ომი ყარაბაღში, გადატრიალება ყირგიზეთში, კოვიდი სამშობლოში და საყვედური ევროპაში

      ქვეყნის შიგნით მთავარი ამბავია კორონა და ევროკავშირის შემოთვლილი საყვედურები მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს სამეზობლოში - ყარაბაღში ომი არ წყდება, სირია კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ყირგიზეთში გადატრიალებაა. საშინაო კოვიდ სტატისტიკას რაც შეეხება - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 9245, გამოჯანმრთელებული - 4887, გარდაცვლილი - 58. 1 დოლარი 3.2209 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 268 გამოჯანმრთელდა. იუსტიციის სახლთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში კორონავირუსზე ტესტირება სულ 988 პირს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 7 პირს დაუდასტურდა. 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა. მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - რეანიმაციაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი, თავისუფალი საწოლები 58-ს შეადგენს. კორონავირუსის გამო, „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული ე.წ. ოქროს ბირჟა დღეიდან ორი კვირით დაიხურა. კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან ერთი მცხეთის კოვიდ ცენტრში დაფიქსირდა. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. თენგიზ ცერცვაძე - დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. მინიმუმ დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, უფრო ზემოთ, არ ვიცი - ჯერ საკმარისი რესურსი გვაქვს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით სიკვდილიანობა არის 0.6%, რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალებას.

      სირიამ აფხაზეთი აღიარა - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

      არჩევნებამდე 25 დღეა - „ნაციონალური მოძრაობა" ფოთში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მამუკა ტუსკაძე - ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობები შექმნას, რომ მივიღოთ საარჩევნო მარათონი და არა საარჩევნო მუშტი-კრივი. კახა კუკავა - იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ პარლამენტში ძალთა თანაფარდობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მურუსიძე, ციხეში თუ არა, როგორც მინიმუმ სახლში გავუშვათ. დავით ბაქრაძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ თუ გვინდა წინსვლა, ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. დავით ბაქრაძე - ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი. დავით ბაქრაძე - „ოცნების“ ბიუჯეტი არის გაჭირვების, უმუშევრობის, სიღარიბის და კარგად მცხოვრები მთავრობის ბიუჯეტი. ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩუქონ რამე ქვეყანას, თავგამოდებით რომ გვლანძღავენ.

      თსუ-ს რექტორატი - არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნებს კანონიერი ძალა არ გააჩნია.

      აზარტული თამაშების რეგულაცია - ანა დოლიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ რეგულაციებს დაგვიანებულ, მაგრამ სწორად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად, შემოიტანა სწორი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების შეტანა და ეს მონაცემები გადამოწმდება ფინანსთა სამინისტროს მიერ. როდესაც იქნება დიდი მოძრაობა ანგარიშზე 3000 ლარის ზევით, ასეთი ანგარიში მოხვდება ფინანსთა სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ. ის, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური პირადობა, რეალური ტელეფონის ნომერი და ეს ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა აღირიცხებოდეს, ეს არის დაგვიანებული მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯი.

      ევროკავშირის საყვედური - ევროკავშირის განცხადება - საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანა ისე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეების საკითხზე მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და მათგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდებიან. რომან გოცირიძე - „ოცნებისთვის“ მთავარია სასამართლო კლანი თავს კომფორტულად გრძნობდეს - ეს სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს. რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას? გიორგი კახიანმა - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს ახლა რომ არ მიეღო, ამ მოწვევის პარლამენტი საერთოდ ვეღარ მიიღებდა. ეკა ბესელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებებზე - პარლამენტმა 4-წლიანი მუშაობა დაამთავრა ზუსტად ამ საბედისწერო კანონით და ევროკავშირის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თამარ კეკენაძე - ევროკავშირის შეფასება არის უპრეცედენტოდ მკაცრი და ცალსახა. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისია „გადააგდო“. ანა დოლიძე - ევროკავშირმა ზრდილობიანად მიგვითითა, რომ „ქართული ოცნება“ წვრილმან თაღლითობაში გამოიჭირა. ლევან კობერიძე - პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, „ოცნება“ მზადაა, სასამართლო კლანს ნებისმიერი „კაპრიზი“ შეუსრულოს. დავით ბაქრაძე - “ქართულმა ოცნებამ” არათუ არ გამოიყენა შესაძლებლობა, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო შექმნილიყო, არამედ პირიქით - უფრო გააღრმავა პრობლემა.

      „ნაჩუქარი“ იპოდრომი - კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ბოლო წლებში ძალიან ცუდი ტენდენცია იყო - რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები. ირაკლი აბესაძე - „ქართუ ჯგუფმა”, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს. „ნაცმოძრაობის“ წევრები დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს ფლობენ, ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ.

      მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გადაწყვიტა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოსცილებოდა, თუმცა „ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა“ და აპირებს ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

      ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საკითხზე გამოძიებაზე - საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკურია.

      25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 188 ადამიანი გარდაიცვალა. კრისტინ ლაგარდი - კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ევროზონის ეკონომიკური გაჯანსაღების გაჭიანურების რისკს ზრდის. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. დონალდ ტრამპი - ჩვენ ვისწავლეთ გრიპთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ვსწავლობთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს.

      საფრანგეთსა და იტალიაში ქარიშხალ „ალექსის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

      ომი ყარაბაღში - ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს მხარს ნებისმიერ საკითხში დაუჭერენ, ასეთი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა გახდეს. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - მშვიდობიანი მოსახლეობა აკრძალული კასეტური ბომბებისგან დაცული უნდა იყოს. მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - დაღუპულია 27 და დაშავებულია 141 მშვიდობიანი მოქალაქე. სომხეთის საელჩო საქართველოში - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანული მედია - თავდაცვის მინისტრმა არმიას მოწინააღმდეგის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების განკარგულება მისცა. მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ საქართველოს, უკრაინის, სირიასა და ერაყის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. დიდი ბრიტანეთი და კანადა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. პოლ სტრონსკი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - რუსეთის ჩართულობა პროცესში საქართველოს შესაძლებლობას უზღუდავს, რისი გაკეთებაც არ უნდა სცადოს საქართველომ, რუსეთი ეცდება, საშუალება არ მისცეს. პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი აზერბაიჯანს თუ კარგავს, კარგავს კავკასიას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი გარკვეულ სარტყელს შექმნის - რუსეთს არ სჭირდება ჩაერთოს ყარაბაღის კონფლიქტში.

      გადატრიალება ყირგიზეთში - ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა. ყირგიზეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს. ყირგიზეთის პრეზიდენტი - გარკვეულმა ძალებმა ხელისუფლების უკანონოდ მიტაცება სცადეს, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ძალოვნებს ვუბრძანე, ცეცხლი არ გაეხსნათ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 90

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters