რაც შეეხება ბატონ ჯანაბოუს(ეს ფრიად გავრცელებული სახელია მთელ ცივილიზებულ პლანეტაზე) სწორედ ამ უაღრესად არადეკვატურმა საქციელმა მოუღო ბოლო, ჯანაბოუს აუსრულდა ის, რაც ვიწინასწარმეტყველე. ხსენებული ჩვეულება „იმასთან ერთად იზრდებოდა და ძლიერდებოდა იმასთან ერთად“. ასე რომ, ასაკის მატების მერე ერთ სიტყვასაც არ დაძრავდა ამის უთქმელად, მოდი დავნაძლევდეთო, მაგრამ წასაგებად, ნურას უკაცრავად, ვერაფერს გაიმეტებდა. სამართალი უნდა მივაგო ჩემს მეგობარს, ის უფრო 6 უცნობიან განტოლებას ამოხსნიდა, ვიდრე იმას, სიტყვის მასალა უნდა ყოფილიყო ეს გამოთქმა და მეტი არაფერი. თავადაც არ მიენიჭებინა ამისთვის რამე მნიშვნელობა. ეს იყო ჩვეულებრივი, თუმცა არც ისე უვნებელი ზღაპრისთავი, გონებამახვილური ფრაზა წინადადების დასაგვირგვინებლად გათვალისწინებული. და როდესაც ის იტყოდა, „თუ გინდა ამაზე და ამაზე დაგენიძლავებიო“, ვინ რას დაუჯერებდა, მაგრამ მე მაინც ვიფიქრე, მოვალე ვარ-მეთქი, და კიდევაც ჩავერიე. ხსენებული ჩვეულება ამორალური იყო და ასეც ვუთხარი მას. ჯერ ერთი არასაინტერესოა, შეგიძლია დამიჯერო-მეთქი. საზოგადოება ამას გაკიცხავს-მეთქი, მართალსაც ვეუბნებოდი. სულაც არ გატყუებ-მეთქი. ჭკუას ვარიგებდი სულ უშედეგოდ. ვუმტკიცებდი ამაოდ დავშვერი. ვეხვეწებოდი ეღიმებოდა. ვევედრებოდი ეცინებოდა. ვმოძღვრავდი აქეთ მეღლაბუცებოდა, ამიტომ როგორც ბრონიონის სჩვევია დარდიმანდობით გაიქარვა ხასიათს, და შამუს ბატკანივით ისვენებდა მინდვრად, (ცბიერებაც შეუძენია, მეზიზღებაო ყველა შენი ინსინუაციები მოაყოლა კიდეც) გამო, უცებ ჩემ გვერდით ჩახველება გავიგონე, თითქოსდა „ქეჰო“, ამოთქვა ვიღაცამ... კოლას გავდა!.

ნახვა: 98

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 3 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters