არჩევნების შედეგები და პოსტსაარჩევნო გამოსვლები, მედალოსანი ძალოსნები და მსოფლიო ხაზი

      არჩევნების თემა საპრეზიდენტომდე მოიცდის ანუ 2018 წლამდე ამ მხრივ სიმშვიდე გველის. 21 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში თბილისის მერ გახდა კახა კალაძე. რეგიონების უმრალესობაში, თვითმმართველობა ქართულ ოცნებას ერგო, ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ა.შ. ამინდებიც სასიამოვნო გამოვიდა, ფაროსანებს კი არჩევნები არც ადარდებთო. ასე თუ ისე,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ოქტომბერი, 2017/

      აგერ უკვე ორდღეგავილზე პოსტსაარჩევნო შეფასებები და გამოსვლებიც ისმის - კახა კალაძე - ვისაც აქვს იდეები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის - ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არა მტრები. ყველა უბნის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,12 %-ით პირველ ადგილზე კახა კალაძე, 17,49 %-ით მეორეზე კი - ალეკო ელისაშვილი გავიდა. კახა კალაძე - ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში. ზაალ უდუმაშვილი - მეეჭვება, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის შესახებ კახა კალაძის განცხადება გულწრფელია. ეუთოს სადამკვირვებლო მისია - ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის. OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, კენჭისყრიმ დღემ მოწესრიგებულ ვითარებაში ჩაიარა. NDI - სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კახა კალაძე - არ მსიამოვნებს როდესაც ვინმეზე ამბობენ - ძალიან კარგი მსახიობი ან მომღერალია, მაგრამ მიშას ემხრობოდაო. გიორგი ვაშაძე - ვისაც გაერთიანებისკენ მოვუწოდებდი, ყველა ამბობდა, მეორე ტურში რომ გადავა არჩევნები, მერე გავერთიანდეთო, სად არის ეს მეორე ტური?”. ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა. დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. გიორგი მარგველაშვილი - არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს. OSCE/ODIHR -ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა და დაკვირვება, ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია. ნინო ბურჯანაძე - OSCE/ODIHR-ის დასკვნა უკვე ასახავს, როგორი არჩევნებიც ჩატარდა. ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილმა და გიგა ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს. პერ ეკლუნდი - იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში. იტალიური მედია კახა კალაძის გამარჯვებაზე - "თამაში, რომელშიც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა". რუსთავის საკრებულოში ხუთი პარტიის წარმომადგენელი შევიდა. გია ხუხაშვილი - კახა კალაძეს აქვს შანსი ჩამოყალიბდეს ლიდერად, დღეის მდგომარეობით კი ძალიან შორს არის ლიდერობისგან. გია ჟორჟოლიანი - თიანეთის მერის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვებია დარჩენილი და ვფიქრობ, რომ პასუხები უნდა გაეცეს. გია ჟორჟოლიანი - მთლიანობაში ეს არჩევნები ჩატარდა ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით, რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოში. ირაკლი ლექვინაძე - კახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე კონსულტაციები გვქონდა, თუმცა მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა. რამაზ საყვარელიძე - უნდა დადგეს საკითხი, რომ სახლში წავიდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ. რამაზ საყვარელიძე - ალეკო ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიების მიმართ კრიტიკულია, უბრალოდ ეს ჯერ შედეგში ვერ ვლინდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ჩამოთვლილია ყველა ის სერიოზული დარღვევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ვახტანგ ძაბირაძე - კახა კალაძე არ იქნება ისეთი ნელი, როგორიც იყო დავით ნარმანია. თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს. აშშ-ს საელჩო - ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით. ირაკლი ხმალაძე - კახა კალაძის გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის. მაია ბითაძე - მერიაში მუშაობის შემთხვევაში ჩემი ერთ-ერთი მიმართულება, სავარაუდოდ, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება იქნება. კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. კახა კალაძე - მერიაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები იქნება. ნიკა მელია - საკრებულოში შესვლაზე უარი არ განიხილება - იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, საკრებულო თუ მშვიდობიანი მანიფესტაცია, ”ნაცმოძრაობა” იბრძოლებს ბოლომდე. ფოთის საკრებულოში შვიდი პარტიის წარმომადგენელი შევიდა. თამაზ მეჭიაური არჩევნებში მიღებული ხმების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ლელა ქიტესაშვილი - თამაზ მეჭიაური უკვე ორი დღეა ატყუებს საზოგადოებას. თამაზ მეჭიაური - 1 ხმით გავიმარჯვე, მაგრამ ეს საკმარისად ჩავთვალე, რადგან გამარჯვება არის გამარჯვება. ირაკლი კობახიძე - ყველას ვურჩევ, თუ არსებობს ეჭვი თიანეთში ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს. ნინო ბურჯანაძე - საკმაოდ ბევრი დოკუმენტია, სადაც ჩანს, როგორ ყალბდება არჩევნები. ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვქონდა ამბიცია, რომ ყველგან მაინცდამაინც პირველ ტურში მოგვეგო არჩევნები. ქუთაისის საკრებულოში სამი პარტია მოხვდა. ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია. გიორგი ვოლსკი - სამართლებრივი გზა უნდა მოიძებნოს, რომ თამაზ მეჭიაური და მისი ამომრჩევლები ობიექტურობაში დარწმუნდნენ. არანაირი მერე ტურებიო - ”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ”ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილების მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც გაიმართება. ნიკა მელია სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადონ. ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, საიდანაც შეძლებს მმართველ პარტიას დისკომფორტი შეუქმნას. სალომე სამადაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო.

      შავი ფული არჩევნებში - ირაკლი კობახიძე - რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა.

      დაკატეგორიებული ხანძარი - კომისიამ ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალი ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით დაადგინა.

      უაქტივისტო უბნები - ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო უბნის გარკვეულ რადიუსში აქტივისტების ყოფნას აკრძალავს.

      ბრიტანელები და ჩვენ - საქართველოს საგარეო უწყებამ და გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმეს.

      მედალოსანი ძალოსნები - ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს.

      იაფი მფრინავი ანონსში - თბილისის აეროპორტიდან ფრენებს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს

      სამეგრელოში ბიოტბორის მოდელი შეიქმნა.

საზღვარგარეთულები:

      არჩევნები იყო სლოვენიაშიც, მაგრამ სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

      არჩევნების თემა ისმის არგენტინიდანაც - არგენტინის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.

      გამოუშვით ეგ კაცი აქეთ - თურქეთის იუსტიციის მინისტრი - აშშ-სგან გიულენის ექსტრადიციას ველოდებით. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამბობენ, რომ აშშ დემოკრატიის აკვანია, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს.

      დათმე ბოევიკები ამერიკული მოწოდებაა - რექს ტილერსონმა ირანს ერაყიდან საკუთარი „ბოევიკების“ გაყვანისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის დახმარება არ სჭირდება.

      ორ დღეში გაბოროტდა? - ზიმბაბვეს პრეზიდენტს ორი დღის წინ მინიჭებული „კეთილი ნების ელჩის“ სტატუსი ჩამოერთვა

      კატალონიის მთავრობის წარმომადგენელი - ევროკავშირი ნდობას დაკარგავს, თუ მადრიდს ავტონომიის პირდაპირი ხელმძღვანელობის შესაძლებლობას მისცემს. მარგარიტის სხინასი - კატალონიაში პირდაპირი ხელმძღვანელობის შემოღება ოფიციალური მადრიდის კონსტიტუციური უფლებაა. El Pais - კატალონიის პარლამენტმა 26 ოქტომბრის სხდომაზე შესაძლოა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.

      ნუ ადეპორტებთ ქართველებს - მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაციის გამო, უკრაინის პროკურატურაში განცხადება შეიტანა

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 210

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters