ვეტოდებული კონსტიტუცია, შემოდგომის აქციები, ფაროსანას მტრობა, უკულტურო ბიუჯეტი და კატალონიული დამოუკიდებლობა

      პროგნოზი ამჯერად გამართლდა - დღეს გულიანად მოხსნა ცამ პირი კოკას და ასე გააგრძელებს ალბათ, ღრუბელბში დამალული ცით თუ ვიმსჯელებთ. ამის მიუხედვად შეძახილით, „წვიმაა რა, ხომ არ დადნები“ პოლიტიკური სულისკვეთებ არ ნელდება და წინასაარჩევნო პულსაცია არტერიის ფეთქვაში გადადის. ცოტაც და გულის გუგუნს მოიტანს. გავყვეთ დღის ამბებს და მივხედოთ ქველინიუსს:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ოქტომბერი, 2017/

      გულწრფელად თქვით, ვის გაუკვირდა გუშინდელი გადაწყვეტილება? - პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო. ახლა პარლმენტი შეიკრიბება და ვეტოს დაძლევს. დაგვცინიან ესენი ხო? გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 მოტივირებული შენიშვნით მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი - გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოებაც. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის არჩევის წესი ასახა, თუმცა პარლამენტს ამ საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს. პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებას მხარს დაუჭერს, კონსტიტუციას ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება. გიორგი მარგველაშვილი - თუკი საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, ქართული საზოგადოება თანხმობის დოკუმენტს მიიღებს. გიორგი მარგველაშვილი - ამაზე უფრო კონსტუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია, ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება. ანა დოლიძე - თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, რომ ერთპარტიული კონსტიტუციიდან მივიღოთ მრავალპარტიული თანხმობის დოკუმენტი. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებულ პროცესში. რატი იონათამაშვილი - პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ქმედება ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორი. გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს. ლევან კობერიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს, ან ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, ქვეყნის პრეზიდენტმა - საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა და დამცველმა, ვერ შეძლო კონსტიტუციური ვალდებულებების დაცვა და შესრულება. გია ხუხაშვილი - პრეზიდენტმა ვეტოს დადების პროცესში ზეპარტიულობის სტატუსის შენარჩუნება ვერ შეძლო. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად. ლევან ბოძაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ვიწროპარტიული დღის წესრიგის ანარეკლია. რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტი ვეტოში გარკვეულწილად ანგარიშს უწევს უმრავლესობის მოთხოვნებს და ცდილობს მკვეთრად არ იმოქმედოს. გია ვოლსკი - მას შემდეგ, რაც მივიღებთ კონსტიტუციას, დავსხდებით და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეიძლება შევმატოთ ამ პროექტს.

      დავუბრუნდეთ არჩევნებს, გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში კახიმ, ზალიკომ და ალეკომ გუნდები წარადგინეს. თბილისის საკრებულოს წევრობისთვის ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი იბრძოლებს ალეკოს გუნდიდან.

      ამასობაში ნაციონალებმა და სხვა ოპოზიციონერებმა, საკრებულოსთან დღესაც გამართეს აქციები, რომლებიც პანორამა თბილისისთვის საპარკინგე მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემა აპროესტებდა, მაგრამ ამაოდ. გიგა ბოკერია - რაც ახლა ხდება, ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლოა, მილიარდერს ქონებას ერთ ლარად ჩუქნიან, პოლიციელებს კანონს არღვევინებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრებს საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. დავით ზურაბიშვილი - ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი გაუქმებულია, საკრებულოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საკრებულოს წევრი იოსებ მანჯავიძე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება არც ერთ პარლამენტარს არ აქვს. გიორგი ტყემალაძე - ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ, არავის აქვს უფლება საკრებულოში მოაწყოს დესტრუქცია და დებოში. თინა ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შესვლას ცდილობდა, მერე ხელში აიტაცეს და ა.შ. დღის კადრებად იქცა ატაცებული თინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი საკრებულოს ტერიტორიიდან უცნობმა პირებმა გაიყვანეს. „ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა. ზაალ უდუმაშვილი - ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამას არ მოითმენს თბილისი. ნიკა მელია - „წარმოუდგენელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დაკეტეს საკრებულო, სადაც რეზონანსულ საკითხზე სხდომა იმართება. დავით უთმელიძე - საკრებულოს მუშაობისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.

      შორეულ მეზობლები არ დავივიწყოთ - გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა. გიორგი გახარია - ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

      ოსკარი არა, მაგრამ ალბათ თემიდა გადაეცა ლადო ჭანტურიას - სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია დაამტკიცეს.

      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწავლების საკითხი - ნატალი გასიევა - სამხრეთ ოსეთში ქართული ენისა და ლიტერატურისთვის გამოყოფილი საათები დარჩა.

      ბიუჯეტში კულტურაზე ისევ არ იფიქრეს? - ნუკრი ქანთარია ბიუჯეტის პროექტზე - კულტურა გერის როლში არ უნდა იყოს. ნუკრი ქანთარია - ქართულს ვეღარ ვლაპარაკობთ ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ და ენის დეპარტამენტისთვის ორი “კაპიკი” გვენანება?!

      ეკონომიკურ ზრდის მოლოდინი - გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება.

      ერთად ვებრძოლოთ მწერებს - ლევან დავითაშვილი - აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკაც გაიმეტა ბუნებამ - კალიფორნიაში ტყის ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

      მშვენერია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

      თურქეთში აშშ-ის ელჩი - რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიზანი ანკარასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრაა.

      ერთი გამოკთხვა არ კმარა - ბარსელონას მერის განცხადებით, მხოლოდ რეფერენდუმის შედეგები დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად საკმარისი არ არის. კატალონიის საგარეო საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კატალონიის ხელისუფლება მზად არის მადრიდის ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინოს.

      ირანის მთავრობის წარმომადგენელი - აშშ ტერორისტთა ბანაკს შეუერთდება თუ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ექსტრემისტურ ორგანიზაციად აღიარებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 219

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters