მახსოვს, წინა ცხოვრებაში ვორდპრესელი ვიყავი. როგორც ახალბედა ბლოგერებს სჩვევიათ ხოლმე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები რომ არიან და უკვე დიადი მოაზროვნეები ჰგონიათ თავი, მეც რაღაცეებს ვპოსტავდი და დროს ამით ვჭამდი და საკუთარი თავით ვტკბებოდი.

გიყვარდეს შენ-მის-თვის, თვითტკბობა, ნარცისუსა, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     ჰოდა, ახლა ცოტა დრო რომ გავიდა და ცოტა გავიზარდე და საკუთარი თავით ტკბობა და ნააზრევების ფრქვევაც ცოტა მაღალ საფეხურზე რომ ავიდა, ამ გადმოსახედიდან ძველიდროინდელი ბლოგერობა სასაცილოდ მეჩვენება.

     რატომ გიყვებით ამას?! იმიტომ რომ წეღან ელექტრონულ ფოსტაში წერილებს ვეცნობოდი და უცბად ვორდპრესიდან გამოგავნილი წერილს შევეფეთე, 3 წელია არ გამოჩენილხარ და მოდი, გიკვდება ბლოგი და ან გადაარჩინე ან აღგავე პირისაგან მიწისაო. მეც შევედი და ერთი ძველპოსტთაგანი შემომეფეთა, რომელიც დიდი ხანია Privat რეჟიმზე მქონია გადაყვანილი - "არავინ წაიკითხოს" შიშით. გადავხედე და გულიანად ვიცინოდი ჩემს ნაწერზე. არადა, ეს ის ჩანაწერია, რომელიც ყველას ვაჩვენე, მეგობრებს და კლასელებს ვინ ჩიოდა, ჯგუფელებს, ნაცნობებს, შემთხვევით გამვლელებსაც კი ვეუბნებოდი. ☺ ჰოდა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ, აწ უკვე მოზრდილობაში, გავიხსენო ძველი საკუთარი თავით ტკბობა ☺ 

     ორი ადამიანის დიალოგია და სახელებზეც ბევრი რომ არ მეწვალა, ჩემი იმდროინდელი ინტერნეტ "ნიკი" გამოვიყენე და დავაცალკვე lsh და ისა.

     პოსტს ერქვა

გიყვარდეს შენ-მის-თვის!

ნაწილი I - სიყვარულის დაბადება

გიყვარდეს შენ-მის-თვის, სიყვარულის დაბადებია, love story, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     მე როგორც ბლოგერთა მეგობარი და ბლოგების აქტიური დამთავლიერებელი, არ შემეძლო მეც არ დამეწერა ისეთ "საზოგადოდსაყვარელ" თემაზე როგორიცაა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი . . .

     დავიწყოთ იმით თუ საერთოდ რა არის სიყვარული.

     ok. მოდით დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ რა ვიცი სიყვარულზე და საერთოდ რას ვფიქრობ ამ ტრანსცენდენტულის შესახებ...

     მოკლედ... ჩემი აზრით, "სიყვარული ესაა ადამიანის "უყველაზეუკარგესი" მდგომარეობა!" ვაუ!

     მაშ, რატომაა რომ ეს სიყვარული ხანდახან ასე გვატირებს?

     მოდით დავუკვირდეთ...

     ჯერ განვიხილოთ სიყვარულის სხვადასხვა სახეობები

     (ისე სიყვარული ერთია მაგრამ ხომ გაგიგიათ ქართულ სუფრაზე როგორ განასხვავებენ მათ?)

     სიყვარულზე პირველი რაც გვახსენდება ესაა ბიჭის და გოგოს, რომეოს და ჯულიეტას, ტრისტანის და იზოლდას, მოდილიანის და ჟანას, კვაზიმოდოს და ესმერალდას, ხუანის და ანასტასიას და თქვენ წარმოიდგინეთ ალბათ ზეზვას და მზიას სიყვარული...

     ჯერ ამ ჭრილში განვიხილოთ ეს, პირობითად გრძნობა - სიყვარული!

     რა ვიცი ქალ-ვაჟური სიყვარულის შესახებ? შეუყვარდა ბიჭს გოგო, გაანდო სიყვარული, თავი მოაწონა/შეაყვარა, მერე კოშკები აუშენა, სატრფოს ოცნებებს ფრთები თუ არა თითოოროლა ღერი ბუმბული შეასხა, მერე გოგონა მიისაკუთრა - თითზე პატარა, ოქროსფერი, ანდა, უკეთეს შემთხვევაში ოქროს რგოლით, მერე სამზარეულო-საძინებლის საბელი შეაბა ანდა გაუშვა საბერძნეთში მოხუცის მოსავლელად... (მწარე ქართული რეალობა). შეიძლება მუქ ფერებში დავხატე, მაგრამ მგონი არც ძალიან მუქია... თუ არადა გაიხსენეთ როგორ მთავრდება ნებისმიერი სასიყვარულო სერიალი, ანდა ამბავი წიგნებში, ანდა ზღაპრები... ბოლოს ყველა წერს რომ "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად!" ამ ბედნიერებას კი არავინ აღწერს...

     "მაგრამ რა სჯობს როცა საყვარელ ადამიანთან ერთად გავლი შენს ცხოვრებას?" - ტაში მეგობრებო, რა ფრთოსანი ფრაზაა, ვიშ რა კარგია!!!

     განა გიშლით რომ საყვარელ ადამიანთან ერთად განვლოთ თქვენი ცხოვრება?

     მოდით ჩემი პოსტის სათაურს ჩავეძიები და უფრო თვალნათლივ წარმოვაჩენ ჩემს სათქმელს...

     წავიდა:

     (სტანდარტული დიალოგი)

     lsh_მ დაკითხვა მოუწყო ისა_ს!

     - ისა როგორ ხარ?

     - კარგად lsh! შენ?

     - რავიცი მეც...

     - ძალიან კარგი...

     - გავიგე შეყვარებული გყოლია, მართალია?

     - კი lsh, კი.

     - გიყვარს?

     - კი, ძალიან!

     - კარგია! როდის შეგიყვარდა?

     - აი, რომ შევხვდი მივხვდი რომ მიყვარდა, ერთი ნახვით არა მაგრამ მერე ურთიერთობაშიც ისე ღია და ისეთი სასიამოვნო იყო რომ შემიყვარდა!

     - ვაა! მაგარია ისა, მაგარი! ლამაზია?

     - რას მეკითხები lsh?

     - უაზრო კითხვა იყო მაპატიე. კარგი... როდის უფრო გიყვარს როცა იღიმის თუ როცა ტირის?

     - რა გჭირს ბიჯო. რა თქმა უნდა როცა იღიმის!

     - მასაც უყვარხარ?

     - რავი მგონი მოვწონვარ.

     - რა თავს იმშვიდებ ბიჯო... ერთად ხართ?

     - კი. ჩემთანაა მაგრამ ჯერ თავს იფასებს, ხო აზრზე ხარ რა.

     - ჰოო... მაშ, მაგრად გიყვარს ხო?

     - კი. ძალიან მაგრად!

     - რას გააკეთებდი მისთვის?

     - სულ ყველაფერს!

     - სულ ყველაფერს?

     - აბა რა ბიჭო!

     - უარს იტყოდი მასზე?

     - რაა? - გაუცებული შეაჩერდა ისა თავის ბავშობის მეგობარს.

     - ხომ გიყვარს?

     - კი

     - ჰოდა უარი თქვი მასზე...

     - რატომ?

     - რავი, სიტყვაზე ისე ხდება რომ მასთან ურთიერთობა არ გამოგდის. რაღაც ხელს გიშლის, ან უბრალოდ არ უყვარხარ. ხვალ გეუბნება რომ აღარ მოსწონხარ, მასზე უარს იტყვი? აპატიებ? გეყვარება?

     - რეებს მეუბნები? თვითონ თუ არ ვუყვარვარ მე რა, როდემდე უნდა ვეფერო? ვდიო? არა ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი, მაგის წარმოდგენაც არ მინდა...

     - არა მე არ გეუბნები უნდა დიოთქო, და არც გეუნები ეგრე მოხდებათქო. უბრალოდ მაინტერესებს რამდენად გიყვარს რა... ხომ ამბობ მიყვარსო.

     - კი, მაგრად.

     - მაგრამ მიტოვებას ვერ აპატიებ ხომ?

     - არ მგონია ვაპატიო... პროსტა რატომ უნდა მიმატოვოს?

     - ხომ გითხარი სიტყვაზეთქო. აი, ახლა, მე კი მგონია რომ კი არ გიყვარს, უბრალოდ გინდა ის ადამიანი!

     - რაა? - გაუცებული შეაჩერდა ისა თავის ბავშობის მეგობარს.

     - ახლავე გაგარკვევ. როცა შეგიყვარდა ის შენი არ იყო... როცა შეგიყვარდა ის იღიმოდა...როცა შეგიყვარდა ის თავისუფალი იყო ყოველგვარი ურთიერთობებისგან... როცა შეგიყვარდა უყურებდი მას როგორც შეორეულს... შეგიყვარდა და სითბო იგრძენი სხეულში... რაღაც საოცარი განცდა, თითქოს დაფრინავ, თითქოს სამყარო შენია... შეგიყვარდა მაგრამ შენი არ იყო განა ასე არ არის?

     - კი!

     - ახლაც გიყვარს როცა მიგატოვა? ვთქვათ და მიგატოვა!

     - ვერ გადავიტან!

     - აუ არ გესმის! მოკლედ იცი რისი თქმა მინდა? ადამიანი შენი არაა რა... შეიძლება გიყვარს და თან ძალიან მაგრად, მაგრამ უნდა შეგეძლოს შორიდან გიყვარდეს რა... სიყვარული ესაა... ლამაზი, სპეტაკი, უმანკო სიყვარული ესაა... არ შეიძლება გოგოს ეუბნებოდე მიყვარხარო მხოლოდ იმიტომ რომ მასთან შემდგომში თუნდაც მრავალწლიანი, თანაცხოვრებიანი ალერსით დაკავდე... სიყვარული იცი რა არის? როცა გიყვარს ის, ისეთი როგორიცაა რა... როცა შენ არ შეხვალ მის ცხოვრებაში და საშენოდ არ მოაქცევ მას... ის გოგო ახლა შენთან რომაა, იცი როგორ ცხოვრობს? "აუ ეს რომ ჩავიცვა მოეწონება? ეს რომ წავისვა ხომ არ გამიბრაზდება? ნეტა რა უფრო მოსწონს ჩემში? ბევრს ხომ არ ვლაპარაკობ მასთან როცა ვარ? ხომ არ ვაწუხებ?". ხედავ როგორ შეცვალე იმ გოგოს ცხოვრება? განა ასეთი იყო როცა შეგიყვარდა? და თუ არა მაშინ გიყვარდეს, უსაზღვროდ გიყვარდეს მაგრამ შენი არ გეგონოს! და თუ ოდესმე დასჭირდები იცოდეს რომ გიყვარს შენ-მის-თვის!

     და თუ რატომ უნდა გიყვარდეს ამას თავად მიხვდები თუკი გაიხსენებ როგორ შეგიყვარდა...

ნაწილი II - ეს ხო წრეა?!

გიყვარდეს შენ-მის-თვის, ეს ხო წრეა, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა ჩემო ისა, რომ სიყვარული სინამდვილეში, სულაც არ გაქვს გულს როგორც ამას ხატავენ... სიყვარული სამყაროს ჰგავს...

     მრგვალია. აქვს დასაწყისი, დასასრული კი არა...

     ყოველშემთხვევაში ჩემი სიყვარული მინდა რომ ასეთი იყოს...

     და ასეთიც არის...

     დღეს სიყვარული და შეყვარებული გაიგივდა სტატუსთან...

     ანუ ხშირად მსმენია: "გახდები ჩემი შეყვარებული?" "გინდა შეყვარებულები ვიყოთ?" და მსგავსი სურვილები...

     შეყვარებულობა დასაკითხი რამ გახდა, არადა ის იმდენად პირადულია, იმდენად შენია რომ ვერასდროს ვერავინ გიბრძანებს ის შეიყვარე და ის შეიძულეო...

     საბოლოო სიტყვა შენ გეთქმის! განა გაგონილა შეკვეთით შეყვარება? რავიცი, ეგებ ვინმეს სმენია კიდეც...

     რასაც შენ გეუბნებოდი ჩემო ისა, ის ყველაფერი ლამაზი სიყვარულის გამო გითხარი.

     ანუ განა არ ხედავდი იმ ერთს ანგელოზად... განა მიუწვდომელი არ იყო შენთვის და ამ გამო არ თვრებოდი ღამ-ღამობით? განა ეს არ იყო ლამაზი?...

     განა მართალი არ იყო გალაქტიონი როცა ამბობდა:

     რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები...

     მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

     ხელუხლებელი როგორც მზის სხივი,

     მიუწვდომელი როგორც ედემი!

     არც მაშინ ცრუობდა როცა ამას წერდა:

     მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,

     როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,

     იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,

     არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...

     და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,

     ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...

     სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება

     და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.

     მოკელდ, ესაა ნამდვილი სიყვარული... როცა შეგიძლია არა მასთან ყოფნით, არამედ მასზე ფიქრით გაიხარო...

     როცა იცი რომ ის არავის ეკუთვნის... ან მხოლოდ მას, ვისთანაც უზომოდ ბედნიერია...

     ახლა შენ მეტყვი, ხომ შეიძლებოდა ჩემთანაც ბედნიერი ყოფილიყოო...

     კი, შეიძლებოდა... მაგრამ შენთვის ვინ იქნებოდა ის? ისეთივე ანგელოზი რომელსაც ვერასდროს მიწვდებოდი? თუ ჩვეულებრივი გოგონა რომელიც უკვე შენი და შენთან ყოფნით ხარობს?

     განა არ ჯობს არ იცოდე როგორია შიშველი, როგორია კოცნისას, როგორია საწოლში... ძალიან ცუდად ჟღერს მაგრამ ეს ყოველივე ხომ გათხოვებას, შეყვარებულის ცოლად მოყვანას თან ახლავს? განა არ ჯობს ამ ყველაფერს არ ხედავდე და მხოლოდ დღეგამოშვებით, ან თვეგამოშვებით, სადმე წააწყდე ქუჩაში მოსეირნეს, დაინახო როგორ იღიმის, როგორ შესციცინებს შვილებს და როგორ ევლება თავს...

     როგორ ზრუნავს მისი მეუღლე მასზე და როგორი ბედნიერია სხვასთან...

     განა ეს უნდა გეწყინოს? არვიცი, რავიცი...

     ჩემო ისა, მე ცოტა სხვაგვარად ვფიქრობ, ასე რომ დიდად ნუ ჩაიბეჭდავ ჩემს სიტყვებს გონებაში კარგი?...

     - არა lsh, კარგი იყო, დამაფიქრებელიც, მაგრამ ცოტა ძნელი, ამიტომ არ ვაპირებ მასე გავირთულო ცხოვრება!

     - ჰო, ეგ კარგი გადაწყვეტილებაა! იცი, ჩემი აზრით, სიყვარული, Alpen Gold-ის დიდ ბანბანერკას ჰგავს... გახსნი და კუთხიდან ერთ პატარა შოკოლადს მოიპარავ... მერე მეორეს... მერე შემოაცლი გარშემო კიდეებს... მერე შუისკენ გადახვალ და ბოლოს გამოაცარიელებ... თუ კი გაქვს სხვა შეკვრა, არც იმას დაინდობ...

     ჭეშმარიტი სიყვარულიც ასეა...

     თუკი ერთი ადამიანი, თუნდაც გოგონა, საცოლედ გამზადებული, შეგიყვარდება ჭეშმარიტი, ზებუნებრივი სიყვარულით, ეს ისეთი დიდი ნარკოტიკი იქნება შენთვის, რომ შენ ვერ შეძლებ არ უთხრა შენს ყველა მეგობარს რომ ისინი საკუთარ თავს გირჩევნია იმდენად გიყვარან, შენ ვერ შეძლებ საკუთარი შვილი განარჩიო ციგნის ბავშვისგან ფეხზე რომ შემოგხვევია ხურდას მოწყურებული თვალებით მზირალი. შენ ვერ შეძლებ რომ არ მოეფერო უამრავ მათხოვარს, ჭუჭყიანს, დასაბანს, ბინძურს... ვერ შეძლებ რომ არ ჩაეხუტო მათ, არ აგრძნობინო ის უდიდესი სითბო, რომელიც ჭეშმარიტმა სიყვარულმა შემოიტანა შენში...

     იცი, მეც ვარ შეყვარებული... მეც მყვარებია და მეყვარება კიდეც... მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვიქნები სიყვარულის ნატრული... მე სიყვარულზე შეყვარებული მინდა რომ ვიყო...

     და აქვე გეტყვი... ხომ ქრისტიანი ხარ, ჰოდა გავთამემდები და კიდევ მოგახვევ ჩემს აზრს თავს:

     ღმერთი არის სიყვარული,

     კაცი ღვთისა მსგავსება.

     აბა ხალხნო! თქვენ იხარეთ,

     სიყვარულის ხატებმა!

     იცი, ასე მგონია რომ სიყვარული არც ისე შორსაა ჩვენგან, ადამიანებში თუ მოვძებნით უმალ ვიპოვით...

     - გაფილოსოფოსებულხარ lsh!

     - სიყვარული ყველაფერშია ჩემო ისა...

ნაწილი III - სიყვარული პატიებით გაჟღენთილი

გიყვარდეს შენ-მის-თვის, უძღები შვილი, სიყვარული პატიებით გაჟღენთილი, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     - ეს ყვეალფერი კარგი ჩემო lsh, მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია, როგორაა შესაძლებელი იმდაგვარი სიყვარული, წეღან რომ დამიხატე ლამაზ ფერებში?

     - მიფიქრია, მიფიქრია და ახლავე მოგიყვები. ეგებ ერთად გადავწყვიტოთ - მართალი ვარ თუ არა...

     ჩემო ისა, ჩვენ ქრისტიანებს მარტივად შეგვიძლია სიყვარული ვისწავლოთ თუკი ჩავხედავთ ბიბლიას, ახალ აღთქმას და მოვუსმენთ იესო ქრისტეს.

     მაგრამ ვისაც არ უნდა ჩახედვა და არც ქრისტიანობა ეხალისება, მათთვისაც ხომ არსებობს სიყვარული.

     მოდი, ყველასთვის მისაღები რომ იყოს, სიყვარულზე არა ჩვენი რჯულით, არამედ ისე, სახალხოდ ვისაუბროთ. (საბოლოოდ მაინც ქრისტემდე მივალთ, იმიტომ რომ სიყვარული იგია, მაგრამ ვნახოთ სააქაო აპექტებით რა გამოგვივა).

     შენ მკითხე თუ გიფიქრიაო და მოდი იმას გეტყვი რაც მოვიფიქრე.

     ამოსავალად ისევ გოგო-ბიჭის სიყვარული ავიღოთ და ეგებ იქიდან განვაზოგადოთ.

     იცი ისა, შენ მითხარი რომ შენი გულისსწორი შეგიყვარდა ურთიერთობიდან, ისეთი ღია და სასიამოვნოაო. ანუ ადამაინი რომ შეიყვარო საჭიროა მასთან თავს კარგად გრძნობდე, შენი ესმოდეს, სასიამოვნო იყოს. ანუ უნდა გქონდეს კომფორტი, სიმშვიდე უნდა მოდიოდეს მისგან და მასთან ურთიერთობისგან.

     და როდის კარგავ სიმშვიდეს? როცა ვერ გიგებს. რატომ ვერ გიგებს? ალბათ როგორც შენ ეუბნები მას: "შენი თვალებით არ ხედავს სამყაროს." ასეა? ჯერ-ჯერობით მეთანხმები ხომ ისა?

     - არა, ჩვენ არ გვიჩხუბია ჯერ, თუმცა ალაბთ ეგ კლასიკური მიზეზი იქნება. კი გეთანხმები და გისმენ.

     - აჰა, კარგი. განვაგრძოთ. მოდი ძალიან გარედან რომ არ მომივიდეს შემოვლა, მთავარზე გადავიდეთ...

     იცი ადამიანი მშვიდად როდისაა?

     - როცა ქვეყანაში სიმშვიდეა, როცა ეკონომიკურად არ უჭირს, როცა პირადი ურთიერთობები დალაგებულია.

     - გენაცვალე შენ! რა კლასიკური განმარტებაა სიტყვა სიმშვიდისა. მეკი მგონია, რომ ადამიანი მაშინაა მშვიდად, როცა პატიების ნიჭი და უნარი გააჩნია. აი, დაუკვირდი. რას ვერ აპატიებს საყვარელ ადამიანს?

     - ღალატს - ჩაეცინა.

     - ოჰო, ფორუმებზე დაძვრები?

     - ჰო, ესეც ხომ კლასიკური პასუხია.

     - არა მარტო ეგ, მეორეც არის - "ტყუილს"

     - ჰო მართალია. რაივიც lsh ბევრ რამეს ვერ ვაპატიებ ალბათ.

     - ჰოდა მაშინ დაკარგავ სიმშვიდეს. აი დაუკვირდი. შენ ამბობ რომ შენს შეყვარებულთან თავს მშვიდად გრძობ როცა მასთან ხარ. შენი აზრით რატომ? რაიმე ზებუნებრივი ელექტროტალღები აქვს თუ განსაკუთრებული აურა? არა. იმიტომ გრძნობ თავს მშვიდად, რომ მასში ნაკლს ვერ ხედავ, ის იდეალურია, ის ანგელოზია, ის საოცნებოა, ის ღვთაებრივია. შესაბამისად თვალს ხუჭავ ან ვერც კი ამჩნევ მის ცუდ მხარეებს. მაგრამ განა ის მართლა ასეთია? მაშ რა გამოდის? ეს იგივე ხომ არ არის, რომ იმ ადამიანს პატიობ ყველაფერს, ვიდრე ზღვარს არ გადავა. მაგრამ ამ ზღვარსაც შენ აწესებ, და თუ გინდა მოხსნი მას. პატიების არსიც სწორედ ისაა რომ თვალი დახუჭო, გულში არ ჩაიდო, ამათუიმ ადამიანის, მეგობრის, ახლობლის შეცდომა, ნაკლი, ცუდი მხარე. უმალ დაივიწყო და არათუ მას არ გაახსენო, არამედ შენს თავსაც კი არ გაუმხილო რომ მასზე გაქვს ცუდი ცნობები თუ როგორი უპატიო საქციელი ჩაიდინა მან, როგორ მოიტყუა, როგორ მოიპარა, როგორ გააუპატიურა, და თუნდაც, როგორ მოკლა. იცი ამის პატიებაც შეიძლება თურმე. და თუ აპატიებ სიმშვიდეს იგრძნობ. გაიხსენე რა აღგაშფოთებს ხოლმე.

     - პრეზიდენტი როცა საუბრობს ეთერში ტყუილებს.

     - რა პოლიტიზირებული ხარ, საწყენია.

     - ან, ქართული გადაცემების სისულეები. ესეც მაბრაზებს.

     - შეყვარებულ კაცს, ტელევიზორისთვის დრო როგორ გაქვს?

     - რავიცი, სულ ჩართულია და...

     - turn off! კარგი, ეგ მაგალითიც გამოდგება. იმისთვის რომ აპატიო, უნდა გაუგო. ანუ რასაც შენ ეუბნები გოგონას, სრულიად მართალია. გაუგე ადამიანს და აპატიებ. შეეცადე მისი თაველბით შეხედო სამყაროს, მის ფეხსაცმელში ჩადექი და მერე გაუგებ ადამიანს. გაიგებ რას და რატომ აკეთებს.

     ჩემო ისა, სიყვარული აქედან იწყება. არამშვიდ ადამიანში ძნელია სიყვარული იპოვო, მითუმეტეს თუკი შენ არ იქნები მშვიდი.

     და სიმშივიდე პატიებას მოაქვს, პატიებას რომელიც ძალიან დიდია.

     ჩვენ ვერ ვპატიობთ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და აბა ჩვენს მტრებს როგორ ვაპატიოთ?

     ჩვენ ვწუხვართ როცა ფული არ გვაქვს. ხომ ასეა?

     - კი. ყველა წუხს.

     - მეც მაგას ვჩივი. ესეც ვერ პატიობაა. იცი რატომ? ჩემი უფულობა იზომე სხვისი ფულიანობით, მე მაშინ ვამბობ რომ ფული არ მაქვს, თუკი სხვის ჯიბეში ვხედავ მწვანე კუპიურებს. ანუ ვერ ვპატიობ ვერ მას და ვერც ჩემს თავს რომ მეც არ მიკავია ფრანკლინის პორტრეტი. სწორედ ესაა ჩემი ვნებათაღელვის მიზეზი. კვლავ უპატიობა, კვლავ მიუტევებლობა. და თუკი არ შეგიძლია ადამიანს აპატიო, როგორ უნდა შეიყვარო და მასზედ კარგი როგორ უნდა იფიქრო? ამიტომ მოდი ვაპატიოთ ყველას ყველაფერ ხომ?

     - მგონი ბევრს ითხოვ lsh.

     - არა, ყოველშემთხვევაში შეუძლებელს არა. იცი, ბევრს ჰგონია, რომ ქრისტემ ღმერთი რადგან იყო, ამიტომ დაითმინაო. ასე არ არის ჩემო კარგო. ქრისტე სრული კაცი იყო, სრული ადამიანი. ის არც მითია და არც მოთხრობების პერსონაჟი. ადამიანი იყო რომელსაც ისევე სტკიოდა, ისევე შიოდა, ისევე განიცდიდა როგორც ჩვენ, ჩვენზე უფრო მეტადაც. და შესაბამისად თუკი შეძლო მან და აპატია, მოითმინა, განა ჩვენ არ შეგვიძლია? თუ არადა მარტო ქრისტეს მაგალითი ხომ არ გვაქვს? განა სხვა ბევრ ადამიანს არ ვიცნობთ რომელნიც ითმენე, პატიობენ? ეს ყველაფერი ხომ შედარებითია? მე იმიტომ გესაუბრე ქრისტეს მაგალითზე, რომ ისაა უმაღლესი გამოვლინება და რაც უფრო ზენაარს, იდეალს აიღებ შესადარებლად განა მით უკეთესი არ იქნება შენი ნაკეთობა? ასეა ადამიანიც... იმიტომ ვერ ვპატიობთ სხვებს რომ გვგონია მათზე უკეთესები ვართ... შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ შენც ხომ ხარ ვიღაცაზე იმდენადვე უარესი როგორც ის "ცუდი" ადამიანი შენთან შედარებით? მაშ, შენც მოგიძაგონ? არ გაპატიონ?

     მოკელდ, ბევრი ვისაუბრე ჩემო ისა, და ცოტა გავცდი მთავარ აზრს რაც მინდოდა დღეს შენთვის რომ მეთქვა. შესაყვარებლად საჭიროა პატიება. პატიება ყველაფრის...

     - და როგორ მივხვდე ჭეშმარიტად მიყვარს თუ არა? ანდა გავზომო სიყვარული?

     - ისევ პატიებით. პატიებით ისა... იმით უნდა მიხვდე რამდენად გიყვარს ადამიანი, რამდენადაც პატიობ.

     - კარგი.

ნაწილი IV - თავისუფლების აღკვეთა

გიყვარდეს შენ-მის-თვის, თავისუფლების აღკვეთა, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     - კარგი lsh კარგი! მგონი რაღაც გავიგე...

     - ჰო, მეც მაგის იმედი მაქვს.

     - მაგრამ თავიდან ცოტა ცუდად დაიწყე და შემაშინე ბიჯო...

     - არა ჩემო ისა. თავიდან იმიტომ დავიწყე იმდაგვარად რომ დღეს ხშირია შემთხვევა როცა სიყვარულს უხსნიან გოგონებს და მერე კარგავენ თავისუფლებას.

     - რაა? ეგ რაღა შუაშია?

     - შუაში კი არა, თითქმის რომ თავშია...

     - აბა მოჰყე!

     - რა მოყოლა უნდა... განა შენ არ თქვი რომ შეყვარებულები ხართ და ერთად ხართ?

     - ჰო?

     - ჰოდა დაგაბა რა...

     - ეგ რომ დავინახე მაშინ დამაბა...

     - იცი ისე მელაპარაკები ერთი პოემა მახსენდება და ამონარიდი იქიდან...

     - მაინც?

     - აი, ნახე: "... ერთხელ გათენებისას დავინახე - ბაღის აუზში ბანაობდა. იმ ქაფს გეფიცები, საიდანაც აფროდიტე დაიბადა, რომ ცისკრის სხივები ატანდა მის სხეულში, ისე მეგონა მზე რომ ამოვიდოდა, მისი სხივები გაადნობდნენ... მას აქეთ დამავიწყდა რა არის მოსვენება..."

     - ჰა, ჰა... თითქმის ათიანში მოარტყი...

     - ჰო. ვიცი!

     - და მაინც რატომ აკარგვინებსო სიყვარულის გამხელაო თავისუფლებასო, რას ამბობდი?

     - რას და იმას ჩემო ისა რომ... შენ თქვი მიყვარდაო და ამით დაგატყვევა მან, მაგრამ ვიდრე გაუმხელდი გრძნობას, სახლში რომელ საათზე მიდიოდი?

     - ლექციები მერე პირდაპირ.

     - გამარჯობა შენი. ახლა?

     - ახლა რომ მოვივლი ნახევარ თბილისს მერე...

     - მგონი მოგიგე ხომ?

     - მაგრამ რა აზრი აქვს ამას lsh? მასთან არ ვიყავი მაგრამ სულ მასზე ვფიქრობდი და გინდა ადრე მიდი სახლში, გინდა გვიან...

     - კი. ეგ მართალია ჩემო ისა, მაგრამ მე ეგ მარტო შეყვარებულზე ან საცოლეზე არ მითქვამს. მგონი რომ ბევრი მეგობარი გყავს ვისაც ეუბნები რომ გიყვარს ხომ?

     - კი, რავი... არც ისე მაგრამ მაინც.

     - ჰოდა, ამ დროს რა ხდება იცი? ვისაც გაუმხელ მიყვარხარო, ყველას თავისი ჰგონიხარ და გიფრთხილდება ან გიყენებს იმდაგვარად როგორადაც თავად სიამოვნებს...

     - ეგ ცუდია.

     - კი, ცუდია, საშინელია მაგრამ ფაქტია... უყვარხარ, გიყვარს, მიეჩვევი, მეგობრობთ და ღმერთმა ნუ ქნას რაიმე შეგეშალოს - უმალვე ძელზე გაგკიდებენ. მიზეზად იმას მოგიდებენ რომ აი, შენ ხომ მიცნობ, შენ ეს უნდა გცოდნოდა, შენ ხომ მეუბნები რომ გიყვარვარ. ამიტომ მე მაინც მგონია რომ ჯობს გიყვარდეს, მაგრამ არასდროს არავის გაუმხილო რომ გიყვარს რა...

     - მაგრამ ეგეც ძნელია როცა საქმე შეყვარებულს ეხება...

     - მაგაზე უკვე ვისაუბრეთ და თავიდან ნუ დამაწყებინებ კარგი?

     - კარგი, კარგი...

     - და კიდევ: სიყვარული მაგარი რამაა... ბედნიერების საზრისი სიყვარულია... თუკი ცხოვრების საზრისი ბედნიერებაა, კეთილდღეობაა, რომელიც დაგვისახავს საუკუნო, მარადიულ ცხოვრებაში და ა.შ. მიღწევა ამ ბედნიერებისა ამ ქვეყანაზევე შეიძლება და მისკენ მიმავალი გზა არის - სიყვარული.

     - ისევ ფილოსოფია...

     - სხვათაშორის ფილოსოფიაზე ერთი მწერალი ამბობს: "ფილოსოფოსობა უფრო ადვილია, ვიდრე კარგი რჩევის მიცემა."

     - ჰო, ეგეც მართალია...

     - და კიდევ... ნუ დაარქმევ იმას სიყვარულს, რასაც შენი და შენი შეყვარებული ეძახით თქვენს გრძნობას! ეგ სიყვარულის მემილიონედი ანარეკლია... და ხანდახან დამღლელიც

     - ცუდი რამე მითხარი.

     - არა ისა, ეს პირადად შენ კი არა, ზოგადად ქალ-ვაჟურ სიყვარულზე ვთქვი... ასეა... ცუდია როცა სიყვარული დაგღლის! და თუ გრძნობ დაღლას, ე.ი. ეს სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი...

     - ჰო...

ნაწილი V - "ჭეშმარიტი სიყვარული"

გიყვარდეს შენ-მის-თვის, მშვიდობა ყოველთა, ჭეშმარიტი სიყვარული, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     - მოდი ჩემო ისა საუბარი აქ დავამთავროთ. მგონი ცოტა მაინც მოვიოხეთ გული სიყვარულზე საუბრით.

     - კი, კარგი იყო...

     - წეღანაც გითხარი ქრისტიანი ხომ ხართქო, ჰოდა ამ რელიგიაში სიყვარული უმთავრესი რამაა.

     - კი ვიცი lsh.

     - ჰოდა რომ იცი, აი აიღე ეს წერილი სიყვარული მოციქულისა და ხშირად წაიკითხე.

     - ეს რა არის?

     - ეპისტოლენი იოანე მოციქულისა რომელიც გვასწავლის ჭეშმარიტ სიყვარულს.

     - ვახ რა კარგია.

     - ჰოდა, აბა შენ იცი. ჯეროვნად მოიხმარე.

     - არ გინდა ერთად წავიკითხოთ?

     - კარგი ისა. მოდი წავიკითხოთ.

     რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ. ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი. ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ? შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.

     - ესაა ერთ-ერთი მცირე ამონარიდი ჩემო ისა ამ განიალური ნამუშევრისა.

     - კი, ძალიან კარგია lsh.

     - ჩემი რჩევა იქნება თუ სულ წაიკითხავ ამ ეპისტოლეებს, მერე მართლაც მიხვდები რამდენი შეუძლია ადამიანის სიყვარულს და რომ მართლა შეუძლია ეს ფაქტია.

     - კარგი. დიდი მადლობა.

     - აბა ნახვამდის ჩემო ისა. ქრისტე-სიყვარული არს ჩვენს შორის.

     - არს და იყოს!

     დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . .

ნახვა: 1312

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიალოგი, ვარიაცია, თავისუფლება, ნარცისიზმი, სიყვარული

khatuna zitanishvili: თებერვალი 20, 2015||11:30pm

ყველაფერი - შენ, გენიალურო! ))) 

ლალი დავითაძე: მარტი 13, 2015||6:20pm

წრფელი და ნამდვილი სიყვარული  იმდენად კარგად და თითქმის ამომწურავად არის აქ გადმოცემული....ლაშა საუკეთესოა ეს  ნაწერი  შენსავით,იმიტომ რომ ადამიანმა ეს თუა არ განიცადა ისე ვერ დაწერს ♥♥♥

ლაშა: მარტი 13, 2015||6:40pm

ლალი დავითაძე გაწითლების ღიმილაკი რომ იყოს, ალბათ ათობით დავწერდი :) დიდი მადლბა ამ კომენტარისთვის ♥ რაც შეეხება განცდას, კი, იყო ასეთ განცდების დროც ჯეელობაში :)) ♥ 

ლაშა: მარტი 13, 2015||6:41pm

Kakha ამბიონზე დამინახე ხო? :D

ლალი დავითაძე: მარტი 13, 2015||6:44pm

არაფრის :))) ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters