შესავალს გავაკეთებ, ეს ეძღვნება მას, ვინც უკვე გვერდში აღარ მყავს. აქ კი სრულიად გულახდილი ვარ და ყველაფერი სიმართლეა, ასე ძლიერ არავინ მყვარებია ალბათ....

   ვინ იცის ამ წერილს მერამდენედ ვწერ. ვინ იცის, რამდენჯერ დავწერე და უბრალოდ სიმარტოვის განცდის შემოტევისას დავხიე. ამ სევდის გაქარვება მინდა და უკვე აღარ ვიცი რა ხერხს მივმართო. ყველაფერი ვცადე, ვერთობოდი, ვთვრებოდი, სხვა გოგონებთან ვატარებდი დროს, მაგრამ არ მიშველა. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს შენ ჩემთან აღარ ხარ და ეს ჩემთვის ტრაგედიაცაა და კომედიაც. ოცნებებში დავიწყე ცხოვრება, წარსულში და შენი გახსენებით უფრო ტკივილს ვაყენებ ჩემს თავს. უკვე რეალობის აღქმაც კი მიჭირს, თუმცა ასე ცხოვრება ხანდახან მამშვიდებს კიდეც. როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ჩემთან ხარ და გელაპარაკები, როცა წარმოვიდგენ შენი ხელი ისევ მე მიჭირავს და ვეფერები, მაშინ მგონია რომ არც დამიკარგიხარ და ისევ ჩემთან ხარ.

   ვზივარ ახლა ჩემთვის, ერთ ხელში არყის ბოთლი მიჭირავს და მეორეში კალამი. ამ ბოლო დროს სმას მოვუმატე და შენზე წერას. ყვითელ, გახუნებულ ფურცლებზე სათქმელი უფრო მკვეთრი და სევდიანი გამომდის. ვსვავ, რადგან მთვრალი უკეთ ვერევი თავს, რომ შენზე ფიქრით არ გავგიჟდე. ჩემი გოგო იყავი, ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა და ჩემი საოცარი. უკვე მეგონა, რომ ჩემი ოცნება ამიხდა, რომ შენც მუდამ გეყვარებოდი, მაგრამ შევცდი. ოცნება გზაში დავკარგე და დღემდე ვეძებ, იმასაც ვხვდები რომ ტყუილად ვეძებ და ძებნას აზრი არ აქვს ან იქ ვეძებ, სადაც არასდროს ყოფილა. ის დღეები მახსენდება, უბედნიერესი წამები როდესაც შენთან ერთად ვსეირნობდი თბილისის ქუჩებში. ვიხსენებ დანახვისას, როგორ მიღიმოდი სანამ არ მომიახლოვდებოდი და მაგრად არ ჩამეხუტებოდი. ასე ვიყავით წუთი, ორი წუთი, სამი, ოთხი და მხოლოდ ერთმანეთის გულების ცემას ვისმენდით. დუმილს მხოლოდ მათი ფეთქვა არღვევდა, თან ისე ხმამაღლა ფეთქდა მეჩვენებოდა, რომ ირგვლივ ეს ყველას ესმოდა. ჩვენს გარშემო ხალხი მოძრაობდა, მაგრამ ვერ ვამჩნევდით თითქოს დრო გაჩერდა მხოლოდ ჩვენთვის.

   ვფიქრობ ჩვენი დაშორების მიზეზებზე და ვაანალიზებ, რომ შენი ღირსი არ ვიყავი. ძალიან მიყვარდი, მთელი არსებით, მთელი გულით და შენს გარდა სხვა არავინ ყოფილა, არც იქნებოდა შენ ჩემთან რომ ყოფილიყავი. ტყუილად არაფერი ხდება და მეც მგონია, რომ დავიმსახურე ის, რაც მოხდა. ჩემს ცხოვრებაში რომ გამოჩნდი და პირველად გითხარი სიტყვა „მიყვარხარ“ მაშინ ვიცოდი, რომ შენს გარდა სხვა არავინ შემიყვარდებოდა, ამას ვგრძნობდი აი აქ - მარცხნივ. ბედნიერების მოახლოება ვიგრძენი და არ ვაპირებდი შენს შორს გაშვებას, რადგან მხოლოდ ჩემი იყავი. ვფიქრობდი, რომ რადგან შემიყვარდი და შენც იგივე გრძნობით მიპასუხე ეს დავიმსახურე, რაღაც ისეთი გავაკეთე რისთვისაც დავიმსახურე, მაგრამ რა გავაკეთე ამას ვერ ვხვდებოდი და მაინც იმ აზრამდე მივდიოდი, რომ დაუმსახურებლად შემიყვარე. მივიღე ის, რაც მე არ მეკუთვნოდა.  შენ უფრო მეტს იმსახურებდი, ვიდრე ის რისი მოცემაც მე შემეძლო. რომ შემძლებოდა ყოველდღე რესტორანში დაგპატიჟებდი, ძვირფასი სამკაულებითა და საჩუქრებით გაგანებივრებდი, პლაჟზე, მზის შუაგულში გავირუჯებოდით და ვილაპარაკებდით ჩვენს სამომავლო გეგმებზე, იმაზე თუ როგორ გავატარებდით ხვალინდელ დღეს და რას გავაკეთებდით ქორწილის შემდეგ. მთელ ქვეყანას მოგატარებდი და წამით არ მოგცილდებოდი გვერდიდან. ერთად ვინებივრებდით და ყოველი ჩვენი თვალების შეხვედრისას ერთმანეთს მივუხვდებოდით თუ რა გვინდოდა, რა გვჭირდებოდა. უსიტყვოდ, მხოლოდ გულის ძგერით გავიგებდით ერთმანეთის ტკივილს, სიხარულს, სევდას, განცვიფრებას, აღფრთოვანებას. ამის ნაცვლად რა გავაკეთე? არაფერი. რამდენჯერმე წაგიყვანე, კაფეში ვისადილეთ, გჩუქნიდი არც ისე ძვირიან საჩუქრებს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფას რამეებს. (ხომ ამბობენ, მთავარია გულით ჩუქნი და ფასს მნიშვნელობა არ აქვსო) სიყვარულს ხომ ფულით ვერ იყიდი, მაგრამ მაინც მქონდა უხერხულობის განცდა, მაინც მინდოდა შენთვის მეტი გამეკეთებინა და არა მხოლოდ ჩემი ნაჯღაბნებით მესიამოვნებინე. გაგიჟებით მიყვარდი და ამ სიყვარულმა ლექსების წერა დამაწყებინა. გაგიჟებული ვიყავი, შენს გარდა არავისზე ვფიქრობდი, შენს გარდა არაფერი მახარებდა. არ შემეძლო მე იმაზე მეტის მოცემა, ვიდრე ეს ჩემი გაცვეთილი ლექსები იყო სიყვარულზე და შენს სილამაზეზე დაწერილი. მე ხომ ერთი უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თავისი გრძნობები ფურცლებზე გადააქვს და რითმებით ალამაზებს. იმაზე მეტს ვერ მოგცემდი, რაც არ მქონდა. მე გაძლევდი ყველაზე მთავარს - სიყვარულს, მაგრამ შეიძლება ეს შენთვის არ იყო საკმარისი.

   ყველაფერი მახსოვს. ის ხუთი თვე, რაც ერთად ვიყავით ჩემთვის უძვირფასესი დრო იყო და არ ვნანობ იქიდან არც-ერთ წუთს, არც ერთ წამს. არც იმას ვნატრობ, რომ დრო დაბრუნდეს უკან, ნეტავ შენ დაბრუნდე ჩემთან. მაგრამ რომ დაბრუნდე ალბათ ის ეშხი დაეკარგება შენს მიმართ გრძნობას რაც გამაჩნია. ვფიქრობ, რომ ასე უმჯობესიცაა, რადგან რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რომ მიყვარდი და შენს დაკარგვას ვნანობ. მით უფრო ვხვდები, რომ აღარ დაბრუნდები და ეს სევდას მგვრის. ცხოვრებაში ძვირფასი რაც გამაჩნდა ეს შენ იყავი და ისიც ვერ შეგინარჩუნე. თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, მინდოდა აღარ გამხსენებოდი და ისე ვერ ვაზროვნებდი, როგორც საჭირო იყო. საღად მოაზროვნე კაცი თავის მოკვლაზე არ იფიქრებდა. მე ყველაფერი მოგეცი, შენთვის კი არაფერი ყოფილა. ან შეიძლება იყო და მერე ამას აღარ ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა. სხვა შემთხვევაში არ მიმატოვებდი, ასე არ მომექცეოდი. მე ხომ ამას არ ვიმსახურებდი, ხანდახან კი ვფიქრობ რომ ეს სრულიად დამსახურებული იყო. ვფიქრობ იმაზე თუ რა მოხდა იმ ხუთი თვის განმავლობაში ისეთი, რა არ გავაკეთე სწორად, მაგრამ ეს ფუჭი დროის კარგვაა. პასუხს ვერ მივაგნებ. მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდოდა, მეტი არაფერი.

   ჩემთვის უკვე გამოცანად იქცა, რომ არ გამეცანი რა მოხდებოდა? რომ არ შემხვედროდი საერთოდ ალბათ ლექსების წერას არ დავიწყებდი, არ მექნებოდა ოცნება გავმხდარიყავი მწერალი და ვიქნებოდი ახლა უბრალო სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა მიზანი გამხდარიყო ბიზნესმენი და ბანკში დაეწყო მუშაობა. ეს ხომ პრიმიტიული რამაა და ეს კარგად დავინახე, როცა შეგხვდი. მთლიანად შემცვალე, სამუდამოდ.

   არყის ბოთლს ხელს არ ვუშვებ, შენ ახლა უფრო ახლოს ხარ ჩემთან ვიდრე ოდესმე. შენს სუნთქვას ისევ ვგრძნობ, შენი გულისცემა მესმის. ჩემს წინ გხედავ, შენს საოცარ ლამაზ თვალებს და ვნებიან ტუჩებს ისევ შეუძლიათ ის გრძნობა გამახსენონ, რაც შენს მიმართ მქონდა. ეს შეიძლება სიგიჟედაც ჩამითვალო, მაგრამ შენ მაინც ჩემთან ხარ, ჩემს გულში ხარ ისევ. გახსოვს, რომ გეუბნებოდი ჩემს გულში სასახლეს მიშენებ - მეთქი? ბოლომდე ვერ ააშენე, მაგრამ რაც ააშენე არ დანგრეულა და კიდევ წლები გაუძლებს. საქმე ბოლომდე არ მიიყვანე, მაგრამ იმდენი ააშენე რომ მყოფნის თუნდაც გასახსენებლად და შენს მოსანატრებლად. როცა ცუდად ვარ, წარმოვიდგენ ხოლმე როგორ აშენებ კვლავ სასახლეს შენი პაწაწუნა თითებით და მე კი შორიდან გიყურებ, ვუცქერ იმ სილამაზეს და ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ახლა მაინც აღარსად წახვალ, მუდამ ჩემთან დარჩები, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს.  იმ დღიდან რაც მშენებლობა მიატოვე ერთი აგური, პატარა კენჭიც კი არ ჩამოვარდნია ჩვენს სასახლეს. ისე ოსტატურად აგებდი და ამაგრებდი, რომ ეპოქებსაც გაუძლებს. როცა ბოლო გზაზე გამაცილებენ მაშინაც იარსებებს ის სასახლე, თუ გამკვეთავენ საოცრებას აღმოაჩენენ მარცხნივ, ჩემს გულში.

   „სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია“.  არ ვიცი შენც იმავეს გრძნობ კიდე ჩემს მიმართ თუ უკვე დამივიწყე, მიუხედავად იმ წერილისა სადაც მწერდი, რომ აღარ გიყვარდი. არა მგონია ეს სიმართლე ყოფილიყო, უბრალოდ გინდოდა რომ თავი დაგეჯერებინა ამაში და მეც ამ სიტყვების მერე შენთვის თავი დამენებებინა. კი, მაგრამ რატომ? რაში გჭირდებოდა ეს? რატომ დაანგრიე ჩვენი ურთიერთობა ასე უბრალოდ. მხოლოდ და მხოლოდ დუმილი. ოთახი ცარიელია და კედლები ამ კითხვებს იმეორებენ და პასუხი არ მეღირსება. მეც ერთხანს მაგაზე ძალიან გავბრაზდი, სხვა ფაქტორების გამოც. თავი დავაჯერე, რომ მალე გადაგიყვარებდი, აი უკვე არ მიყვარს მეთქი, მაგრამ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. რამე ნაცნობს შევხედავდი, ან ისეთ რამეს წავიკითხავდი რაც შენთან იყო დაკავშირებული და ნოსტალგიის ქარები მძლევდა, ისევ შენსკენ მოჰყავდა ჩემი გონება და ფიქრები.

   სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია რა ამბობს ვაჟა და სავსებით ვეთანხმები, რადგან ეს ერთდროულად განუკურნებელი სენიცაა და ლხინის ზეიმიც. ახლა შენთან მხოლოდ წარსული, შენზე დაწერილი ლექსები და შენი ნაჩუქარი ფერია მაკავშირებს, სხვა არაფერი. ხო სწორად გაიგე, ფერიას კიდევ ვინახავ, რადგან შენ ჩემი ფერია იყავი. რას არ მივცემდი კიდევ ერთხელ მენახე, კიდევ ერთხელ განმეცადა ის წუთები, მაგრამ ეს იგივეა მკვდარი რომ გააცოცხლო. ეს გამორიცხულია, შენ აღარ დაბრუნდები.

   ცხოვრება არასდროს მომქცევია კარგად, დღემდე ბედის უეცარი ცვლილებითა და ტანჯვის განცდით მოვდივარ. არასდროს მწყალობდა ბედი, თუმცა ვცრუობ. მახსოვს კარგი დღეებიც, მაგრამ უსაშინლესი დღენიც ბევრი მქონდა, მაგრამ დღემდე მჯერა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. დღემდე მჯერა, რომ ეს ღვთის ნება იყო და მომავალში უკეთესი რამ აქვს ჩემთვის გამზადებული, ეს მაიმედებს და უფრო რწმენით მავსებს. რაც არ გკლავს ის გაძლიერებს. არ მომკლა, თუმცა კი ლამის მომკლა. ბოლოს მომიღებდა მეგობრების სითბო და თანადგომა, რომ არ მეგრძნო. გამანადგურებდა ისინი, რომ არა ვისთვისაც მე სიცოცხლესაც კი გავიღებ, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. მადლობა მათ, რადგან გადამარჩინეს საშინელებისგან. მათთან კონტაქტი მავიწყებს შენს თავს, ან ჯავრს ვიყრი შენზე და მათ ვუზიარებ ჩემს გრძნობებს, ვუხსნი გულს და ყველაფერს ვუამბობ, არაფერს ვუმალავ. ეს მშველის, ნამდვილად მშველის.

   ამ წერილსაც ალბათ იგივე ბედი ეწევა, რაც მრავალ ჩემ მიერ დაწერილ წერილს. ან ცეცხლში დავწვავ, ან დავხევ, ანდაც საერთოდ წყალში დავალბობ და გავაქრობ, ისე თითქოს არც დამიწერია. მერე რა რომ არ დაბრუნდები, მე ისევ ძლიერ მიყვარხარ, არასოდეს დაგივიწყებ!

   

ნახვა: 807

ტეგები: სიყვარულს, წარსულს, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters