კოვიდშემცირების სიხარული და დენის გაძვირების უალტერნატივობა

      წინასაახალწლო კვირაც დაიწყო, დეკემბრის ბოლო ორშაბათს ახალი კლინიკისა და ქარხნის გახსნის ამბავი იყო დომინანტი, ასევე კორონას შემცირების სტატისტიკა და უკეთესი მომავლის იმედი, თუმცა ამ მომავალში არ არის ერთი რთული რეალობაც - ელექტრო ენერგიის ფასი გარდაუვლად გაიზრდებაო, ამბობს ენერგო პრო ჯორჯია. ოპოზიციაში ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ გუნდს შექმნის - ესეც ახალი ამბავია. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 206313, გარდაცვლილი - 2418, კარანტინში - 427. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2716 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 257 თბილისში, 68 აჭარაში, 55 კი იმერეთში დაფიქსირდა. 41 პაციენტი გარდაიცვალა ამირან გამყრელიძე - ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინიფიცირების მაჩვენებელი მცირდება. თუ „მოვუშვით“ ის შეზღუდვები, რაც დღეს არის, შეიძლება შემთხვევები 5000-მდე ავიდეს. კორონავირუსის ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება. საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება. იდენტიფიცირებულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში აიცრებიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის არსებობის შანსი არის. 2021 წელს ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული ექიმების და ექთნების ხელფასის ზრდა იგეგმება. გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინა.

      სილამაზე გადაგვარჩენს - ნათია თურნავა - ამ ეტაპზე სალონების დაკეტვა არ იგეგმება.

      კოვიდი და ჯანდაცვის ამბები ახალი კლინიკის გახსნაზე - ეკატერინე ტიკარაძე - რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის. მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს - მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე. ჩვენი უახლოესი გეგმებია გადახედილი იყოს ანაზღაურების პროტოკოლი და კომპონენტი, რომელიც დღესდღეობით პირველად ჯანდაცვაზეა. სამუშაო ადგილებზე ლეტალობის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა, დაშავებულთა რაოდენობა -16%-ით. დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით სტაბილურია, თუმცა ამან გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს. ვაქცინაზე მოლაპარაკებები გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, სხვა მწარმოებლებთანაც მიმდინარეობს. შეზღუდვების მოხსნის ფონზე გაზრდილია მობილობა, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არამიზნობრივად ნუ მოახდენენ გადაადგილებას. უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურ ჯგუფში ჩართულობის და მათთვის კარი დღესაც ღიაა. 2020 წელს ბიოლოგიურ ოჯახში 100-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდა. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 1-ელი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია. პანდემიის მიუხედავად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სტანდარტული მომსახურება შეუფერხებლად გრძელდება. 2020 წლის მანძილზე ახალი საცხოვრებელი ფართი 2 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა. ჩვენი მიზანია, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე შევამციროთ. პანდემიის პირველი ტალღის შეკავება ჩვენ დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ფარგლებში ონკოპაციენტების მკურნალობა უფასო გახდა. პანდემიის პირველი ტალღის შეკავება ჩვენ დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ფარგლებში ონკოპაციენტების მკურნალობა უფასო გახდა. 1-ელი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის საქართველოს დახმარებას ითვალისწინებს. რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც არა მხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი გახდება.

      რა ხდება ოპოზიციაში?! - მამუკა ხაზარაძე - რაც ანაკლიის გარშემო ბოლო 4 წელში მოხდა, ყველაზე ნამდვილი პოლიტიკა და გეოპოლიტიკაა - სად მიდის ქვეყანა, თუ ებრძვი ანაკლიას, ამერიკელებს, ინვესტორებს? ოპოზიციური სპექტრის ერთსულოვნება იმდენად დიდი გამარჯვებაა, რომ ეს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს საერთოდ პოლიტიკურ კულტურას. გაცილებით სხვა დონეებთან დავიწყეთ ურთიერთობა, ესაა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსები, რადგან გაცილებით დიდი ჩართულობა გვჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად. გიორგი ვაშაძე - ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ „ოცნების“ რეალური ალტერნატივა, „ნაცმოძრაობამ“ როგორც ალტერნატივამ დრო მოჭამა - გვინდა, მესამე, მძლავრი ცენტრი შევქმნათ. გიგა ბოკერია - 2022 წლის არჩევნებზე საუბარი ტაქტიკურად სწორად საერთოდ არ მიმაჩნია, მაგრამ განცხადებები ხაზარაძეზე დაუმსახურებელი და არაკორექტულია. ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი პოზიციაა, ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს - მოსაფიქრებელია, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.

      ხოშტარია განშორდა - ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ირაკლი ზარქუა - ელენე ხოშტარიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ შემოქანდება პარლამენტში. გიგი უგულავა ელენე ხოშტარიაზე - ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა - ადამიანს უნდა, რომ იბრძოლოს მარტო. გიგა ბოკერია - ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არა მხოლოდ პერსონალური ურთიერთობის გამო, პოლიტიკურადაც. ელენე ხოშტარია - მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება.

      დენი ძვირდება - ნათია თურნავა ელექტროენერგიის ტარიფზე - დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს - არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში. ენერგო პრო - უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი.

      წლის ტრიალი - ვახტანგ ძაბირაძე - წელი დავიწყეთ დაპირისპირებით და ვამთავრებთ ისევ პოლიტიკური დაპირისპირებით და ორ ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრით.

      ვალები და ფინანსები - ირაკლი ზარქუა - სახელმწიფოს საგარეო ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარზეა, თუმცა გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალი წლებიდან ვალის შემცირება მოხდება. ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,6%, სესხების მაჩვენებელი 60%-ზე ზემოთ არის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის. დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები.

      მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი იყო ისეთ ადამიანთა წრე, ვისაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შეეხება. იმ პირთა შორის, ვისაც ამნისტია შეეხება, დომინანტი ნარკოტიკების მომხმარებლები და ნარკოტიკულ დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმები ამნისტირებას დაექვემდებარება. მიხეილ სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ დაგეგმილი ამნისტია მეტ მუხლს შეეხება და ინიცირებული პროექტი გაფართოვდება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხური შეიარაღებული დაჯგუფება აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებს თავს დაესხა, დაღუპულია 1 ჯარისკაცი. რუსეთში კორონავირუსის 27 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 487 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 150 092 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 209 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 10 976 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 348 ადამიანი გარდაიცვალა.

      სომხეთის პარლამენტთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 32

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

vako: დეკემბერი 29, 2020||2:22pm

გადადგეს ფაშინიანი :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2021.
საათი: 11:27pm 1 კომენტარი

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2021.
საათი: 11:17pm 0 კომენტარი

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

Nerubian Swarmer -- After the Helm of Domination shattered

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2021.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Blizzard is inviting World of Warcraft: Shadowlands players to choose which mount they get Wow gold classic after the expansion releases on October 27.

Mounts, that are an vital way of transport in the massive world of Azeroth, are becoming a favorite part of the MMO experience: many players accumulate as many as you can whilst others excitement after super rare ones.

In Q1 2021, Blizzard will be adding a new mount to the game -- and this time players get to select which one of…

გაგრძელება

ხარება, როგორც გამოხსნის ზეიმი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 7, 2021.
საათი: 9:41pm 0 კომენტარი

      ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...

      ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters