ღმერთო ნუ მომწყვეტ იმ ველებს
რაც მიზომია მისხლითა.
ნუ დამახვედრებ ჭიუხებს
წარბებ შანაყარს რისხვითა.

ოღონდაც ნუ მამანატრებ
ქედებს დაფარულს ნისლითა.
სხვა რაც გეწადოს დამმართე
სასჯელს შავხვდები ლხინითა.

თუმცა კი ვიცი ღირსი ვარ
მთისგან ვიღებდე წყრომასა.
წამოველ გამოვერიდე
სხვაგან ვეწევი შრომასა.

გონჯი რამ ამბებ ჩამამდის
დაცლილა მთელი ხეობა.
არსაით კაცი არ სჩანსო,
აღარც ის ძველი ერობა.

სუყველა გადაკარგულა
სხვაგან დაეძებს ხსნასაო.
დღეობებზეც კი აღარ ჰყავს
მომლოცველები ხატსაო.

დადუმებულა სახლები
აღარვინ იღებს ხმასაო.
თუ ქარი გააჭრიალებს
ხანდახან ბოსლის კარსაო.

მჯერა ეს მალე მორჩება
დრო მოხსნის გულზე ლოდებსა.
კაცი აბა რის კაცია
იმედიც აღარ ჰქონდესა.

ბევრი რამ ისე არ არის
როგორც ეს თვალით ჩანსაო.
ღმერთის მაქვს დიდი იმედი
არ მიანებებს თავსაო.

მოწყალებას არ მოაკლებს,
არ დაუბნელებს ცასაო.
სუყველა წასულს ხევისკენ
შამაუბრუნებს გზასაო.

ნახვა: 118

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, გონჯი, მთა, სოფელი, ხეობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამართლის ქართული სამსჯავრო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      ახალი დღე მოსამართლის კანდიდატს მიეძღვნა. ძირისძირობამდე გამოიკითხა, დაიკითხა, განიკითხა და ისე დატოვა პარლამენტი. ამას გარდა პრეზიდენტის მოწყალების ამბავიც არ ტოვებს…

გაგრძელება

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters