სიუჟეტი „დეტექტიურია“: თბილისში, მშრალ ხიდზე მკვლელობა ხდება. მოკლული საბავშვო წიგნების ცნობილი ილუსტრატორია. იმდენად, რამდენადაც მკვლელობა შემოდგომაზე მოხდა, ხიდზე ძალიან ბევრი ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტი იყო. გამომძიებელი ფიქრობს, რომ მკვლელის პოვნაში ხიდზე იმ დღეს გადაღებული ფოტოები დაეხმარება. ამიტომ ის ინტერნეტში აქვეყნებს თხოვნას, გაუგზავნონ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ რიცხვში მშრალ ხიდზე გადაღებული ფოტოები. თხოვნის მიზეზად პოსტავანგარდისტულ აქციას ასახელებს, თითქოს სურს, პოლ ოსტერის სცენარის მიხედვით გადაღებული „Smoke“-ის ერთ-ერთი პერსონაჟის (ჰარვი კეიტელი) მსგავსად, ხიდის ისტორიის ერთი მომენტის სრული სინქრონული ალბომი შეადგინოს (განსხვავება კეიტელის პერსონაჟისგან ის არის, რომ smoke-ის პერსონაჟი ფოტოკამერის ერთი რაკურსის დიაქრონულ ისტორიას ადგენს). გამომძიებელი ფოტოების ავტორებს ამ გაბედული პროექტის თანაავტორობას სთავაზობს. თხოვნის პასუხად მას 900-მდე ფოტოს გამოუგზავნიან. ბოლოს ვნახავთ, რომ სულ არ არის შემთხვევითი ტექსტში „ავტორის“ და „ავტორობის“ ხშირი გამოყენება – როგორც სიტყვებისა და როგორც სიუჟეტური ელემენტის.

საფიქრებელია, ეს იმ იშვიათ წიგნთაგანია, სადაც „ინტერნეტი“, როგორც თხრობის ინსტრუმენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამომძიებელი სწორედ „ინტერნეტის“ მეშვეობით იწყებს ფოტოების ძიებას და თავის კოლეგებსაც ხშირად ამ გზით ესაუბრება.

ამ 900 ფოტოდან გამომძიებელი შეარჩევს 300-ს, რომლებიც იმ 5 წუთშია გადაღებული, როდესაც, როგორც ეს ექსპერტიზის და წინასწარი საგამოძიებო მუშაობის შედეგად დადგინდა, მკვლელობა მოხდა.

აქ იწყება დეტექტივის ყველაზე საინტერესო ნაწილი: ბევრ სურათზე აშკარად ჩანს ერთი პერსონა, რომელიც საეჭვო მდგომარეობებშია დაფიქსირებული: ხან ბოძს ეფარება, ხან თავს აჩვენებს, რომ გასაყიდ სუვენირებს ათვალიერებს, ხანაც გულის ჯიბეში ხელშეყოფილი სადღაც მიიჩქარის.

საინტერესო კი ის არის, რომ ამ პერსონას გამომძიებელი ჯიუტად ვერ ამჩნევს. ის აწყობს დისკუსიას კოლეგებთან, ხვდება ფოტოების ავტორებიდან ზოგიერთს, მაგრამ არსად არ ახსენებს იმ უცნაურ პერსონას, რომელიც თითქმის ყველა სურათზეა აღბეჭდილი. ასე გრძელდება დაახლოებით მე-100 გვერდამდე. მე-100 გვერდზე ერთ-ერთი პერსონაჟი გამომძიებელს აღწერს. მკითხველი ხვდება, რომ ის უცნობი და საეჭვო პერსონა, რომელიც მე-100 გვერდამდე ხვდებოდა ფოტოებზე, სწორედ გამომძიებელია. მკითხველს უჩნდება ეჭვი, მკვლელი თვითონ გამომძიებელია და საკუთარი თავის ფოტოებზე არშემჩნევით ცდილობს, დამალოს კვალი. ეს ეჭვი მკითხველს უმყარდება, როდესაც ერთ-ერთ ფოტოგადამღებთან სტუმრობისას გამომძიებელს მასპინძელი თითქოს იცნობს და კედლიდან ჩამოხსნილი ხანჯლით ცდილობს გაუმკლავდეს. ორთაბრძოლაში მასპინძელი კვდება.

პოლიცია იწყებს ამ შემთხვევითი მკვლელობის გამოძიებას: ძიების პროცესში გამომძიებელს ჯერ გამოძიების უფლებას ართმევენ, ხოლო შემდეგ აპატიმრებენ. მეორე დილას გამომძიებელს ჩამომხრჩვალს პოულობენ საკანში. ექსპერტიზა ასკვნის, რომ მან თავი მოიკლა. საქმე იხურება – გამომძიებლის დანაშაული მშრალ ხიდზე ჩადენილ მკვლელობაში უტყუარია. მოტივი, როგორც საბოლოოდ ასკვნიან, სიყვარული და ეჭვიანობა.

მაგრამ როდესაც მკითხველი ბოლო გვერდს გადაშლის, ის წააწყდება ფოტოების კოლაჟს: წიგნში გაფანტული ფოტოების ნაკრებს, ოღონდ ბევრად მცირე ზომისას. თუკი კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ის ფოტოებია, სადაც გამომძიებლის ფიგურა უნდა ჩანდეს. არადა, თუკი გამადიდებელ შუშას მოიმარჯვებთ, აღმოაჩენთ, რომ ამ ფოტოებზე გამომძიებლის ფიგურა აღარ არის.

„სინამდვილეში“ გამოძიება აქ იწყება. მკითხველი იწყებს ფიქრს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური ფინალი. ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, თქვენ ხვდებით, რომ ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრისა არის ის, რომ გამომძიებლის დანაშაულის ფაბრიკაცია მოხდა: თუკი თვალს თავიდან გადაავლებთ ტექსტს, ნახავთ, რომ ის ამ „ახალი“ სურათების (ანუ, გამომძიებლის ფიგურის გარეშე) შესაბამისია და არანაირი წინააღმდეგობა წიგნში აღწერილ გამომძიებლის მოქმედებასა და წიგნის ბოლო გვერდზე განლაგებულ კოლაჟში მოქცეულ სურათებს შორის არ არის. ბუნებრივია, ეს წიგნი ასეა ჩაფიქრებული. როგორც ვიცი, ეს ერთადერთი დეტექტივია, რომელიც სცდება წიგნის ფურცლებს, გადმოდის ჩვენს სამყაროში და მოგვიწოდებს, მკვლელობების დამგეგმავი და ჩამდენი წიგნის გარეთ ვეძებოთ.

ვფიქრობ, რომ ეს პირველი დეტექტივია, სადაც აშკარადაა მითითებული, რომ მკვლელი ავტორია. ცხადია, რომ ყველა დეტექტივის შემთხვევაში ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ მხოლოდ „ხიდისა და ფოტოკამერის შესახებ“ გვეუბნება ამას ღიად და წიგნში მომხდარ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას ავტორს აკისრებს. ვანო ზარადაშვილი პირველი ავტორია, რომელიც დეტექტივის ავტორების მორალურ (ჩვენს სამყაროში) და სამართლებრივ (დეტექტივის ავტორების მიერ შექმნილ სამყაროში) პასუხისმგებლობაზე მიგვითითებს და ამ ფაქტს დეტექტიურ სიუჟეტს უდებს საფუძვლად.

თუკი სინამდვილესთან ახლოა ის თეორია, XIII საუკუნეში მცხოვრებ ბერს, პეტრე მთაწმინდელს რომ მიეწერება, რომლის მიხედვითაც ყველა შესაძლო სამყარო არსებობს, მაშინ ყველა დეტექტივის ავტორს პასუხი მოეთხოვება იმ მკვლელობებზე, რომლებიც მათ თავიანთ წიგნებში, თავიანთ შექმნილ სამყაროში ჩაიდინეს.

დეტექტიური ჟანრის განვითარებისათვის რამდენად პროდუქტიულია, დეტექტივების ავტორებს მორალური თვალით რომ შევხედოთ. თუმცა, „ფოტოდეტექტივი“ ნამდვილად გამორჩეულია თავის ჟანრში და ნაბიჯია ახალი მიმართულებით, მაგრამ, ვშიშობ, ეს ნაბიჯი გადადგმისთანავე კედელს მიებჯინა.

ამასთან, ისიც ხომ ცხადია, რომ ავტორები საკუთარ წიგნებში სჯიან და განაგებენ. შესაბამისად, ამ წიგნებში მოქცეული სამყაროს ყველა უბედურება, ბავშვის ყველა ცრემლი მათ კისერზეა. მით უმეტეს, თუკი ჩვენ გარშემო განფენილ უსასრულობაში მართლაც არის თუნდაც ერთი წერტილი, სადაც დეტექტივების ავტორების შექმნილი სამყაროები არსებობს.

ნახვა: 137

ტეგები: blog, detective, post, qwelly, ბლოგი, დეტექტივი, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters