ჭაღარა ძიძა ისევ ქსოვდა. მის გვერდით, მზით გამთბარ სკამზე კი პიტერი იჯდა და ხვრინავდა. რუხ კაბაში გამოწყობილი ძიძა თითებს დაუღალავად და მშვიდად ამოძრავებდა. მძინარეთა უფლებების დამცველს ჰგავდა.(დიდი ხანია ეს ასოციაცია არსებობს, რამეთუ მძნარეთა უფლებებს ვინმე ჰომ უნდა იცავდეს?!) ჰგავდა იმ ცისა და ხის ტოტებისაგან წარმოქმნილ მოჩვენებას, რომელიც შებინდებისას ტყის ფონზე მოჩანს...
მარტოსული, უცნობი მგზავრი ბილიკებზე დაძრწის, თელავს გვიმრებსა და კონიოს დიდ ფოთლებს. თავს სწევს და გზის დასალიერში უზარმაზარ სილუეტს ხედავს...
ალბათ, ათეისტია, თუმცა, ზოგჯერ საოცარი, არაამქვეყნიური აღტყინება ეუფლება(გასაოცარია რომ ასეთი შეგრძნენები კიდევ დარჩა სანამ უსულო საგნად გადაიქცეოდა...). ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არსებობს, რაც გვწამს. სურს, ნუგეში პოვოს. შვების განცდის სურვილი ეძალება. უნდა, გაექცეს ამ სუსტ, მდაბიო, მშიშარა ქალებსა და მამაკაცებს. რაკი შემიძლია, შევიცნო ის, მაშინ ის როგორღაც არსებობს. ის არსებობს, ფიქრობს ის. ბილიკზე მიაბიჯებს, ცასა და ხის ტოტებს გასცქერის და მათ ქალის სახეს ამჩნევს. გაოცებული უცქერის, როგორ მკაცრ, დიდებულ სახეს იღებენ. ნიავისაგან აშრიალებული მუქი ფოთლები ქვეყნიერებას უხვად ჰფენენ გულმოწყალებას, სიკეთეს, ურთიერთგაგებას, შენდობას. შრიალებენ,... იერი უქრებათ და თითქოს თავაშვებულ ღრეობაში ეშვებიან.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 10:16pm
0 კომენტარი
0 მოწონება
აქციებს ხალხი არ სწყალობს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტი გაურკვეველი შეზღუვების ან კიდევ უფრო გაურკვეველი ვითომ შემსუბუქების შესახებ. პარლამენტარები რეგლამენტსა და მანდატებზე საუბრობენ, პრემიერი კოვიდ ამბებს აფასებს და მეტი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 254822, გუშინ დილის შემდეგ - 1006; გამოჯანმრთელებული - 244446, გუშინ დილის შემდეგ - 1050; გარდაცვლილი - 3096, გუშინ…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
5 მოწონება
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია