მთლად ევროკავშირში ვერ შეგიშვებთ, მეტიც ვერც რეკომენდაციას მოგემთ სტატუსის მონიჭებაზე რომ ჰა და ჰა შეხვალთ მალე, მაგრამ ევროპულ პერსპექტივაში კი გხედავთ უბრალოდ ეგ პერსპექტივა სად იქნება ან როდი ეგ თქვენზეა დამოკიდებულიო. ასე გვითხრეს მაგრამ რეალურად როგორ იქნება კაცმა არ იცის. ცაზე ისეთი ამბავია, 22 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აი, პოლარიზაციას რა შეამცირებს ან დეოლიგარქიზაცია რაღაა ჯერ მაგაზე არ გვეფიქრება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 ივნისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ესეც უკან ევროპაში - ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა - უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს. საქართველოსთვის უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა - ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ ღია კარში შევიდეს: რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით მალე იქნება წინსვლა. მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი - იმ შემთხვევაში, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების შესასრულებლად კონკრეტულ ვადებს არ უწესებს. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება საქართველოში - ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რაც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა.

      მთელი დღის შეფასებები ევროპულ გზაზე - პრეზიდენტი - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა. ლიეტუვის ელჩი - ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით - ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ ხელს გვიშლის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი - გაფლანგა ძვირფასი 10 წელი, ბოლო კვირების განმავლობაში კი გადადგა ნაბიჯები, რათა ქვეყანა მოწყვეტილიყო სამეულს და არ მიგვეღო სტატუსი. თინა ხიდაშელი - ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა - იმედს ვიტოვებ, რომ 24 ივნისს, ევროპის ლიდერები საქართველოს რუსეთის უკანა ეზოში არ ჩატოვებენ. ბექა დავითულიანი - იმედი მაქვს, შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ - რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს მჭირდა?! სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა - ხელისუფლებამ საკუთარ მიზანს მიაღწია: გაართულა ისტორიული არჩევანის რეალიზება. პრეზიდენტი - დღეს ქვეყნის ბედი სასწორზეა - მკაფიოდ გვითხრეს რა არის გასაკეთებელი, პირობითად, 2022 წლის ბოლომდე გვაძლევენ დროს გამოვასწოროთ, რაც გამოსასწორებელია, თუკი კანდიდატობა გვინდა. პრეზიდენტი - შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია - რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“. რაც მთავარია, ევროპამ არ გადაგვაგდო, უარი არ გვითხრა - რაც შეეხება სტატუსს, უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ. ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, „კონსტრუქციული ოპოზიციის" ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს. ეს მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა - ოპოზიციამ დაანებოს სირბილს დედაქალაქებში - ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. კარლ ჰარცელი - თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ირაკლი კობახიძე - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა - კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, ომმა მძიმე ზიანი მიაყენა მოლდოვასაც, მასაც უნდა მიეღო წახალისება. რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, თუმცა მე მჯერა ქართველი ერის, ისინი იმსახურებენ ევროპული ცხოვრების გზას. რომან გოცირიძე - ვინ უნდა განახორციელოს დეოლიგარქიზაცია, ივანიშვილმა? კინწისკვრით უნდა გააგდონ მთელი მთავრობა და პრეზიდენტიც უნდა მიყვეს მას. სალომე სამადაშვილი - 20 ივნისს დაგეგმილი ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პოლიტიკური არაა და პრეზიდენტს შეუძლია შეკრებას შეუერთდეს. ირაკლი კობახიძე - 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად. ეკა ბესელია - ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის - პრეზიდენტის გაბედულ სვლებს კი ძალიან ვაფასებ. ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ან სამივე ქვეყანა მიიღებს, ან - არცერთი. იაგო ხვიჩია - მაკრონმა გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც გეოპოლიტიკურად - არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ამავე დროს უპატივცემულოდ ვიქცევით. ალუდა ღუდუშაური - საქართველოს არასამართლიანად გვერდზე გაწევა რუსეთისთვის კოჭის გაგორება იქნება. ნათია მეზვრიშვილი - ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე. პაატა მანჯგალაძე - საქართველო დღეს არის მაჩანჩალა - „ქართული ოცნების“ „შემოქმედების“ შედეგია, რომ „ევრაზიულ ლიგაში“ გადავედით. დავით სერგეენკო - არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ვერანაირ პირობას ვერ შეასრულებს, რადგან მას არ სჭირდება ევროინტეგრაცია, მას აქვს ერთი საზრუნავი ივანიშვილი და მისი ფული - დარჩა ერთი გზა, რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ "ოცნება" ხელისუფლებას. გიგი უგულავა - ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს - ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება. ირაკლი კობახიძე - ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღებას - ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. ნიკა მელია - მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? მოგვიკაკუნეთ და ჩვენი კარები ღიაა - ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ივანიშვილის პირადი მცველები თანამდებობებზე, კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. კორნელი კაკაჩია - ევროპული პერსპექტივა მოცემულობა იყო, რომელსაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მისცემდნენ - საქართველოს საკითხის განხილვას ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღარ დაუბრუნდება. შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. პაატა დავითაია - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გასაღები იყო და არის ხელისუფლების ხელში, რომელმაც არაფერი გააკეთა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად. ხათუნა სამნიძე - დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი საკითხია, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი განხილულია, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც აფერხებს, საქართველო გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეკა ბესელია - ჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება, გულდაწყვეტილი ვარ - ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება: ბოდვაა და მეტი არაფერი. დავით ბაქრაძე - ვინმეს გჯერათ, რომ „ქართული ოცნება" გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისკენ, რომ დაუბრუნდება მიშელის შეთანხმებას, გამოუშვებს ნიკა გვარამიას და გაათავისუფლებს სასამართლოს წნეხისგან?! ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დაანონსებული აქვს აქცია და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე - რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ პირველივე პუნქტს უკვე არღვევენ. მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება ასე პრიმიტიულად მივუდგეთ საკითხს, რომ ვიღაცამ მუშაობა დააკლო - მიამიტობა იქნება საუბარი, რომ რომელიმე ხელისუფლების კონკრეტულ, ლოკალურ მუშაობას შეიძლება ის შედეგი შეეცვალა, რაც დღეს დადგა! გიგა ბოკერია - ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ თავისუფალ სამყაროში დაბრუნებით, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან შეუთავსებელია. სალომე სამადაშვილი - მინდა ვამხილო „ქართული ოცნება“ უსინდისო ტყუილებში, რომელსაც ისინი საზოგადოებას უკვე არაერთი კვირაა სთავაზობენ. გიორგი ვაშაძე - კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება, მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს - ერთადერთი გამოსავალია: საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა. ჟოზეფ ბორელი - დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას. მამუკა მდინარაძე - ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია დეპოლარიზაციას შეეხება, მნიშვნელოვანია, ვინაა პოლარიზაციის წყარო - ყველამ ერთად ჩვენს ძვირფას ოპონენტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ პოლარიზაცია შეამცირონ. თინა ხიდაშელი - ჩვენი დღის წესრიგი გაცილებით უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ მოგვცეს - მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, 24 ივნისამდე მთავარი იქნებოდა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის ერთიანი განაცხადისთვის მიმეღწია. ნინო ბურჯანაძე - არ ვიტყოდი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრულია, მაგრამ ის, რომ დიდი ხნით გადავადდა გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ეს ფაქტია. ნიკა სიმონიშვილი - მოლდოვამ და უკრაინამ გააკეთეს უმთავრესი, ოლიგარქიული სისტემა დაშალეს, ჩვენ კი ოლიგარქია გავაძლიერეთ - შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს! ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებას - თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, აღიარეთ ყველა პრობლემა, რაც დასკვნაშია და 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმებზე.

      ფინანსთა სამინისტრო - მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება - საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა!

      მიშას პატიმრობა - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. მალგორზატა გოშიევსკა - ერთი ოლიგარქის სურვილის და თავგასულობის გამო მსოფლიოს თვალწინ იღუპება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - სრულად ვუჭერ მხარს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას. მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა - ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს: ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - ჩვენ მზად ვართ სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის - რისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას, როცა სააკაშვილთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს? ხელისუფლება არ იძლევა სააკაშვილის მკურნალობის საშუალებას, მაგრამ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომლის რუსეთთან კავშირები საყოველთაოდ ცნობილია. გიული ალასანია - ხელისუფლების მიზანი ჩემი შვილის იზოლაციაში სიკვდილია - ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ბღალავს, ჩრდილს აყენებს პოლონეთთან ჩვენს მეგობრობას. ნევროლოგი სააკაშვილზე - ახალმა გამოკვლევებმა ნათელი შეიტანა ზოგიერთი, ჩვენთვის მანამდე უცნობი სინდრომის წარმოშობაში, კერძოდ, ნანახია დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე და მორფოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მტკიცებულება არ აქვს, რომ საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ თუ ექსპერტებისგან ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, შესაძლოა, რეკომენდაცია შეცვალოს. გიული ალასანია - მიშა წევს, დღეს საკმაოდ სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო ჰქონდა - სტატუსიც არ მოგვცეს, მაინც ჰქონდა ალბათ იმედი, რომ დათქმებით სტატუსს მოგვცემდნენ. მიხეილ სააკაშვილი - ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს - ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. ირაკლი კობახიძე პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერზე - ეს ქალბატონი ვინ არის და რა კავშირები აქვს წინა ხელისუფლებასთან, კარგად ვიცით - წესით, ეს პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს, გაუგებარია, რატომ გახდა მისი მოწვევა საჭირო.

      ლერი ბარნაბიშვილი - „ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გზა არ გადაკეტონ - „ბორჯომის“ ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდება.

      თსუ-ს კანცლერი - უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში.

საზღვარგარეთულები:

      ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ. ემანუელ მაკრონი - პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და საკუთარი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო. სერგეი ლავროვი - რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის და არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ. ეუთოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა. ჯო ბაიდენი - აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“. რუსული ძალების მიერ ნიკოლაევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში კიდევ ერთ რუსულ გემს დაარტყეს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

      ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 93

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters