ქუჩა ხალხით იყო სავსე. გამვლელები წინ ეღობებოდნენ. პიერს ქალი თვალთახედვიდან ეკარგებოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ. ქალი შებრუნდა. სახე წამოენთო. დამცინავი მზერა ჰქონდა. პიერი გაბედული და უშიშარი ავანტიურისტი იყო (ინდოეთიდან გუშინ ჩამოვიდა). რომანტიკული, მეოცნებე მეკობრე. ყურადღებას არ აქცევდა ვიტრინაში გამოფენილ წყეულ ნივთებს: ყვითელ პენუარებს, ჩიბუხებს, ანკესებს. არაფრად აგდებდა ამ გადაპრანჭულ, პატივსაცემ წვეულებებს, თეთრ ჰალსტუხებსა და ჟილეტებში გამოწყობილ მოხუცებს. ის მამაცი მეკობრე იყო. ქალი პიკადილის მიუყვებოდა. რიჯენტ-სტრიტზე შეუხვია. მისი მოსასხამი, ხელთათმანები, მაქმანები, მხრები, ტანსაცმლის ფოჩები, ბეწვიანი შარფი მაღაზიის ვიტრინაში ირეკლებოდა. ეტყობოდა, რომ მდიდარი, დახვეწილი, ახირებული ქალი იყო და ფუფუნებაში ცხოვრობდა. ჰგავდა იმ ლამპის შუქს, რომელიც ღამით დაფარფატებს და ღობეებს მიღმა, წყვდიადში ინთქმება.
   მომხიბლავმა, მოღიმარმა ქალმა ოქსფორდ-სტრიტი და გრეით-პორტლენდი გადაკვეთა და პატარა ქუჩაზე შეუხვია. დიდებული წამი ახლოვდებოდა. მან ნაბიჯი შეანელა, ჩანთა გახსნა, მისკენ გამოიხედა, მაგრამ არ შეხედა. თითქოს მზერით ემშვიდობებოდა. თითქოს ვითარებას აფასებდა. მან სამუდამოდ გაიმარჯვა. ქალმა გასაღები საკეტს მოარგო, კარი შეაღო და თვალს მიეფარა! პიერს ელისას ხმა ისევ ჩაესმოდა: ყველაფერი დასრულდა.

ნახვა: 214

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

ლაშა: აპრილი 5, 2016||7:02pm
არ მგონია ასე ადვილად დაუსხლტეს პიერს. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters