იმანუელ კანტი

ტრანსცედენტალური ესთეტიკა - იმანუელ კანტი

       რა სახითა და რა საშუალებითაც არ უნდა ეხებოდეს შემეცნება საგნებს, ის რითაც შემეცნებას უშუალოდ მიმართება აქვს საგნებთან და რაზედაც როგორც საშუალებაზე გამიზნულია ყოველგვარი აზროვნება, არის მჭვრეტელობა  მაგრამ მჭვრეტელობას ადგილი აქვს მხოლოდ იმდენად რამდენადაც მოგვეცემა საგანი, ეს კი თავის მხრივ შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში გარკვეული წესით ზემოქმედებს  ჩვენს სულზე, იმ უნარს(რეცეპტულობას) რომ წარმოდგენები მივიღოთ იმ წესით რა წესითაც საგნები ჩვენზე ზემოქმედებენ,  მგრძნობელობა ეწოდება, ამგვარად მგრძნობელობიის საშუალებით  გვეძლევა საგნები და მხოლოდ  ის გვაწვდის მჭვრეტელობებს, ხოლო განსჯა მათ გაიაზრებს და მისგან წარმოდგებიან ცნებები, მაგრამ ყოველგვარ აზროვნებას პირდაპირ (direkte)  თუ არა პირდაპირი (indirekte) გარკვეულ ნიშნების საშუალებით საბოლოოდ მიმართება უნდა ქონდეს მჭვრეტელობებთან, მაშასადამე ჩვენს შემთხვევაში მგრძნობელობასთან, რადგან სხვაგვარად არავითარი საგანი არ შეიძლება მოგვეცეს.

       საგნის მოქმედება წარმოდგენის უნარზე, რამდენადაც საგანიჩვენზე ზემოქმედებს, არის შეგრძნება, იმ მჭვრეტელობის რომელსაც შეგრძნების საშუალებით მიმართება აქვს საგანთან, ემპერიული ეწოდება, ემპერიული მჭვრეტელობის განუსაზღვრელ საგანს მოვლენა ეწოდება. ის რაც მოვლენაში შეგრძნებას შეესაბამება, ამ უკანასკნელს მატერიას ვუწოდებ, ხოლო იმას რის საშუალებითაც მოვლენის  მრავალფეროვნება გარკვეულ მიმარტებაში შეიძლება მოწესრიგდეს  -  მოვლენის ფორმას, რადგან ის რაშიც შეგრძნებები შეიძლება მხოლოდ მოწესრიგდნენ და გარკვეული ფორმა მიიღონ, თავის მხრივ არ შეიძლება ისევ შეგრძნება იყოს, ამიტომ თუმცა ყველა მოვლენის მატერია მოცემულია მხოლოდ a posteriori, მათი ფორმა მთლიანად, მათთვის მზამზარეულად უნდა იყოს ჩვენს სულში, a priori  მოთავსებული და მაშასადამე ყოველგვარი შეგრძნებისაგან განცალკევებით შეიძლება იქნეს განხილული.

       მე წმინდას ვუწოდებ(ტრანსცედენტური გაგებით) ყველა  წარმოდგენას, რომელშიც არაფერი არ გვხვდება ისეთი რაც შეგრძნებას ეკუთვნის ამის მიხედვით სულში a priori შეგვხვდება საერთოდ გრძნობად მჭვრეტელობათა ფორმა, რომელშიც განიჭვრიტება მოვლენათა მთელლი მრავალფეროვნება განსაზღვვრულ უერთიერთობებში, გრძნობადობის  ამ წმინდა ფორმასაც  როდესაც სხეულის წმინდა  მჭვრეტელობა ეწოდება, ასე მაგალითად როდესაც სხეულის  წარმოდგენისგან გამოვყოფ ყველაფერს რასაც განსჯა მაში მასში გაიაზრებს როგორიც  არის სუბსტანცია, ძალა დაყოფადობა და ა.შ.   აგრთვე ყველაფერს  რაც მასში შეგრძნებას ეკუთვნის, როგორც არის: შეუღწევადდობა, სიმაგრე  ფერი და ა.შ.   მაშინ ამ ემპერიული მჭვრეტელობიდან კიდევ დამრჩება რაღაც სახელდობრ  განფენილობა და ფფიგურა ყოველივე ეს ეკუთვნის წმინდა მჭვრეტელობას, რომელიც სულში a priori  იმყოფება  გრძნობათა ანუ  შეგრძნების რაიმე ნამდვილი საგნის გარეშეც, როგორც გრძნობადობის წმინდა შიშველი ფორმა.

       მეცნიერებას  მგრძნობელობის ყველა აპრიორული  პრინციპის შესახებ მე ვუწოდებ  ტრანსცედენტალურ ესთეტიკას,  ამრიგად უნდა არსებობდეს ისეთი მეცნიერება რომელიც შეადგენს საწყისთა ტრანსცედენტალური მოძღვრების პირველ ნაწილს, იმ მეცნიერების  საპირისპიროდ წმინდა აზროვნების პრინციპებს რომ შეიცავს და ტრანსცედენტალურრი ლოგიკა ეწოდება. ამრიგად ტრანსცედენტალურ ესთეტიკაში ჩვენ უპირველეს ყოვლისა  გამოვაცალკევებთ  მგრძნობელობას ისე რომ მოვვაცილებთ ყველაფერს, რასაც კი განსჯა იაზრებს ამ დროს თავისი ცნებებით, რათა ემპერიული  მჭვრეტელობის გარდა არა დარჩეს რა. შემდეგ ამ მჭვრეტელობას კიდევ მოვაშორებთ  ყველაფერს რაც შეგრძნებას ეკუთვნის ისე რომ დარჩეს მხოლოდ  წმინდა მჭვრეტელობა და მოვლენათა მარტო ფორმა, ის ერთადერთი  რამ რაც კი შეუძლია მოგვცეს მგრძნობელობამ,  a priori. ამ კვლევა-ძიების დროს  აღმოცნდება, რომ არსებობს გრძნობადი მჭვრეტელობის ორი წმინდა ფორმა  როგორც  a priori შემეცნების პრინციპები, სახელდობრ სივრცე და დრო, რომელთა განხილვას შემდეგ ნაწილში შევეხებით.

-------------

ბიბლიოგრაფია:

წმინდა გონების კრიტიკა.

თბილისი.1979წ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

----------------

*იმანუელ კანტი: შემეცნების თეორია*

 

ნახვა: 1522

ტეგები: QWELLY, ესთეტიკა, კანტი, ტრანსცედენტური, ფილოსოფია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters