მემფისში (ტენესი) გამოჩენილი საზოგადოების (1824 წელს ზუსტად ამ ქალაქში ჯოჯრ ბერკლის ჩამოყალიბებული საზოგადოება დაიბადა) (შესაძლოა ახალი მცდელობაც მიბაძვა იყოს) წევრები, და მათ რიგებში მყოფი ოსტატები ახალი ქვეყნის შექმნის იდეას აყენებენ (ამერიკაში ახალი ქვეყნის შექმნის იდეა მხოლოდ "გენიოს" თუ მოუვა) პროექტი მეტისმეტად თავმდაბლური აღმოჩნდა (ასე განმარტა მისმა შესაძლო დამფინანსებელმა(რა თქმა უნდა ირონიულად)და საბოლო სიტყვაც თქვა,  ქვეყანა კიარა პლანეტა უნდა გამოიგონოთო ) მართლაც რა უდგას წინ ამ პლანეტის გამოგონებას, მაგრამ საიდუმლოდ რომ უნდა დარჩეს ესეც ფაქტია, მსოფლიო მმართველობისგან დაღლილ (ფეოდალიზმი, სოციალიზმი, კაპიტალიზმი...)  - როგორ არ შეეძლო მოეხიბლა და დაეჰიპნოტიზებინა კაცობრიობა. როგორ არ დამორჩილებოდა მსოფლიო ტლონის(ბორხესის მიერ აღწერილი ტლონი) ძალმოსილებას? როგორ არ დანებებოდა მოწესრიგებული პლანეტის ვრცელ და საგულდაგულოდ დაზუსტებულ სიცხადეს? მოწესრიგებულ და დალაგებულ ქვეყანას ყველა ესწრაფვის, იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება რომ გარემომცველი რეალობა არც ისე მოწესრიგებულია, რა მოხდება მათ თუ დავალაგებთ, გვსურს მაგრამ ჯერ ეს არ მომხადარა არასდროს, ალბათ ვინმემ უნდა მოგვიწესრიგოს, რა არის ადამიანის გონების მაქსიმუმი? შეიძლება შექმნას ლაბირინთი, ადამიანის ხელით შექმნილი ლაბირინთი, რათა ისევ და ისევ ადამიანებმა გაშიფრონ, და ადიდონ შემქმნელი ან შემქმნელები, ჭადრაკის დიდოსტატებს არასდროს ბეზრდებათ ახალის მოგონება, თუ ეს წარმოდგენები მართალია მაშინ რამდენიმე ათწლეულში დიდი ენები გაქრებიან, სხვა უფრო ახალი ენა განაგრძობს ახალი ისტორიის და რეალობის გამაგრებას, საინტერესოა რა შეუწყობს ამ ყველაფერს ხელს, სელფის თაობა თუ აიფონის.

ნახვა: 176

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გამოგონება, პოსტი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters