blog | Qwelly

   მისტერ ფლეჩერის წასვლის დრო მოვიდა. მის კილმანისათვის უნდა ჩაევლო. თავად ლამაზ და სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილიყო და ოდნავ დასევდიანდა, როდესაც დაინახა, რომ ამ საბრალო ქალს ცუდად ეცვა. თმა გაეშალა. პარკი ძირს დაედო და მისტერ ფლეჩერს გზა მაშინვე არ დაუთმო. ფლეჩერი იდგა და უცქერდა მარმარილოს თეთრ ქანდაკებებს, რუხ ვიტრაჟს, ამ დაფარულ საუნჯეს (ამ სააბატოთი ძალიან ამაყობდა), ამ ახოვან, ღონიერ, სკამზე მჯდომ ქალს, რომელიც დროდადრო წრიალებდა...

   ჰო, პიტერი დაბრუნდა,  თქვა ბრიუტონმა.
გულის სიღრმეში ძალიან სიამოვნებდათ, რომ პიტერი ცოცხალმკვდარი და გათელილი დაბრუნდა ინდოეთიდან. ხელმოცარული, დაცემული, უიღბლო ლტოლვილი მათ მყუდრო და უსაფრთხო ნაპირს მოადგა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პიტერის დახმარებას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც რაღაც გამოუსწორებელი ნაკლი ჰქონდა. ჰიუ  თქვა, შემიძლია, ერთ ბატონს მასზე დაველაპარაკოო. წარბი მედიდურად შეიკრა, როცა მიხვდა, რომ გავლენიანი პირებისათვის წერილები უნდა მიეწერა და ეთხოვა, იქნებ ჩემს „ძველ მეგობარ პიტერ უოლშს“ რამე სამსახური მოუძებნოთო. პიტერი გამოუსწორებელი იყო. ისინი ამაოდ დაშვრებოდნენ. ის მუდმივად მუშაობას ვერსად ვერ შეძლებდა, რადგან დაუდგრომელი იყო.

ნახვა: 756

ტეგები: Qwelly, blog, post, ბლოგ, ინდოეთი, ჩანაწერი, ხასიათი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters