ყვითელი ავტობუსი ცხელი კარტოფილის ქვაბივით თუხთუხებს. ,,კანგაცლილი საზოგადოება“ პოსტერებით აჭრელებულ მინებს მთელი ძალით ეჭყლიტება. გაბრტყელებული სახეები ანიმაციის გმირებივით გამოიყურებიან. ისე ძლიერად მადგას ზორბა მოხუცი ფეხზე, რომ სიმწრით სალარო აპარატს ვებღაუჭები და ვცდილობ ღია ფანჯრისკენ მივაბრუნო თავი. ზედ ჩემ ცხვირთან ჩაკურატებულ დეიდას ოფლიანი იღლია აღუმართავს და გაანჩხლებული თვალებით შემომყურებს. ცდილობს კართან ატუზულ მასას გვერდი აუქციოს და პირველსავე შესაძლებლობაზე უბილეთო მგზავრის სტატუსით ჩაიძურწოს. ჰმ! თავი ალბათ ნემსი ჰგონია, არადა ერთი შეხედვით ვეშაპივით ქალბატონი ან თავს ისულელებს, ან პატივცემულ კონტროლიორს თვალებში ქვიშას აყრის. მაგრამ ავტობუსში არც ქვიშაა და არც ხელის განძრევა შეიძლება. ,,ყვითელკოსტუმიანი“ m&m’s- ი კი სინდიოფალას თვალებით მწყემსავს გასაქცევად მომზადებულ წიწილებს და ზედ კისერში აფრინდება მსხვერპლს. ხუთ ლარიან ჯარიმას კანონიერი ორმოცდაათ თეთრიანი უთმობს გზას. გადაცრეცილი რკინის ყუთიდან ჩაგუდული ხველასავით იფხრიწება სიფრიფანა ფურცელი.

კანგაცლილი საზოგადოება მხოლოდ ბილეთის შეძენისას გრძნობს თავს მოხარშულად და წყევლა - კრულვის დებატები მუხლდაჩოქილთა ლოცვას ემსგავსება უხილავის წინაშე. ათსართულიანი გინებით თავბრუდახვეული რკინის ოთხბორბალა კი გაჩერებიდან-გაჩერებამდე მაგიური ყუთივით იწელება.

* * *

ყვითელი ავტობუსი გაოფლილ სახეებს პურის საყიდლად მიაქროლებს. დღითიდღე იზრდება მგზავრთა რაოდენობა.

ნახვა: 195

ტეგები: antiadamiani, blog, qwelly, qwellyblog, qwellypost, tamar chyoidze, tamuna chyoidze, ანტიადამიანი, ანტიადამიანის ბლოგი, ბლოგი, მეტი...დღიური, თამარ ჭყოიძე, თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძის ბლოგი, პოსტი, ქველი, ქველიბლოგი, ჩანაწერი

mariam kubaneishvili: სექტემბერი 17, 2014||5:13pm

მწარე რეალობა, არასდროს არ მომწონდა რაა ეს ყვითელი ავტობუსები :((

ლაშა: სექტემბერი 17, 2014||7:13pm

ეს რა ჭირი გვჭირს ტო :D 

თამუნა ჭყოიძე: სექტემბერი 17, 2014||11:45pm

პატარა ყვითელი მხეცუკები არიან. თუხთუხებენ და თუხთუხებენ :) :)

ლაშა: სექტემბერი 17, 2014||11:50pm

თამუნა სამაგიეროდ კარგი მასალაა საწერად ხომ ხედავ :) მუდამ აქტუალური :D 

nini: სექტემბერი 18, 2014||3:45pm

მოკლედ რა ხალხი ხართ, წერთ და წერთ :) ტან ისე, რომ მეც მომანდომეთ წერა :დ გაიხარეთ!!! :<3

თამუნა ჭყოიძე: სექტემბერი 19, 2014||12:02am

:) :) კარგია თუ წერის სურვილი გაქვს. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…

გაგრძელება

ადამთან საუბარი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…

გაგრძელება

მთავარსარდალი მთავარ ჯარზე და გალახული ოპოზიციონერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm 2 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და…

გაგრძელება

ევროპელებით თანდასწრებით განხილული პროპორციულობა ან ბევრი მაჟორიტარიზმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2019.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 დეკემბერი, 2019

      მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters