ისე უყვარდა ღმერთო თურმე, წლები ელოდა,
დაჰქონდა გული დარდიანი და ცრემლით სავსე,
ხან ლოცულობდა, ხან გალობდა, ხან კი მღეროდა,
არც კი მეგონა, კაცს თუ დარდი შეეძლო ასე.

რაშია ღმერთო სიყვარულის მადლი და ცოდვა,
ხედავ რომ გიჭირს არსებობა და ვერას შველი,
ალბათ რა ხშირად გეკითხება ცოდვილი მოდგმა,
გიყვარს და იცი ვერასოდეს გახდება შენი.

რაიც ტკბილია, ცოდვის შიში დაჰყვება რატომ,
ისე გტკივდება, რომ სინათლეს უწუნებ თვით მზეს,
როდესაც ისე მაგრად გიყვარს, სიცოცხლეს ანდობ,
მისი სახიდან ანგელოზი როდესაც გიმზერს.

ისე უყვარდა ღმერთო თურმე, ისე უყვარდა,
უძილობისგან ძალა გაცლილს შეეძლო არც რა,
აღარც ახსოვდა სულიერი ირგვლივ თუ ჰყავდა,
ამხელა გრძნობას ვით გაუძლო ცოდვილმა კაცმა?!

ამოვა მზე და მის სხივებზე გაწვება დილა,
ჩამოეხსნება ლამპიონებს სიბნელის ჩადრი,
ვინც სამსხვერპლოზე საკუთრი სურვილით მივა,
მიეცი ღმერთო, შენდობის და ცხონების მადლი.

ხომ ნახე თავად, ხომ იგრძენი ტკივილი მათი,
შენც ხომ გაოცდი ღმერთო, ასე როგორ უყვარდა?!
განშორებისას დაუბნელდა მზის ათინათი,
თურმე შეხვდა და, გაზაფხულად ამოუყვავდა.

ნანა მეფარიშვილი

ნახვა: 128

ტეგები: Qwelly, ბლოგი, პოეზია, სიყვარული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters