დადებული რეკომენდაციები, მშვიდი არჩევნები, ჩანგრეული ხიდისთავი, ჩინეთთან ისტორიის კვეთა და ომის სურნელი

      სექტემბერიც ჩქაროსნული სისწრაფით გადის და ნიუსებიც გზადაგზა ეწევა მკითხველს. ახლა პრემიერის გამოსვლა მსოფლიო ლიდერებთან ისეთი იყო, ოპოზიცია და პოზიცია ყველა რომ აქებდა. მაგრამ დღესვე, ვენეციის კომისიის ახალი დასკვნა-რეკომენდაციები დაიდო და აგვიკეს კანონწერლებმა. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 სექტემბერი, 2017/

      დავბრუნდეთ ვენეციაში - თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მმართველმა გუნდმა დამატებითი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას დღეს ელოდებოდა. მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა. გია ხუხაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი დადგმული სპექტაკლებით. გიორგი კვირიკაშვილი - ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა. ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია” წარადგენს კვლევას, რამდენად გაითვალისწინა პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება. ირაკლი კობახიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებაზე უარის თქმის მთავარ გარემოებად „ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნას“ ასახელებს. ეკა ბესელია - ყველა განცხადება, რომ რაც ხდება კონსტიტუციაზე ძალადობაა, არის ძალიან უსამართლო. ”ფაქტ ჩეკი” - მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 23 რეკომენდაციიდან არა 20, არამედ 9 გაითვალისწინა. ზაზა ბიბილაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება უტიფრობითა და კომიკურობით გამოირჩევა. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითად არის შეფასებული. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით არის პროგრესული ნაბიჯი. ვენეციის კომისია - პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც არასაკვანძო საკითხებს ეხება. ვენეციის კომისია - ბონუსების სისტემა მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას ქვეყანაში. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს. ვენეციის კომისია - მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღებული ვალდებულება, 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აფიქსირებს შენიშვნებს, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით გააჩნდა. გიგა ბოკერია - ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ შეუძლებელია დაეწერა საკუთარი პოზიცია, რომ ძალიან დიდი დარტყმაა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება. ვენეციის კომისია - მისასალმებელია საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის ორი მესამედის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღება. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას აძლევს. ვენეციის კომისია - პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება სამწუხაროა, ხოლო გაუნაწილებელი ხმების გადანაწილების ბონუსურ სისტემაზე უარი უნდა ითქვას. ზაზა გაბუნია - ცრუ ერთობას კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტსა და ოპოზიციას ჰქონდა ხელოვნურად შექმნილი, წერტილი დაესვა. თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნაზე, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა. ასეც და ისეც - პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს

      ნიუსები საქართველოს პრემიერის მსოფლიო პოლიტიკური ვოიაჟებიდან - საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა. გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ში - ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან. პრემიერი გაერო-ს წევრებს - ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს. ბრიუსელში ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას. თედო ჯაფარიძე - გაერო-ში გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა იყო ამბავი ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელიც ჩვენმა პრემიერმა გაუზიარა მსოფლიო საზოგადოებას. მარიამ ჯაში - პრემიერ-მინისტრმა გაეროში უმაღლესი ტრიბუნა ყოვლისმომცველი ანგარიშისა და გზავნილებისთვის გამოიყენა. კახა იმნაძე - პრემიერ-მინისტრის გაერო-ში ვიზიტი გამორჩეულად მნიშვნელოვანი, საინტერესო და პროდუქტიული იყო. მიხეილ ჯანელიძე - ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ში პრემიერის გამოსვლაში ხაზი გაესვა, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. ალბათ მღეროდნენ? სოფო ქაცარავა - მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად აღიარეს ქვეყანაში მიღწეული პროგრესი, მათ ასევე ისაუბრეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანი - გაერო-ში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის სიტყვაში საქართველო მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით წარმოჩინდა. რატი იონათამიშვილი - პირველად მოხდა, რომ გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა შშმ პირთა მიმართ აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე - ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, გაერო-ში პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში სათანადოდ იყო ხაზგასმული. სხვა საერთაშორისო ამბები საქართველოს ჩართულობით - დავით ბაქრაძე - საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს.

      მშვიდი, თავისუფალი და წყნარი არჩევნებისთვის - გიორგი მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 2017 წლის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას სათანადოდ უზრუნველვყოფთ. ნინო გვენეტაძე - საარჩევნო დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ფართოდ იქნება გაშუქებული. მერების პრიორიტეტები და გამოსვლები წინასაარჩევნოდ - ალეკო ელისაშვილი - ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. „შენების მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი ლეილა მამედოვა იქნება. ქუთაისში 10 კანდიდატი ეცდება მამაქალაქის მერი გახდეს. მაია ბითაძე - მდინარე მტკვარს სათანადო ყურადღება დაეთმობა, რომელიც ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი ქალაქი.

      აღმშენებლობის კრახი - ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. გლდანის გამგებელი - ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება გამოიწვია. ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის ჩანგრევის გამო მოძრაობა გადაკეტილია. ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის ჩანგრევასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის 1000-მილიმეტრიანი მილიც დაზიანდა. ზაჰესის ხიდის მშენებლობა, 4 თვის წინ დასრულდა და 3 999 999 ლარი დაჯდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელი - ზაჰესის ხიდთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე დაიწყება. დავით ნარმანია - ზაჰესის ხიდს პრობლემა არ შექმნია, მაღალი წნევის წყლის მილი გასკდა და ხიდთან შესასვლელი გზა დააზიანა. ზაჰესის ხიდის მისასვლელთან მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, ვაკე-საბურთალოს გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდა. დავით ნარმანია - ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის დაზიანების შედეგად გამოწვეულ ზარალს მთლიანად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აანაზღაურებს.

      ეპითეტები გამომელია რუსეთის ქმედებების შესაფასებლად. - ირაკლი კობახიძე ერედვში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე - აშკარად სახეზეა აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია. გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის დაფინანსებით ერედვში ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას ისახავს მიზნად.

      საუკეთესო ისტორია ჩინეთთან - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - დღეს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა მისი ისტორიის საუკეთესო პერიოდშია. კორპორაცია „იჩას ჯგუფი“, რომელსაც წალენჯიხაში ჩაის პლანტაცია აქვს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. ჩინეთის ელჩი - თუ საქართველოში სასათბურე მეურნეობების გავრცელება მოხდება, მომავალში ქართული აგროპროდუქტების ჩინეთში ექსპორტი იქნება შესაძლებელი.

      არაკვალიფიციური კვლევებიდან - მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს.

      ჯიუტი ხელისუფლება - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო, საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა.

      ნდობის ჯგუფი - ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის ნდობის ჯგუფის დროულ შექმნას ითხოვს.

      დაკითხვების მოთხოვნა - გიორგი ანდრიაძე პროკურატურისგან კახა კოჟორიძის დაკითხვას ითხოვს.

      დაკავებებიც აქვე ჩავრთოთ - ფოთის საკრებულოს წევრი უაქციზო სიგარეტის გადატანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. საგამოძიებო სამსახური უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირის, მათ შორის ფოთის საკრებულოს წევრის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა.

      ადვოკატი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს მეუფეს - მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება.

      თუ არ იტყუებიან, მშვენიერი პერსპექტივაა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია.

      ნიქოზელებს - სოფელ ნიქოზში „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება.

საზღვარგარეთულები:

      ამბები სადაც ამერიკა ფიგურირებს - გრძელდება კორეის სანქცირება - დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. რექს ტილერსონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. უკრაინა ტრამპის გვერდით - პეტრო პოროშენკო - დონალდ ტრამპმა გაერო-ს მისიის აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსებას მხარი დაუჭირა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართა.

      რუსეთი აფხაზეთში ხელებს აფათურებს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქონების პირველი პარტია გადასცა.

      კონტინენტ-სახელმწიფოს სანქციებიდან - ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გაახანგრძლივა.

      მაინც წყნარი ოკეანეაო და ავახმაურებო - ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბი გამოსცადოს.

      მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა და ამის ფონზე, დღეს, მექსიკაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

      ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კატალონიაში მომხდარ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

      სარაკეტო პოტენციალის გაძლიერება - ირანის პრეზიდენტი - თეირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას აპირებს. ირანული მედია - ირანმა 2000 კილომეტრი სიშორის ბალისტიკური რაკეტები წარმოადგინა.

      ლვოვის სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა.

      სტამბოლში ორი სირიელი ჟურნალისტი მოკლეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 169

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters