იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან.

 

      მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ.სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვის, ზუსტად მაშინ მინდა ვიყვირო ყველაზე ხმამაღლა:მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ, გადავფარო ყველა ხმა დედამიწაზე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და უფრო შემიყვარდება თუკი შენ გეტყვი ამას და პასუხად მხოლოდ ერთს მივიღებ: შენ გულწრფელ ღიმილს. მე ხომ ვგიჟდები, როცა იღიმი.იცი? იცი როგორია შენი თვალები? აი მზის ჩასვლა როა ზღვაზე ისეთი, ბოლომდე ვერც უსწორებ თვალს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ გინდა უყურო, ეს ყურებაც კი გაკმაყოფილებს და მშვიდდები...   როგორი მშვიდია შენი სილამაზე, როგორი სათნო და მიუწვდომელი. როგორ არ მინდა ხოლმე ჩავიდეს ,,მზე" როცა გიყურებ, აი ასეთი მიყვარს შენი თვალები, ასე მარტივი, მშვიდი და უბრალო, მიუწვდომელი. გამალამაზე შენი სხივებით, არასოდეს ჩახვიდე! არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ გამიღიმე! იმდენად ლამაზი ხარ, რომ ყველა წვეთში გხედავ, ყველა ფიფქში. ამიტომაც შემიყვარდა ასე ძალიან წვიმა და თოვა, შენ ხომ გაალამაზე ისინი ჩემთვის. შენზე რომ არ ვიფიქრო ერთ წუთში ზუსტად 60ჯერ გამახსენდები ხოლმე, ჩემი ყველა წუთი და ყველა წამია შენი. ხედავ მთელი ცხოვრება გაჩუქე უკვე.   შენ გჩუქნი მე ჩემს არსებას, შენი იყოს წაიღე. ოღონდ ნურასოდეს დაკარგავ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. იყავი მუდამ თოვლის ფიფქივით სუფთა და წვიმის წვეთივით მშვიდი, ქარივით ბობოქარი და მზის სხივივით მიუწვდომელი, სიოსავით უმანკო იყავი მუდამ. გახსოვდეს, რომ ყველა ლექსში, სადაც ვახსენებ წვიმას, თოვას, ქარს, მზეს იქ შენ იგულისხმები, შენ-შენი ამოუცნობი და მიუწვდომელი სილამაზით.

 

      იცი? იცი როგორია შენი სიყვარული? ისეთი, როგორიც მხოლოდ მე წარმომიდგენია და ვერასოდეს, ვერავინ წარმოიდგენს ჩემს გარდა. ჩუმი, უსიტყვო, აფეთქებული და სივრცეში გაშლილი, სივრცეში, რომელიც წარმოუდგენლად დიდია, რომელსაც ვერავინ ხედავს ჩემს გარდა. მე კიდე შენს სიყვარულს ვხედავ მთელ სამყაროში, ამიტომაც არ მეყოფა შენი სიყვარულისთვის არც დედამიწა, არც ზეცა. მე მჭირდება რაღაც სხვა, იმისთვის რომ მიყვარდე, რაღაც სხვა და ეს სხვა მხოლოდ მე ვიცი რა არის. გამიღიმე და შემიყვარე, იმისთვის, რომ მთელს სივრცეს, ცხადს და ამოუცნობსაც გავაგონო ჩემი ხმა.... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ 

ნახვა: 417

ტეგები: Blog, Love, Qwelly, გამოხატვა, თქმა, სამყარო, საჩუქარი, სიტყვა, სიყვარული

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters