qwelly | წიგნები | ბლოგი | პოლიტიკა | საბჭოთა კავშირი | წარმატება

   წიგნი გამოცდილების შესახებ. როგორ ხდება გამოცდილების გადაცემა; რა ხდება ამ გადაცემისას; ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა საერთოდ გამოცდილების გადაცემა, როგორც სოციალური ფაქტი, თუ ის მორიგი ინტელექტუალური მითია; იქნებ მხოლოდ გამოცდილების გადაცემა არსებობს და მეტი არაფერი? თუმცა, მივყვეთ წიგნს თავიდან: მოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდება. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი პროტაგონისტი და სიუჟეტი აქვს. სიუჟეტები არ იკვეთება. პრინციპში, ერთი შეხედვით, მათ საერთოც არაფერი აქვთ, აშკარა საერთო პოსტსოციალისტური background-ის გარდა.

   პირველი სიუჟეტი პოლიტიკოსის შესახებაა, მეორე – შეყვარებულების ურთიერთობის, მესამე – მეომრების. სამივე სიუჟეტს მოკლედ მოვყვები, იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, თუ რის თქმა/ჩვენება სურს პაველს.

   როგორც უკვე ვთქვი, პირველი სიუჟეტი პოლიტიკოსზეა. ტექსტიდან ირკვევა, რომ ის წარმატებული პოლიტიკოსია – თავის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილია თავისი „პოლიტიკის ხელოვნებით“: ყოველთვის შეუძლია დასახულ მიზანს მიაღწიოს და ამ გზაზე „გონივრულ“ მსხვერპლსაც არ ერიდება. რომანის პირველ ნაწილში მისი ცხოვრების ერთი დღის გადმოცემა ხდება მის მიერვე მოყოლილი ცხოვრებისეული ფილოსოფიის ფონზე, რომელიც უცნაურად და ოდნავ პრიმიტიულად კი ჟღერს, მაგრამ ორიგინალურად და „თავისთავადად“ გამოიყურება. ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკოსს დაჰყვება, აუდიოჩანაწერებს აკეთებს: ის ცდილობს, რესპონდენტის პოლიტიკოსად ჩამოყალიბების რეკონსტრუქცია მოახდინოს, აღწეროს პროცესი, თუ როგორ და რა პირობებში შეიმუშავა პოლიტიკოსმა ეს ორიგინალური ხედვა და შემდეგ როგორ გახდა ის მისი ცხოვრებისა და მოქმედების საფუძველი.

   სიუჟეტის ბოლოს, რეპორტაჟში, პოზიტიური ფონის შესაქმნელად, ჟურნალისტი გადაწყვეტს, ეწვიოს პოლიტიკოსის ლოგინად ჩავარდნილ დედას. ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არა აქვს, როდესაც პოლიტიკოსის დედა ხანგრძლივი საუბრის დროს ზუსტად იმ „ორიგინალურ“ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ყვება, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტს პოლიტიკოსის ავთენტური და „ცოცხალი“ გონების მანიფესტაცია ეგონა. ჟურნალისტი ცდილობს ამ „აღმოჩენის“ შესახებ პოლიტიკოსს ელაპარაკოს, მაგრამ, პოლიტიკოსს, უბრალოდ, არ ესმის, რის თქმა სურს ჟურნალისტს. საბოლოოდ, რა დაწერა ჟურნალისტმა პოლიტიკოსის შესახებ ან დაწერა თუ არა საერთოდ რამე – მკითხველისათვის უცნობი რჩება. ამ ნაწილის ბოლო სცენაში ჟურნალისტი სოფელში მამის სანახავად მიემგზავრება.
მეორე სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის და კაცის ურთიერთობას ეხება. ქალი მოჰიპო მსოფლმხედველობის მატარებელია, კაციც არ ამბობს უარს „თავისუფალ სიყვარულზე“. ერთ-ერთი დიალოგისას ქალიც და კაციც, 60-იანი წლების სტილში, აკრიტიკებენ ერთგულებასა და ცოლქმრობას – ამბობენ, რომ სიყვარული და საკუთრება სხვადასხვა რამეა; რომ მხოლოდ რეპრესიული კულტურის შედეგია ის, რომ სიყვარული საკუთრებასთან და დასაკუთრებასთანაა დაკავშირებული. რომანის ეს ნაწილი ძალიან მუსიკალურია – ხშირია დიალოგი სექსზე, როგორც მუსიკაზე, კონკრეტულად კი პარტნიორებზე, როგორც ერთსა და იმავე დროს მუსიკოსებსა და ინსტრუმენტებზე.

   ორიგინალური და ინტელექტუალური შედარებაა. შემთხვევითი არ არის, რომ წიგნის ეს ნაწილი ჰამლეტის ფრაზით იწყება, როდესაც ის როზენკრანცთან და გილდენსტერნთან საუბრის დროს საკუთარ თავს რთულ მუსიკალურ საკრავს ადარებს. მუსიკალური სასიყვარულო სცენების აღწერის წაკითხვისას ძალაუნებურად უბრუნდები ზემოხსენებულ სცენას „ჰამლეტიდან“ და ახლებურად აღიქვამ მას, ან გეჩვენება, რომ აღიქვამ. წიგნის ეს ნაწილი ყველაზე რომანტიკულია. სათაურიც ამ ნაწილიდანაა აღებული: შეყვარებულებს თამაში აქვთ, რომელშიც ერთმანეთს ამ სახელებს „თვალების ზღვას“ და „სმენის უდაბნოს“ უწოდებენ. თამაში ამ სახელებიდან სხვადასხვა კომბინაციების შექმნა და მათთვის მნიშვნელობების მოფიქრებაა. ეს მნიშვნელობები ყოველდღე სხვადასხვაა და სხვადასხვა შემთხვევითობასა და მოთამაშეების ფსიქოლოგიურ განწყობებზეა დამოკიდებული. საინტერესო და ავანგარდული ურთიერთობაა. კრიზისი შეყვარებულების ურთიერთობაში უცბად, ერთი შეხედვით ავტორის სურვილით დგება: კაცი უხსნის ქალს, რომ მას არ შეუძლია მასთან ურთიერთობა, რაკი იცის, რომ მის შეყვარებულს მხოლოდ მასთან არა აქვს სასიყვარულო ურთიერთობა; რომ მას ვერ ეყვარება ადამიანი, თუკი ეცოდინება, რომ ის სხვასთანაც ურთიერთობს. და ა.შ. ამ ნაწილის ბოლო სცენა ღამის ბარში ხდება, სადაც ქალი თავის მეგობარს უყვება შეყვარებულთან დაშორების ამბავს და ვარაუდს გამოთქვამს, რომ კაცს ალბათ აღარ უყვარდა და მხოლოდ დაშორებისათვის გამოიგონა ეს არგუმენტი – მისთვის ნაკლები ტკივილი რომ მიეყენებინა.

   მესამე სიუჟეტი ბრძოლის წინა ღამის ორ სცენას აღწერს. ორივე სცენა დიალოგებითაა მოწოდებული. ერთში თანამედროვე ჯარისკაცები საუბრობენ. როგორც დიალოგიდან ირკვევა, ისინი ყოფილი სოციალისტური არმიის ოფიცრები არიან. მათი საუბარიც საკმაოდ სალდაფონური და საბჭოთა „სუნითაა“ გაჟღენთილი. მეორე დიალოგი მემამულეებსა და რაინდებს შორის მიმდინარეობს. ისინი ერთმანეთს სუბორდინაციის დაცვით ელაპარაკებიან, არკვევენ გლეხების, მიწის, სახლების, ქონების შესაძლებელი გაყოფის ამბებს. სანამ მეორე დიალოგის ბოლოში გახვალ, გგონია, რომ წიგნის ეს ნაწილი სამყაროს ამაოებასა და უცვლელობაზე მითითებაა, თანამედროვე და შუა საუკუნეების ჯარისკაცების იგივეობაზე ბანალური ხაზგასმით.

   მოულოდნელია ამ, მესამე ნაწილის ბოლო, სადაც ორივე მოსაუბრე ჯგუფი გამოდის მიწურებიდან, სადაც ღამე გაატარეს, ექცევიან ტანკების, ქვემეხების, ჯავშნიანი მანქანების, ანუ თანამედროვე შეიარაღების გარემოში და ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიან შეტევაზე. ბრძოლის დასრულების შემდეგ ირკვევა, რომ ეს XX საუკუნის 90-იან წლებში რომელიღაც აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში მომხდარი „კომუნისტებისა“ და „ნაციონალისტების“ ბრძოლის აღწერაა.

   მიუხედავად იმისა, რომ რომანის სამივე ნაწილი საინტერესოდ იკითხება, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ეს სამი ამბავი ერთ რომანში გაერთიანებული, რა არის მათში საერთო. ვფიქრობ, გარეგნული სიმსუბუქისა და სიხალისის მიუხედავად, „მისი თვალების ზღვა“ პესიმისტური და ტრაგიკული რომანია: სამივე ამბავი გვიყვება იმაზე, თუ ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში როგორ არიან განათლებული, ჭკვიანი, გამბედავი ადამიანები დამოკიდებული არა იმაზე, რაც მათ გამოცდილებით შეიძინეს და მოიფიქრეს, არამედ იმაზე, რაც უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღეს – სულერთია საიდან საკუთარი მშობლებისგან თუ გარემოსგან. ეს წიგნი პირადი გამოცდილების უმნიშვნელობის და ჩვენი საზოგადოებრივი თუ პიროვნული გარსების სასაცილოობის შესახებ გვიყვება.

ნახვა: 279

ტეგები: blog, book, post, qwelly, ბლოგი, პოლიტიკა, პოსტი, ფსიოქლოგია, წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ევროპული გადაწყვეტა ჩვენი პრობლემების

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters