უვადო მსაჯულები, სიყვარული თუ სიძულვილი, სოლიდარობა მუშებს, უცხომოქალაქეები და გარდაცვალება ოკუპაციაში

      მცირე შვებულების შემდეგ, ყოველდსამუსაოდღიური სიახლეები დაბრუნდა და ქველინიუსი ძველებურად გაგაცნობთ დღის ახალ ამბებს. დღევანდელი დღე აქტიური იყო რამდენიმე მიმართულებთ - უვადოდ არჩეული მოსამართლეებით, ეჭვიანობის თუ სიყვარულის ნიადაგზე ჩადინილი მკვლელობით (თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია), უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეებით, ოკუპირებულ ჩრდილოეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცით და საქართველოს საერთაშორისო ამბებით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 თებერვალი, 2018 /

      ხალხის განმსჯელად, უვადოდ - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ განამწესა. გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატთა კენჭისყრის პროცედურები წარიმართა საქმიან ვითარებაში და პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არ მაქვს. არასამთავრობოების ნაწილი მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს გაუმჭვირვალე და დახურულ პროცესად აფასებს. ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ათასობით პატიმარი გამოუშვა ციხიდან, თუმცა ის პირები, ვინც ეს ხალხი ციხეში ჩასვა, უვადოდ განამწესა თანამდებობაზე. გიორგი კვირიკაშვილი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. ნაზი ჯანეზაშვილი - სამწუხაროდ, დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შეიცვალოს. ანა დოლიძე - რაც იუსტიციის საბჭოში ხდება, ეს არის ძალადობა. ანა დოლიძე - საჯარო სამსახურში სპეციალისტის დანიშვნა უფრო გამართულია, ვიდრე მოსამართლის პოზიციაზე დანიშვნა. ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს. დიმიტრი ხუნდაძე - პრემიერმა ბევრი ჩვენი თანამებრძოლის გულში დაგროვილი სიტყვები ამოთქვა - იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებამ საზოგადოების უდიდეს ნაწილშიც გააჩინა კითხვები. დავით უსუფაშვილი - პრემიერის განცხადება თუ ერთჯერადი ემოციური აფეთქებაა, მაშინ ვითარება უფრო გაუარესდება, რადგან იგი სასამართლოში არსებული ვითარებით უკმაყოფილო ადამიანებს შეუერთდება. ოთარ კახიძე - ხელისუფლებას ვაფრთხილდებდით, რომ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არ შეიძლებოდა. ზაქარია ქუცნაშვილი - სისტემამ დაუშვა ის, რაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ხდება. პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი - პარლამენტის შიდა საქმეა შექმნიან თუ არა, უბრალოდ ერთი კომისია მაინც მამასისხლად რომ იყოს, კარგი იქნებოდა.

      სასიყვარულო მკვლელობა? აღიარება თუ დაბრალება? - თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე მისი შეყვარებული დააკავეს. თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრების ინფორმაციით, ბრალდებული ანა ნაცვლიშვილს გუშინ ოჯახთან ერთად ეძებდა. თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი და იყო რაღაც სხვა ურთიერთობები. თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებული ბრალს არ აღიარებს. თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა. პროკურორი - ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო. ადვოკატის მტკიცებით, დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი და ის ლადო გრიგალაშვილის მამის საკუთრებაა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულისგან ამოღებულ დანაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

      მეცნეირება უასაკოდ - საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც 70 წელს გადაცილებული პირი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს.

      ვიზალიბერალიზაციას მოვუფრთხილდეთ - მიხეილ ჯანელიძე - გვინდა, ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს

      სამშენებლო სანქციები თბილისში - სამშენებლობო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით გაზრდილი სანქციები მხოლოდ თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება.

      "მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვა ბოლო წლებში დაღუპულ 1200-ზე მეტ მუშას. ირაკლი პეტრიაშვილი - რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ? ეს არის დისკრიმინაციული. ”მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!” - ამ ლოზუნგით პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

      საკრალური მუსიკის ფესტივალი - ინდოეთში ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ ჩატარდება.

      ბრძოლა თავისუფლებისთვის - მთავრობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ თავისუფლებისათვის - ბრძოლა მშვიდობიანია და ეს პროცესი შეუქცევადია.

      მუხთარლის საქმე - სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ ეძლევა შანსი, მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისის შექმნით მცირედით მაინც განეიტრალდეს ის ზიანი, რომელიც საქართველოს რეპუტაციას მიადგა. ეკა ბესელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - პოლიტიკურ პროცესში სამართლებრივი საკითხების გადმოტანა სამართლებრივ პროცესს აზიანებს. რომან გოცირიძე - საგამოძიებო კომისიების შექმნით,ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო. ელენე ხოშტარია აფგან მუხთარლის საქმეზე - 8 თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ და პირი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, ეს არ არის გამოძიება, ეს არის ჩავარდნა! მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოს“ - გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში მუხთარლის საკითხზე საუბრისას ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ თუ კომისია შეიქმნება? ზაზა პაპუაშვილი - რატომ უნდა ვენდო მუხთარლის სიტყვებს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელ განცხადებებს აკეთებს და არ ვენდო გამოძიებას? უმცირესობა მზადაა, მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიას მმართველი გუნდისთვის მისაღები სახელი, თუნდაც “ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე“ ეწოდოს. ”ევროპული საქართველო“ პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, ე.წ. ოთხოზორიას სია შეიქმნას. სერგი კაპანაძე მუხთარლის საქმეზე - ყველაზე კარგი გზა არის, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, მას რა სათაური ერქმევა. ნუკრი ქანთარია - კარგად ვიცნობთ თქვენს მოდგმას, თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი. გიგა ბოკერია - როდესაც აფგან მუხთარლის ამბავი გახმაურდა და ამას დიდი რეაქცია მოჰყვა, არსებობს ეჭვი, რომ მტკიცებულებები გაქრა. ირმა ნადირაშვილი ნუკრი ქანთარიას - ნამდვილად გეშლებათ, ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ქულები დაიწეროს საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ მუხთარლის საქმეზე ორი პარალელური გამოძიების წარმოება გამოძიების საბოლოო მიზანს ჩრდილს მიაყენებს. მამუკა მდინარაძე - მყარი არგუმენტები, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, არ ყოფილა. არჩილ თალაკვაძე - როდესაც მუხთარლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დრო და რესურსი ამოიწურება, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დავუბრუნდეთ. სალომე სამადაშვილი - უმრავლესობა დღის წესრიგით მანიპულირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხზე მსჯელობას თავს ვერ აარიდებს. პარლამენტმა მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

      ჩაბუქს დაცვა სჭირდება - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. სოსო ბარათაშვილი - ჩაბუქი შიშობს, რომ არსებობს მისი გატაცების და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას.

      საზმაუ და პარლამენტი - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა. გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი შეტევა მეოთხე ხელისუფლებაზე გულისხმობს კონსტიტუციური სტაბილურობის და დემოკრატიული საფუძვლების შერყევას.

      გარდაცვალება ოუპირებულ ტერიტორიაზე - პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ - ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საერთაშორისო მისიებში უსაფრთხოებას ემსახურებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს სათანადო შეფასება მისცეს. ირაკლი სესიაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი არის სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. გიორგი კვირიკაშვილი - აუცილებლად მიგვაჩნია, სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. სუს-ის ინფორმაციით, მათ მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე სამხარაულის ექსპერტების შეშვება ტატუნაშვილის ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა. მიხეილ ჯანელიძე - მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას. თავდაცვის სამინისტრო - აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი. სახალხო დამცველი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე - მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. თამარ ჩუგოშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

      მსოფლიო საქართელოზე - რეფორმატორული საქართველო - ანდერს სამუელსენი - საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა დროის მოკლე მონაკვეთში სერიოზული შედეგები მოიტანა, რასაც მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აშშ-ში საქართველოს დესპანი ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე - ნატო-ში წევრობა არ არის რამე ისეთი, რაც განგებით არის მონიჭებული - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ბრიტანეთის, ჰოლანდიის და საფრანგეთის დელეგაციების ხელმძღვანელებს და წევრებს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებიან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ. ვახტანგ მახარობლიშვილი - ლუქსემბურგის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა ნაკადის შემცირებას. ჰანს ტიმერი - საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება.

საზღვარგარეთულები:

      ანტიმასპინძლური კამპანია ევროპაში - გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს. მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ. გერმანიის მსგავსად, მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დახმარებას საფრანგეთიც სთავაზობს.

      სწავლა და კოკაინი - არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.

      80 წლიანი პატიმრობის საშიშროება - Associated Press - ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 80 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

      რჩევები ტრამპს - მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში გაცილებით ხისტი უნდა იყოს.

      ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

      პოლონეთში, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 1873 ტერორისტის ლიკვიდირება შევძელით და 415 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ►

ნახვა: 234

ტეგები: qwellynews, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 24, 2018||3:13pm
ვფიქრობდი რატომ აღარ გვაქ ქველი ნიუსითქო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters