ჩინური ტრიადები – მსოფლიოს ეთნიკური ბიზნესის უმსხვილესი დაჯგუფება და ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე ორგანიზებული მაფია. ტრიადები აკონტროლებენ და იცავენ ჩინურ ბიზნესს ადგილობრივი რეკეტისგან (მათ შორის სახელმწიფო აპარატებისგან) დედამიწის მთელ ტერიტორიაზე. ორგანიზებით და ეფექტურობით ვერც იტალიური, ვერც რუსული, ვერც სხვა რომელიმე მაფია ტრიადებს კონკურენციას ვერ გაუწევს.
ტრიადის ცნება უკავშირდება სამყაროს კონფუციანურ აღქმას. ობიექტურად არსებულ ტრიადაში (დედამიწა – ადამიანი - ზეცა) ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს აერთიანებს. კრიმინალური “ფილოსოფია” მსოფლიო ჩრდილოვანი ეკონომიკის ცენტრში აყენებს ტრიადას, რომელიც უზრუნველყოფს ჩინური ბიზნესის განუწვეტლობას.


პირველი საიდუმლო ორგანიზაციები (ტრიადები) გაჩნდნენ ჩინეთში 1674 წელს და პოლიტიკურ მიზნად ისახავდნენ მანჯურთა მმართველი დინასტიის ხელისუფლებიდან მოშორებას. შემდგომში ტრიადებმა კრიმინალური დაჯგუფებების საიდუმლო სინდიკატში ტრანსფორმირება განიცადეს. ტრიადების ფორმირებაზე სამხრეთ -ჩინური ზღვის მეკობრეებმაც გავლენა მოახდინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ტრიადები მსოფლიოს უძველესი დამნაშავე ორგანიზაციებია, ცნობები მათ შესახებ ბევრად უფრო მცირეა ვიდრე კოზანოსტრაზე ან იაკუძაზე. ტრიადების კონტროლქვეშ არის სათამაშო ბიზნესი აომინში (მაკაო). ეს ყოფილი პორტუგალიის კოლონიაა, რომელიც “აღმოსავლურ მონტე -კარლოდ” არის ცნობილი. სათამაშო ბიზნესის მოგება აღემატება აშშ-ს 2 მილიარდ დოლარს, რაც აღემატება “ამერიკული რულეტის დედაქალაქის” ლას - ვეგასის მოგებებს. ტრიადები მშვენივრად გრძნობენ თავს სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის “მაღალდონიან” კორუფციულ ქვეყნებში.
ტრიადებისთვის პერსპექტიულ რეგიონად ითვლება კრიმინალურ -კორუმპირებული დემოკრატიის ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში.
ჩინური ტრიადების რელიგიურ საძირკველს წარმოადგენს XII საუკუნეში დაარსებული “თეთრი ლოტოსის კავშირი” –ს ბუდისტური სექტა, რომელიც XIV საუკუნეში გართიანდა სხვა ბუდისტურ სექტებთან იუანის მონღოლური დინასტიის წინააღმდეგ და მინის დინასტიის დროს (1368-1644) მათ არაერთგზის მოუმზადებიათ ანტისახემწიფოებრივი აჯანყებანი.
სამხრეთ ჩინეთის საიდუმლო ორგანიზაციების სათავეში (პროვინცია გუანდუნის ჩათვლით) იდგა “ზეცის და მიწის საზოგადოება”, რომელსაც გამოეყო “სამი თანხმობის (ჰარმონიის) საზოგადოება” ანუ ტრიადის საზოგადოება. ეს უკანასკნელი XVII საუკუნის მიწურულს მანჯურებთან საბრძოლვევლად ლტოლვილმა ბუდისტ-მონაზვნებმა ჩამოაყალიბეს.
საზოგადოების გერბი გახდა ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელიც “ზეცა - დედამიწა - ადამიანი” –ს სამგვამოვნებას გამოსახავდა. ტერმინი  ”ტრიადა” მეცხრამეტე საუკუნეში ბრუნვაში შემოიღო ჰონგ-კონგის ბრიტანულმა ადმინისტრაციამ და იმ დროიდან ის ჩინური მაფიის (ორგანიზებული დანაშაულის) სინონიმი გახდა.
პროვინცია გუანდუმში უპრეცენდენტო კორუფციის ფონზე ოპიუმით ვაჭრობის გარშემო ჩამოყალიბდა ძლიერი ნარკომაფია. ოპიუმის შემოტანის აკრძალვის მცდელობას მოყვა პირველი ოპიუმის ომი (1841). ჰონგ-კონგი გამოცხადდა თავისუფალ პორტად და ოპიუმით ვაჭრობამ ახალი სუთქვა შეიძინა. ნანკინის ხელშეკრულებით 1842 წ. ჩინეთმა ჰონგ-კონგის კუნძული დაუთმო დიდ ბრიტანეთს და თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნა: შანხაი, გუანჯოუ, ნინბოუ, სიამინი და ფუჩჟოუ. XIX საუკუნის შუა წლებში ჰონგ-კონგში უკვე არსებობდა ოცზე მეტი საიდუმლო საზოგადოება, რომელნიც აკონტროლებდნენ არა მხოლოდ ოპიუმით ვაჭრობას არამედ ჰონგ-კონგის ჩინური სათვისტომოსთვის ჩრდილოვანი ადმინისტრაციის როლს აღასრულებდნენ. ტრიადები ტაიპინის ჯანყის დროს (1850 -1870) გაძლიერდნენ, რომელიც მანჯურული ცინის დინასტიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოკრივეთა აჯანყებაში (1893 – 1901 ) უცხოური ჩარევის წინააღმდეგ: ეკონომიკაში, შიდა პოლიტიკაში და ჩინეთის რელიგიურ ცხოვრებაში. ტრიადები ცდილობდნენ ეხსნათ “ცისქვეშეთი” დასავლური ქრისტიანული გავლენისგან.
1850 წლის შემდეგ სულ რაღაც 25 წლის განმავლობაში ჰონგ-კონგიდან და მაკაოდან ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ავსტრალიაში საცხოვრებლად ნახევარმილიონ ჩინელზე მეტი გადასახლდა. მათ კვალს მიყვნენ ადგილობრივი განგსტერებიც, რომლებმაც ჩაინატაუნები ჩრდილოვანი კონტროლის ქვეშ აიყვანეს.
1856 წელს “ცივილიზებულმა ” ევროპელებმა (ინგლისელები, ფრანგები) და ამერიკელებმა დაიწყეს მეორე ოპიუმის ომი და “ცისქვეშეთის” დედაქალაქის აღების შემდეგ 1860 წელს ხელი მოეწერა პეკინის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც სავაჭროდ საზღვარგარეთის კომპანიებს ტიანძინი გაუხსნა და ნება დართო ჩინელი გასტარბაიტერები(კული) მონურ ძალად ბრიტანულ და ფრანგულ კოლონიებში გამოეყენებინათ. საბოლოოდ იყო ლეგალიზებული ვაჭრობა ოპიუმით, რომლის სათავეში ჰონგ-კონგში 70-იან წლებში ინგლისელების ნაცვლად ბომბეის “დავით სასუნი და კ” გავლენიანი სეფარდი ებრაელების სასუნთა ოჯახის კომპანია ჩადგა .
ოპიუმის ომების შედეგად, ევროპელთა და ამერიკელთა წყალობით, ჩინეთის მოსახლეობის “დემოკრატიული” ნარკოტიზაცია განხორციელდა. 1842 წლიდან 1881 წლამდე ნარკომანთა რაოდენობა იმპერიაში გაიზარდა 2 მილიონიდან 120 მილიონ ადამიანამდე. ცისქვეშეთის იმპერიის ყოველი მესამე მოსახლე ნარკომანი გახდა.[1]
XIX საუკუნის 90-იან წლებში ჰონგ-კონგის, შანხაის და კანტონის ფარულმა საზოგადოებებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ჰომინდანის პარტიას და ჩინური რესპუბლიკის დამაარსებელს, ჩინური ბურჟუაზიული რევოლუციის ბელადს და სულის ჩამდგმელს სუნ იატცენს.
ჰონგ-კონგის ტრიადის ბაზაზე შეიქმნა “ერთგულების და ჰარმონიის ლოჟის” კავშირი, რათა კოლონიაში მოღვაწე ანტი-მანჯურულ ძალებისთვის ხელი შეეწყოთ. 20-ბის შუა წლებში ჩანკაიშის (*საიდუმლო საზოგადოების წევრი*) ხელისუფლებაში მოსვლით ტრიადები ჰომინდანის პარტიის საბრძოლო ფრთად გარდაიქმნენ: შანხაიში და სხვა ქალაქებში კომუნისტთა, პროპკავშირების მოღვაწეების და სხვა ოპონენტების ლიკვიდაციას განახორციელებდნენ.
ჰონკონგის იაპონური ოკუპაციის დროს (1941 – 1945) ადგილობრივმა ტრიადებმა შავი ბაზრის გაკონტროლება შესთავაზეს. ამიტომ იაპონელთა კაპიტულაციის შემდეგ კოლონიის ადმინისტრაციამ ტრიადებს ფართომაშტაბიანი ომი გამოუცხადა. 1949 _დან კონტინენტის ჩინეთში ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, რომლებმაც მიზნად დაისახეს საიდუმლო საზოგადოებების სრული ლიკვიდაცია. ესეთ საზოგადოებაში მონაწილეობა სასიკვდილო განაჩენით ისჯებოდა. ამის გამო ჩინური ტრიადების თითქმის ყველა წევრი ჰონგ-კონგში ემიგრაციაში წავიდა.
სამოქალაქო ომის დასრულებისას გომინდანის პარტიის სპეცსამსახურებმა კონტროლქვეშმყოფი საიდუმლო საზოგადოებანი “ერთგულების და სამართლიანობის კავშირში” გაერთიანეს. კავშირს გომინდანის გენერალი ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით კავშირმა განიცადა ტრანსფორმირება “14კ” -ს სინდიკატში. ეს ყველაზე მრავალრიცხვოვანი და გავლენიანი ჰონგ-კონგის ტრიადაა, რომელიც 90-იან წლებში რეგულარული დევნის გამო მსოფლიო ასპარესზე გავიდა. 2010 წელს ეს საერთაშორისო ტრიადა თავის რიგებში 20 ათას წევრს ითვლიდა და აკონტროლებდა არა მხოლოდ ჰონგ-კონგის და მაკაოს ბიზნესს, არამედ ჩინელთა ეთნიკურ საზოგადოებებს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში და ნიდერლანდებში. “14კ” -ს სინდიკატის ჰეროინის და ოპიუმის მიწოდების არხების კონტროლის გარდა (სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში) მოღვაწეობის სფეროებია: აზარტული თამაშები, მევახშეობა და ფულის გათეთრება, შეკვეთილი მკვლელობები და სხვა კრიმინალური საქმიანობა.
ჩინური ტრიადები აკონტროლებენ სამიდან ერთს მსოფლიო ნარკოტრაფიკის პოლუსს, ასე წოდებულ ოპიუმის “ოქროს სამკუთხედს” (ორი სხვა – ავღანური და კოლუმბიური ამერიკული სპეცსამსახურების პატრონაჟის ქვეშაა).
1949 წელს ჩინეთში სამოქალაქო ომის დასრულების და ჩინური სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გომინდანის 99 -ე დივიზიის ნარჩენები გადავიდნენ იუნანის პროვინციაში. აქ – ბირმის, ლაოსის და ტაილანდის საზღვარზე (ოქროს სამკუთხედი ) გომინდანელებმა კონტროლ ქვეშ ნარკო ბიზნესი აიყვანეს და ჰონგ-კონგის გავლით ნარკო-ტრაფიკი აშშ-ში და ტაივანში უზრუნველყვეს.
ახალი ისტორია დაიწყო ვიეტნამის ომის დროს. ამერიკელი “მამაცი” მებრძოლები დასასვენებლად იყენებდნენ ჰონგ-კონგის და ტაილანდის საროსკიპოებს და ტონუსის ასამაღლებლად ითხოვდნენ ჰეროინს. ჩინურმა ტრიადებმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ოპიუმიდან ჰეროინის წარმოებაზე გადავიდნენ.
ჰონგ-კონგის ბრიტანული კოლონიალური ადმინისტრაცია პერმანენტულად ებრძოდა ტრიადებს: ადგილობრივი განგსტერების რაოდენობა 60-ნი წლებიდან 80-ნ წლებამდე 300 ათასიდან მიახლოვებით სამგზის შემცირდა. მას შემდეგ, რაც კომუნისტურ ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების და გახსნილობის პოლიტიკა გამოცხადდა, მთავრობამ ბრძნულად გადაწყვიტა, რომ საძირკვლამდე ტრიადების განადგურება შეუძლებელია. ამიტომ სპეცსამსახურების კონტროლქვეშ აყვანილ იქნა რამდენიმე პროფკავშირი და ჰონგ-კონგის ტრიადები. მსხვილმა ტრიადებმა “ფუისინი” (სამოცი ათასი წევრი), “14კ” (ოცი ათასი წევრი), “დიდი ბეჭდის ძმობა” ჩინეთის კონტინენტალურ დაჯგუფებებთან გაკვალეს გზა და ერთად მათი მოქმედების გეოგრაფია მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.
დღესაც ჰონგ-კონგისა და მაკაოს ცხოვრებაში ტრიადები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. მათი საქმიანობის მასშტაბი კი გასაოცარია. 2014 წელს მაკაოს ერთ-ერთ ოტელში დააპატიმრეს რამდენიმე არალეგალური სათამაშო სინდიკატის მეთაური, რომელნიც ბრაზილიის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე ფსონებს ღებულობდნენ. ფსონების საერთო თანხამ, რომელიც მათ ზარების და ინტერნეტის მეშვეობით მიიღეს აჭარბებდა 645 მილიონს (დღეში). ამიტომ უეჭველია, რომ ახალი ლიბერალური გლობალიზაცია ჩინურ ტრიადებს ძლიერ უწყობს ხელს.
ტრიადების წევრები არიან ერთმანეთთან შეკრულნი რიტუალთა, ფიცთა, პაროლთა ტრადიციული სისტემებით და ამოიცნობენ ერთმანეთს უამრავი ფარული, საიდუმლო მინიშნებებით, რომელიც უცხოთათვის შეუმჩნეველია. რათა გახდე “ძმობის” წევრი საჭიროა არამხოლოდ მიიღო ტრიადის გამოცდილი სტაჟიანი წევრის რეკომენდაცია, არამედ გაიარო მკაცრი და სახიფათო გამოცდები (მათ შორის განგსტერულ ოპერაციებში მონაწილეობა). დიდ მნიშვნელობას ტრიადები ანიჭებენ სვირინგებს. მაგალითად დრაკონი ნიშნავს კეთილდღეობას, კეთილშობილებას და ძალაუფლებას; გველი – სიბრძნეს და ნებელობას; ორქიდეა - სრულყოფილებას, ჰარმონიას და დახვეწილობას და ა.შ. ტრიადების წევრები იყენებენ საკუთარ სლინგს, საიდუმლო ხელის ჩამორთმევებს, ჟესტებს, ნიშნებს და ნიშნულებს, კოდებს... რათა აღნიშნონ წოდებანი და თანამდებობანი ჯგუფურ იერარქიებში. ასევე გამოიყენება ტრადიციული ჩინური ნუმეროლოგია , რომელიც სათავეს იღებს “ცვლილებათა წიგნიდან” .ყოველ ტრიადას გააჩნია დაცვის განყოფილება, ინფრომაციის (დაზვერვა და კონტრდაზვერვა), კავშირის, გადაბირების, აღზრდის დეპარტამენტები.
საკუთარი ისტორიის განმავლობაში ჩინურმა ტრიადებმა რელიგიური სექტებიდან და მთავრობასთან ოპოზიციური ფარული ორგანიზაციებიდან (ჰუედანაქ) დანაშაულებრივ სინდიკატებამდე ტრანსფორმირება განიცადეს და მთელ მსოფლიოში გავრცელდნენ. სადაც ჩინური დიასპორა, იქვე ტრიადებია. საუკუნეების განმავლობაში საიდუმლო საზოგადოებები მაკონსოლირებელ როლს თამაშობდნენ ჩინურ საზოგადოებაში. აქედან მოდის გამონათქვამიც : ”ხელისუფლება ეყრდნობა კანონს, ხალხი კი - ჰუეიდანს ”. ისევე, როგორც ადრეულ საუკუნეებში თანამედროვე ტრიადების სიცოხლისუნარიანობა განპირობებულია რკინის დისციპლინით, ღრმა კონსპირაციით და მტრებთან და მოღალატეებთან უმოწყალო ანგარიშსწორებით. საიდუმლო საზოგადოებანი, რომელნიც საუკუნეები ებრძოდნენ უცხოელ დამპყრობლებს და საერთოდ უცხოურ გავლენას ჩინურ საზოგადოებაში დამსჯელი მახვილის სახელი მოიხვეჭეს. მაგრამ XX საუკუნეში ტრიადების მიმართულება მკვეთრად კრიმინალისკენ გადაიხარა. დღესაც და ახლო მომავალში ტრიადები განაგრძობენ მიგრაციული ნაკადების კონტროლს. რაც უფრო მეტად კორუმპირებულია ქვეყანა, მით უფრო წარმატებულად ტრიადები შეასრულებენ ჩრდილოვანი ადმინისტრაციის როლს ჩინური დიასპორისთვის.
მსოფლიო წესრიგის გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას ეკონომიკურ ლიდერებში კომუნისტური ჩინეთი წინ გაყავს. კრიმინალურ სამყაროშიც ტრანსნაციონალური ურთიერთობანი იცვლება. ჩინური ტრიადები არამხოლოდ ლიდერობენ მსოფლიოში, არამედ აღასრულებენ მთავარ “პატრიოტულ ამოცანას” – ცდილობენ კონტროლ ქვეშ ჩაიგდონ მსოფლიო ნარკო-ტრაფიკი არა მხოლოდ *ოქროს სამკუთხედიდან*, არამედ ავღანეთიდანაც და კოლუმბიიდან. რათა დასაჯონდ დასავლეთი XIX საუკუნის ჩინური ერის საწინააღმდეგო არაადამიანური ოპიუმის ომებზე.
ჩინური ტრიადები აქტიურად ლობირებენ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეას, სადაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებების გამო დასავლური იმპერიები გასამართლდება. ასე ტრიადები ცდილობენ იძიონ შური ჩინური მარცხის გამო.

----------------------------------------------------------------------------------------------

[1]  - აბდალა სასუნმა (1818 – 1896) მისი მამის ჩინეთში ინდური ოპიუმის ვაჭრობის საქმიანობა განაგრძო. ბომბეიდან საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში და ბრიტანულ გვირგვინთან განსაკუთრებული დამსახურებისთვის (ალბათ იმისთვის, რომ საკმაოდ სწრაფად მილიონობით ჩინელი მიაჩვია ნარკოტიკს) მიიღო ბარონეტის ტიტული და გახდა *სერ ალბერტი*. მეგობრობდა მეფე ედუარდ VII

ნახვა: 34

ტეგები: China, MAFIA, მაფია, ჩინეთი, 中华人民共和国

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Best Weapons and Builds for Dominating

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Amazon Games' New World has stirred the gaming community, transporting players to the mystical island of Aeternum, a land promising adventure, danger, and riches beyond imagination. Since its release, New World has experienced its share of ups and downs, with intense initial popularity followed by challenges typical for any new mmoexp. However, New World shines in many respects, and its setting in Aeternum provides a refreshing take on survival, combat, and exploration. This review will dive…

გაგრძელება

Your Final Information To your Seamless Shifting Expertise

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am 0 კომენტარი







Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…

გაგრძელება

ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება უბოძა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2025.
საათი: 3:19pm 0 კომენტარი



მამაო ჩვენო, - დიდება შენდა! 

ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა! 

სულო წმიდაო, - დიდება შენდა! 

ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!

ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters