლიცია იცემა ჯგუფურად - ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა. ამის საპირწონედ თბილისური დაკავებები - შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები გამოავლინა. სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავებები ბათუმშიც - ბათუმში საბურავების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

      საზღვარი ისევ მორღვეულია - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სოფელ ნიქოზთან მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს.

      გამჭვირვალე გამოკითხვა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 30 პროცენტი ფიქრობს, რომ „არაფერი გვეშველება“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილმა უნდა შეიწყალოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ საქართველოში მინისტრების რაოდენობა მომავალში უნდა შემცირდეს. დავით ბაქრაძე - კვლევის შედეგები საგანგაშოა და აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა.

      დაგვიანებული ვეტო - პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიცია ვეტოს დადებას ითხოვს, პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა. სიმონ ნოზაძე - კარგია, პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი და ვეტო არ დაადო. ხათუნა გოგორიშვილი - პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, პოლიტიკური კორუფციის მაგალითია.

საზღვარგარეთულები:

      ახლადარჩეული პრემიერის საქმიანი დღეებიდან - ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას ხელი მოაწერა. სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად ლოგიკურ ვადებში ჩატარების პირობას დებს.

      სომხეთის სურვილი ისაუბროს აზერბაიჯანთან - აზერბაიჯანის საგარეო უწყება - მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ჩართვა ნონსენსია, არარეალურია, ეს არ შეესაბამება მოლაპარაკებების პროცესსა და საგანს. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

      სომხეთი და თურქეთი - ბინალი ილდირიმი - თუ სომხეთი უარს იტყვის თავის მტრულ პოზიციაზე თურქეთისადმი, მაშინ შესაბამის პასუხს მიიღებს.

      აჯანყების მერე, სულ უარზეა - კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭისყრაზე უარი განაცხადა.

      ამერიკულ-კორეული ერთობა - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამიტის ჩატარებას მიესალმება.

      სანქციები ირანს - აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. თურქეთის ეკონომიკის მინისტრი - აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს განაგრძობს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა ირანელი სამხედროები სირიის ტერიტორიიდან გააძევოს

      დაკავებები თურქეთში - სტამბოლის პოლიციამ 150 ჯარისკაცი დააკავა, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 210

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters