ინგა მამუდოვა

06/05/2012

თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლე

იოანე ოქროპირის მიხედვით

      არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი ამბობს: "ყოველი არსის სიცოცხლე დედამიწაზე,სათავეს იღებს ზეციდან. ყოველი ადამიანური არსების სიცოცხლის ძირი და სრულიად კაცობრიობის სიცოცხლე ზეცის განუსაზღვრელ სიღრმეებშია.

      ყოველი არსების სიცოცხლის საიდუმლო დედამიწაზე დიდისა თუ პატარის, მარტივისა თუ რთულის – შინაარსის მიხედვით წმინდა მოვლენაა, გააზრებული და სამგვამოვანი.

      ყველაზე მიკროსკოპიული მწერის სიცოცხლეც კი არანაკლები საიდუმლოებაა ვიდრე მტრედის, ვეფხვის, ლომისა ან თუნდაც ადამიანის სიცოცხლე. და როდესაც ადამიანი უფიქრდება თავისი სიცოცხლის საიდუმლოებას იგი უთუოდ ღმერთამდე მიდის.

      ღმერთი მოვიდა დედამიწაზე როგორც ღმერთკაცი იმისთვის, რათა აგვიხსნას სიცოცხლის საიდუმლოება და გვასწავლოს უმთავრესი ჭეშმარიტება: ადამიანის სიცოცხლე თავიდან ბოლომდე ღმერთისგან მომდინარეობს, ღმერთისკენ მიემართება და ღმერთისთვის სრულდება.

      ყველაზე სრულყოფილი, ცხადი და საუკეთესომაგალითი, რომელიც გვეხმარება ამ საიდუმლოების გაგებაში – თავად ქრისტეს სიცოცხლეა. მხოლოდ ქრისტესთან ერთობაში გვენიჭება საუკუნო სიხარული და საუკუნო ნეტარება, როგორც წუთისოფელში, ასევე ზეცაში.

      ოცი საუკუნება რაც ჩვენ უდიდესი განძის, პავლეს ეპისტოლეების, მფლობელები ვართ და ამ განძის კითხვისას ჩვენ მისს სიახლოვესა და სიყვარულს განვიცდით.

      თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას ძალგვიძს შევიგრძნოთ ის ბედნიერება, რასაც თესალონიკელები გრძნობდნენ.

      თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში იმის თქმით, რომ "ღამე და დღე უფროის და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა" და რომ "ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ ვიჩინეთ ათინის შინა დაშთომაი მარტოთა და მივავლინეთ ტიმოთე", მოციქული ამ ადგილებში თესალონიკელთა წინაშე გამოხატავს თავის სურვილს, რომელიც მას გააჩნდა – მათთან მისვლისა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მას არ გააჩნდა მათთან გამგზავრების შესაძლებლობა და იმ დანაკლისების შევსება, რაც მათ რწმენაში გააჩნდათ, მან მეორე წერილიც დაურთო პირველს, იმის სურვილით რომ წერილებით შეენაცვლა მისი პიროვნული არყოფნა მათთან.

      ის რომ იგი არ დადიოდა მათთან- ეს მეორე ეპისტოლეში ჩანს, სადაც ის ამბობს: "ხოლო გეტყვით თქვენ, ძმანო, მოსვლისა მისთვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (2 თესალ.2:1). ამასთანავე პირველ წერილში პავლე მათ ეუბნება, რომ "ჟამთა მათთვის და წელთა, არა გვიხმს მიწერად თქუენდა" (1 თესალ.5:1) ე.ი. თუ ის მათთან იქნებოდა მათთვის მიწერა არ იქნებოდა საჭირო. მაგრამ რადგან კვლევა ამ საკითხისა დიდ ყურადღებას იქცევდა, მან პირველს მეორე წერილიც დაურთო, მსგავსად იმისა, თუ როგორ ამბობდა იგი ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ, რომ "რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყვიან, ვითარმედ: აღდგომაი აწვე იყოო და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა".(2 ტიმოთ.2:8).

      ამას ისინი იმ მიზნით იქმოდნენ, რომ მორწმუნეებს უარი ეთქვათ გმირობებზე, ვინაიდან არ იქნებოდა მომავალში რაიმე დიდი და ნათელი მოვლენა ანუ განსჯის დღე. ღადგან ეს იმედი აძლიერებდა მათ და აწმყოსთან ბრძოლაშიმოდუნების უფლებას არ აძლევდა, ეშმაკი მათი ღუზის მოპარვის სურვილით აქ უკვე უძლურია- მათ სარწმუნოებაში. მიზნისაკენ სხვა გზით მიდის,- იგი აამხედრებს ბოროტი განზრახვების ადამიანებს და მცირედმორწმუნეებს არწმუნებს იმაში, რომ ეს დიდებული და ნათელი იმედები უკვე აღსრულდა და მრავალ სიცრუეს იგონებდნენ, რათა ჭეშმარიტების გზიდან გადაეხვიათ ხალხს.

      ამიტომ მოციქული ამბობს: " რაითა არა ადრე აღიგრძნეთ თქუენ გონებითა, არცა სიტყვითა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ" (2 თესალ.2:2) ანუ "რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არც შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით".

      "არცა სულითა" - ამბობს იგი და მიგვითითებს ცრუ წინასწარმეტყველებზე. მაგრამ საიდან ამოვიცნობთ ჩვენ, რომ ცრუნი არიან, იკითხავს ვინმე. ამისთვის წერს პავლე: "კითხვაი ჩემითა ხელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა;ესრედ მივწერე: მადლყ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ."

      იგი იმას კი არ ამბობს, რომ ეს სიტყვები გვემსახურება ნიშნად, - სავარაუდოთ სხვებსც შეეძლოთ მიებაძათ ამაში პავლესთვის, - მოციქული ამშვიდებს თესალონიკელებს, რომლებიც უბედურებებით იყვნენ შევიწროებულნი, ერთის მხრივ, ქებით მათი გმირული საქციელებისადა გამო, მეორე მხრივ – მომავლისკენ ყურადღების მიქცევით, სადაც განმზადებულია უგუნურთათვის სასჯელი და მართალთათვის ჯილდო.

თავი პირველი

      1. " პავლე, სილოვანე და ტიმოთე..."

      პავლე აქ ტიმოთეს იმიტომ ახსენებს, რომ იგი ახალი დაბრუნებულია თესალონიკედან, ასე რომ მისი მოხსენიება სავსებით სამართლიანია. მაგრამ ტიმოთემდე ის სილოვანეს იხსენებს, სავარაუდოთ, იმიტომ, რომ ამას მორჩილებით ითხოვდა თავად ტიმოთე, მასწავლებლისადმი, პავლესადმი, მიბაძვით, რომელიც თავის მოწაფეებს თავისთან მიითვლიდა. ქ პავლე თავს არც მოციქულს და არც მონას არ უწოდებს, სხვა ეპისტოლეებისგან განსხვავებით, რადგან თესალონიკელები ახალმოქცეულები იყვნენ და ჯერ არ იცნობდნენ მას კარგად.

      1. ..." ეკლესიასა თესალონიკელთასა"

      მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკელები ცოტანი იყვნენ და ჯერ კიდევ არ არიან მჭიდროდ გაერთიანებულები ერთმანეთში, იგი მათ ეკლესიას უწოდებს, რითიც მოწონებას გამოხატავს:იმიტომ რომ ეკლესიის სახელი უმეტეს წილად ნიშნავს სიმრავლეს.

      1. ..." ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა"

      ვინაიდან ელინური და იუდეური ეკლესიები არსებობდა, პავლე, ამ ეკლესიის იმ ეკლესიისგან გამოსაყოფად, ამბობს "მამა ღმერთში – ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა". Uდიდესი ღირსებაა – ღმერთში მყოფობა,რადგან თუ ვინმე ცოდვის მონაა ის არ არის ღმერთში.

      2. " მადლი თქუენ და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა".

      რაც ნიშნავს: "მადლი თქუენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესუ ქრისტესაგან."

      იმას ვისაც ღმერთი მადლს მიანიჭებს, არაფერი უჭირს, ადვილად იტანს ყოველივეს. ამიტომაც პავლე მოციქული, რომელმაც კარგად იცის თუ რამხელა სიკეთეა მადლი ღვთისა, თავის ლოცვაში უსურვებს თესალონიკელებს ამ მადლს, რადგან თუ მათ მადლი ექნებათ, ისინი არა მარტო ვერ იგრძნობენ ცდუნებათა სიმრავლეს, არამედ ღვთიური მშვიდობითაც დატკბებიან და თავად მშვიდნი იქნებიან.

      მადლს ასევე იმისთვის ახსენებს, რომ განსაცდელების ჟამს ახსოვდეთ მადლი, რომლითაც არიან გადარჩენილნი,- და ამიტომ ნუ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში ნაკლებადფასეული დანაკარგებისას და განსაცდელებისას.

      3. "მადლობაი გვიღირს ღმრთისაი მარადის თქუენთვის, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს" – " ვალდებულნი ვართ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმანო, როგორც შეჰფერის".

      აქ მოციქული ასწავლის მათ იმას, რომ თუ ჩვენში აღმოჩნდა რაიმე კეთილი, ჩვენ არა ჩვენ თავს უნდა ვიკვეხნიდეთ, არამედ ღმერთს უნდა ვმადლობდეთ და მას მივაწერდეთ ყოველივეს, ამასთანავე საკუთარი თავი არარად უნდა მივიჩნიოთ.

      ქრისტესთვის შეჭირვებულთ უნდა უხაროდეთ და არა სულით უნდა ეცემოდნენ, არც იმათი უნდა გვშურდეს ვინც წარმატებას მიაღწია, არამედ მათით უნდა ვხარობდეთ და ძმების წარმატებისთვის ღმერთს უნდა ვმადლობდეთ.

      სიტყვებით "ვითარცა-იგი ღირს არს" მოციქულმა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენ არ შევიფეროთ ეს მადლიერება, არამედ თითქოადა ჩვენ აქ ვიქმთ იმას რაც მოგვეთხოვება კიდეც.

      "რამეთუ უმეტესად აღიძრნების სარწმუნოებაი ეგე თქუენი" – "რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა".

      თუ რწმენის გამო მოწევნულმა განსაცდელთა ნაკადმა არ დაგახრჩოთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი რწმენა გაიზარდა და განდიდდა მსგავსად იმ უძველესი წარღვნისა, რომელმაც მაღლობებს ისე ადვილად და სწრაფად ვერ მოერია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომაც თქვა "აღორძინდების" – იზრდება, რომ მიუთითოს რწმენის მნიშვნელოვან სიმაღლეს.

      "და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაი ურთიერთარს" – "და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ"

      მიაქციეთ ყურადღება თესალონიკელთა სიყვარულს. ისინი ისე კი არ იქცეოდნენ, რომ ერთი ჰყვარებოდათ და მეორე არა, პირიქით, მათი სიყვარული ყველას მიმართ ერთნაირი იყო. ამაზე მიგვითითებს მოციქული, როდესაც ამბობს "კაცად-კაცადისა" და "ურთიერთარს". თუ ჩვენ ზოგიერთი გვეყვარება, ეგ სიყვარული არაა, არამედ დარღვევაა სიყვარულის. თუკი შენ გიყვარს ქრისტესთვის, მაშ ყველა გიყვარდეს და თუ მხოლოდ ზოგიერთი გიყვარს, მაშ ეს ადამიანური მეგობრობაა. იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ მჭიდრო ურთიერთობა და ერთმანეთის თანადგომა მრავლად გვეხმარება მწუხარებებში.

      "ვიდრეღა ჩუენ თვით თქუენთვის ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა" - "ისე რომ, თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში’

      პირველ წერილში მოციქული ამბობს: "ყველა ისე გიცნობთ თქვენ, რომ აღარც არის საჭირო საუბარი თქვენს შესახებ". მაშ როგორ ამბობს ეხლა, რომ ვიკვეხნით თქვენით ეკლესიებში?! Eეს წინადადებიდანაც არის გასაგები. მმას არ უთქვამს –ჩვენ ვუყვებით მათ თქვენს შესახებ, არამედ – ჩვენ ვიკვეხნით და განვიდიდებით თქვენით. ამიტომ თუ ჩვენ ვმადლობთ ღმერთს თქვენთვის და ვიკვეხნით თქვენით ადამიანთა წინაშე, მაშინ მითუმეტეს თქვენ ყველაფერში მასე უნდა მოიქცეთ, რაც კი გადაგხვდებათ და არ დაეცეთ სულით, არც მოიწყინოთ განსაცდელების ჟამს.

      "მოთმინებისა მის თქვენისათვის და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ" - "თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ"

      მოციქული გვიჩვენებს, რომ თესალონიკელები დიდ ხანს იყვნენ განსაცდელების ქვეშ, რამეთუ მოთმინება თავს იჩენს არა ორი დღე ან სამი. მოთმინება მოლოდინში მდგომარეობს, როდესაც ადამიანებს ჯერ არ მიუღიათ შეპირებული სიკეთეები. მაგრამ ამ შემთხვევაში იგი საუბრობს დიდი მოთმინების შესახებ, რომელიც მიიღწევა უბედურებებსა და დევნაში. ვინაიდან თესალონიკელები შეურიგებელ მტრებს შორის ცხოვრობდნენ, მათ განსაკუთრებული მოთმინება სჭირდებოდათ. ახლა კი შერცხვეთ მათ, ვინც ადამიანთა მფარველობის გამო ცრუ სწავლებებს იღებს.

      5. "სახედ სიმართლისა საშჯელისა ღმრთისა, რაითა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისა" – "ეს არის ღვთის სამართლიანი განკითხვის ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა"

      ამ სიტყვებით მოციქული ამხნევებს თესალონიკელებს, იგი აღუთქვამს მათ უბედურებისაგან გათავისუფლებას და იმათ დასჯას, ვინც მათ ბოროტებას უკეთებდა. აი რას ნიშნავს მოციქულის სიტყვები: აიტანეთ უბედურებები ნიშნად იმისა, რომ ღვთის სასამართლო კეთილად გაღირსებთ თქვენ სამეფოს, რამეთუ თუ თქვენ დევნილებს გვირგვინს გადგამთ, ხოლო მათ სჯის, ამაში აღმოჩნდება მისი სამართალი. უდიდეს ნუგეშს ანიჭებს მათ იმის ჩვენებით, რომ ისინი სიმართლისათვის ეღირსებიან სამეფოს, როგორც ჯილდო მათი შრომისა და ოფლისათვის.

      "რომლისათვისცა გევნების" – "რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც".

      არა იმითომ მმართველობენ ჩვენზე შემაჭირვებლები, რომ ჩვენზე ძლიერები არიან, არამედ იმიტომ, რომ ტანჯვით მოიპოვება ცათა სასუფეველი. მრავალი მწუხარებით უნდა შევიდეთ ღვთიურ სამეფოში – ამბობს უფალი.

      6. "უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი 7. და თქუენ, შეჭირვებულთა ლხინი" – "რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, 7. თქვენ კი, შეჭირვებულებს – ლხინი".

      საუბარში ჩვენ ხშერად ვამბობთ: თუ ღმერთი ზრუნავს საქმეებზე, ესე იგი იქნება ის, სრული დარწმუნებით იმაში, რომ მსმენელები გვიპასუხებენ: რა თქმა უნდა. აქაც ასეა: "რადგან სამართლიანია" – ეს ნიშნავს – რა თქმა უნდა სამართლიანია. ვერ ვიტყვით და არც ვიტყვით იმას, რომ რამდენადაც დროებითია ჩვენი მწუხარებანი, იმდენად დროებითი იქნება შემაჭირვებელთა დასჯა ღვთისაგან, პირიქით, მათი ტანჯვა ისევე დაუსრულებელი იქნება, როგორც თქვენი კეთილდღეობა.

      7. " ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა" - "ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ"

      "იესუს გამოჩინებასა" -ში მოციქული მეორედ მოსვლას უწოდებს და ამით ანუგეშებს მათ. "თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ" - ანგელოზები, ძლიერების არსია ანუ ძლიერნი არიან. მაშ რატომ დარდობთ, როცა ასეთი უფალი გყავთ, რომელსაც მსახურად ძლიერების ანგელოზები ჰყავს. ისინი ვინც დღეს გდევნით, სასჯელს მიიღებენ დ ავერ გაექცევიან მას.

      8. "ცეცხლითა ალისაითა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" - "და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას".

      ვისაც შემაჭირვებლებს უწოდებდა, მათზე ამბობს აქ "რომელნი არა იციან ღმერთი’. ამით მოციქული ბრძნულად გვეუბნება, რომ შურისგება იქნება ყველა შემთხვევაში, რამეთუ, თვენს გამო თუ არა, უფალი საკუთარი თავის გამო უთუოდ მიუზღავს თავის მთრებს. გამოდის, ეს იმისთვის იყო ნათქვამი, რომ თესალონიკელები დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ შემაჭირვებლები ყველა ვარიანტში დასჯილები იქნებიან.

      9. "რომელთა-იგი სასჯელი მოეხადოს, მომსვრელი საუკუნოი" – "ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას"

      სად არიან ორიგენელები, რომლებიც საუბრობენ წამების დასასრულის შესახებ. მას ანუ წამებას, პავლემ უწოდა მარადიული. მაშინ თქვენთან როგორღაა მარადიული დროებითად წარმოდგენილი.

      9. ... "პირისაგამ უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" – "უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან"

      აქ მოციქული წარმოგვიდგენს იმ სიადვილეს, რომლითაც ეს შესრულდება. ამიტომაც არ არის საჭირო რაიმის კეთება, არამედ საკმარისია მხოლოდ წარდგენა ღვთის წინაშე დაყ ველა უმეცარს ეწევა სასჯელი. ერთნისთვის მისი მოსვლა იქნება თავად სინათლე, მეორეთათვის კი სასჯელის მოწევა. რამეთუ ის არა უბრალოდ მოვა, არამედ მყარი დიდებით გამოცხადდება. და დიდება მისი ძლიერების გარეშე არ იქნება, ძლიერება კი დიდების გარეშე. ის წარდგება, როგორც ყოვლისშემძლე მეფე.

      10. "რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმინდათა მისთა" – "როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის".

      როდესაც ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დღეს-დღეობით სახარებას იხილავენ მათ, რომელთაც აწვალებდნენ. დაუსრულებელი დიდების თანამონაწილეებად მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც გამოცხადდება ღვთის დიდება, რამეთუ მათი დიდება – ღვთის დიდებაა. რადგან რითაც განადიდებს თავის წმინდებს, თავად იმითვე განიდიდება, მსგავსად იმისა, როგორც ღვთის სიმდიდრე შედგება მართალთა არსებობაში და რომ არიან ადამიანები, რომლებიც დატკბებიან მისი სიკეთეებით.

      10. ... "და საკვირველებათ ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა" – "და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს".

      რადგან როდესაც უფალი შეჭირვებულებს ასეთ სანახაობას აღირსებს, მაშინ გამოაშკარავდება მისი ძლიერება და სხვაგვარად, როდესაც წარდგებიან სამსჯავროს წინაშე, მრავალრიცხოვანი უბედურებების ამტანნი, რათა რწმენას არ განდგომოდნენ, მაშინ გამოცხადდება ღვთის დიდება და თავად მათი დიდებაც.

      10. ... "რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაი ჩუენი თქვენდა მიმართ მას დღესა შინა" – "რათა იწამოთ თქვენი მოწმობა თქვენს მიმართ იმ დღეს".

      საკვირველი იქნება ღმერთი იმ დღეს, რამეთუ თქვენ ჩვენი მოწმობა და ქადაგებანი ირწმუნეთ, თქვენ ირწმუნეთ და ამით ყოველგვარი სიკეთეების ღირსებად შეიქმენით, რომლებიც მოგენიჭებათ მართლებს.

      კარგად თქვა "იმ დღეს", რადგან საქმით წარმოაჩენენ თავებს ჭეშმარიტ მოწმუნეებად. ახლა კი მრავალს მორწმუნედ მოაქვს თავი, ამიტომ ამბობს ყოვლად ბრძენი: ნუ თვლი ადამიანს ბედნიერად სიკვდილამდე.

      11. "რომლისთვის ვილოცავთ მარადის თვენთვის, რაითა ღირს გვყვნეს თქვენ ღმერთმან ჩინებისა მის". – "ამიტომ ვლოცულობთ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი".

      განა არ იყვნენ ისინი მოწოდებულნი?! დიახ, იყვნენ, მაგრამ არა იმ მოწოდებაზე საუბრობს მოციქული, რადგან მრავალნი არიან მოწოდებულნი. რამეთუ საქორწინო სამოსლის გარეშეც იყო მოწვეული და ის ხუთი ქალწულიც, მაგრამ ვერც ის და ვერც ისინი ვერ შევიდნენ. "ჩინებაში" მოციქული გულისხმობს იმას, რაც საქმეებითაა დამტკიცებული ისევე, როგორც ნამდვილი რწმენაა საქმეებით დამტკიცებული.

      11. ... "და აღგავსნეს ყოველთა სათნოებითა სახარებისაითა საქმითა სარწმუნოებისაითა და ძალითა" – "და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენია საქმე".

      მოციქული ამბობს, რომ რჩეულებში აღსრულდეს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე ზუსტად ეს არის "ღირსყოფა ჩინებისა" და თქვენ წარმოდგენილნი ხართ ისეთებად, როგორადაც უფალს სურს, ნაკლის გამოუსწორებლად. აქ კი მოციქული მათ სიამაყეს იმორჩილებს, რათა შეეფერად თავიანთი ქება და ამით უჩვენებს მათ, რომ არ არიან სრულყოფილნი. მოთმინება არის რწმენის ნაყოფი, რადგან მოთმინების გარეშე რწმენის ნაყოფს ვერ გამოიღებ.

      12. "რაითა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენს შორის და თქუენ მის მიერ". – "რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელი თქვენში და თქვენ კი მასში".

      თუ თქვენში იქნება ყოველი თქმული ამ ქვეყანაშივე ამბობს მოციქული, უფლის სახელი განდიდდება თქვენში, რამეთუ როდესაც გიხილავთ თქვენ განსაცდელთა დამთმენებს მეუფის სიყვარულისადა გამო- ეს ღვთის სადიდებლად იქნება წარმოდგენილი. რადგან გამოდის, რომ იგი იმდენად კარგია, რომ მისი მონები მზად არიან მოკვდნენ მისთვის და იმდენად ძლიერია, რომ აძლიერებს მათ მოთმინებაში. მმაგრამ თქვენ განდიდდებით მასში იმით, რომ ყოელივეს დათმენით ერთგულებად ხართ წარმოდგენილნი.

      12. "მადლითა მით ღმრთისა ჩუენისასა და უფლისა იესო ქრისტესითა". -

      "ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით".

      ეს დამოკიდებულია ღმერთზე და არა ჩვენზე.

      ყოველი განსაცდელის დაძლევაში უფლისგან ვიღებთ ძალას და, ამავდროულად, განსაცდელთა დათმენით, განვდიდდებით მასში.

თავი მეორე:

      1. ხოლო გეტყვით თქუენ, ძმანო, მოსვლისა მისთვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათვის მისსა მიმართ, 2. რაითა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა" – "აჰა გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება"

      მოციქული არ ამბობს, თუ როდის იქნება მკვდართა აღდგომა, არამედ ამბობს, რომ ამჟამად ჯერ არ დამდგარა – ამას გვასწავლის, რადგან იყო ზოგი მატყუარა, რომლებიც ამბობდნენ, რომ დადგა უფლის მოსვლის და საყოველთაო დასასრულის დრო. მოციქული ასევე სანუგეშოთ ამბობს, რომ მართალნი უფალთან შეიკრიბებიან, რათა მასთან ერთად იყვნენ, ისევე როგორც პირველ წერილში ამბობს, რომ ღირსნი მყისვე აღიტაცებიან უფალთან მკვდართა აღდგომისას.

      რას ნიშნავს "ხოლო გეტყვით თქუენ" ? აქ მოციქული გვთხოვს ნუ შეიძრებითო და ნუ განუდგებით მართალ მოსაზრებას, რაც აქამდე გქონდათ.

      2. ... "არცა შეშფოთნეთ არცა სულითა" – "არ შეშფოთდეთ არც სულით"

      ანუ წინასწარმეტყველებიდან ნუ შეშფოთდებით, იმიტომ რომ ზოგი თვალთმაქცურად განმარტავდა წინასწარმეტყველებებს და ხალხი შეცდომაში შეყავდა, ვითომ და უფალი უკვე მოვიდა.

      2. ... "არცა სიტყვითა" – "არც სიტყვით"

      ანუ სწავლებისაგან, რომელსაც ზეპირად გადმოსცემდნენ/

      2. ... "არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ" – "არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით"

      ცრუ დამიანები ყალბი ეპისტოლეებით, ვითომდა პავლესი, ამტკიცებდნენ თავიანთ ცრუგანმარტებებს.

      2. ... "ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაი" – "თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე"

      პავლე ამბობს: ნუ გეშინიათ იმისა, ვითომდა დადგა დღე უფლისა, ანუ ქრისტეს მოსვლა.

      3. "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა" – "არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ"

      არც წინასწარმეტყველებს დაუჯეროთ, არც ვითომდა მასწავლებლებს და არც ვითომ ჩემგან გამოგზავნილებს და დამწერებს.

      3. ... "რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უსჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი" – "ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა.

      პავლე ამბობს, რომ არ იქნება უფლის დღე, სანამ არ მოვა განდგომილება ანუ ანტიქრისტე. Gანდგომილება უწოდა მას მოციქულმა, რადგან იგი მასეთია: მას შეუძლია მრავლის ცდუნება – განდგომა, რჩეულებისაც კი თუ შესაძლებელია.

      მასვე უწოდა "კაცი უსჯულოებისაი",რადგან იგი ყოველგვარ უკანონობას ჩაიდენს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს. სევე "ძე დაღუპვისაი" უწოდა, რადგან თავად დაიღუპება. მაშვინ არის იგი? ნუთუ სატანა? რა, არამედ კაცი ვინმე, რომელმაც მთელი მისი ძალა მიიღო.

      4. "მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად ვინა სამსახურებელად" – "წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმრთად და სამსახურებლად."

      ის არ მოუწოდებს ხალხს კერპთმსახურებისაკენ, პირიქით, იგი უარყოფს ღმერთებს და მათ სადიდებელ საგნებს და მხოლოდ საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად.

      4. ... "ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" – "ისე, რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს".

      არ არის ნათქვამი: იერუსალიმის ტაძარში, ნებისმიერ ღვთის ტაძარში იგი შეეცდება თავი ღმერთად გამოაცხადოს. ის დიდ საქმეებს მოიმოქმედებს და ნიშნებს აჩვენებს ყოველთა საცდუნებლად.

      5. "არა გახსოვსა, რამეთუ ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ?" – "განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?"

      აქედან ნათლად ჩანს, რომ მოციქული დიდ საიდუმლოებს გადმოსცემდა თესალონიკელებს და არა მხოლოდ წერილობით.როგორც ხედავთ, საჭიროა მუდმივი საუბარი ერთსა და იმავეზე და დაჟინებით განმეორება ერთი და იგივე სიტყვების.

      აი, მათ ესმოდათ მოციქულის, რომელიც ამას საუბრობდა, როდესაც მათთან იყო და მიუხედავად ამისა, მაინც ესაჭიროებოდათ დადასტურება.არაფერ, ამბობს პავლე, არაჩვეულებრივს მე არ ვსაუბრობ, არამედ იმასვე, რასაც ყოველთვის ვამბობდი. მოციქული, თითქოს ცოთა არცხვენს კიდევაც თესალონიკელებს, სიტყვებით: "განა არ გახსოვთ?" , ნუთუ ასე უცებ დაივიწყეთ?

      6. "და აწ, რომელნი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თვისსა მას ჟამსა" – "ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე".

      სიტყვა "აკავებს" ნიშნავს დაბრკოლებას ,ესე იგი ხელს უშლის. კკი მაგრამ რა არის ეს? ერთი ამტკიცებს, რომ ეს არის მადლი სულისა წმიდისა, სხვანი – რომის სახელმწიფო, უკანასკნელებს წმ.იოანე ოქროპირი ეთანხმება. რამეთუ სანამ ის არ დაინგრევა, ანტიქრისტეს არ ექნება საშუალება იმისა, რომ მოიმოქმედოს ის რაც მოესურვება, ამიტომაც ამბობს პავლე ფარულად: მას არ სურდა საკუთარ თავზე უაზრო მტრობის გადაყრა და უსარგებლო საფრთხის მოწევნა, რადგან თუ ის იტყოდა რომ რომის სახელმწიფო დაინგრევა, მას გააქრობდნენ დედამიწის ზურგიდან, როგორც მეამბოხეს და მასთან ერთად ყველა მორწმუნეს, რომლებსაც ასეთი სახელმწიფოს დანგრევა გაუხარდებოდა. ის რომ მოციქული სულიწმინდის მადლის შესახებ არ საუბრობს – ეს აშკარაა. ჯერ ერთი, ის ფარულად არ იტყოდა, არამედ გარკვევით, რადგან დღესაც აკავებს ანტიქრისტეს სულიწმინდის მადლი ანუ მადლმოსილი ნიჭები. შემდეგ თუ ანტიქრისტე მაშინ უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც დაკნინდებიან უკიდურესი წყალობანი – ის უკვე გამოცხადებული იქნებოდა, რადგან ისინი დიდი ხანია დაკნინებულ არიან. იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ მას არ უთქვამს: ეს მალე მოხდება, არამეს ამბობს: გამოცხადდეს თავის დროზე. ისევ უცნობად დატოვა დრო.

      7. "რამეთუ საიდუმლოი იგი აწვე იქმნების ურჯულოებისაი" – "ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს"

      ასე უწოდებს მოციქული ნერონს, რომელიც ანტიქრისტეს პირველსახე იყო. ის ასევე უკანონო ადამიანი იყო და სურდა, რომ ღმერთი ეწოდათ მისთვის. კარგად თქვა მან: "საიდუმლოი" რადგან, ამბობს პავლე, ნერონი ისე აშკარად და უსირცხვილოდ არ აღმდგარა ყოველი ღმერთის წინააღმდეგ, როგორც ის აღდგება. იმას რასაც ამბობს მოციქული ასეთი შინაარსი აქვს: მანამ სანამ ანტიქრისტეს დრო დადგება, გამოჩნდა სხვა ადამიანი, რომელიც ცოტათი უთმობს მას.

      7. ... "გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს. 8. და მაშინ გამოჩნდეს უსჯულოი იგი" - "ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოცხადდება ურჯულო".

      როდესაც რომის სახელმწიფოს შუაგულიდან იქნება გაყვანილი, მაშინ მოვა ის. იმიტომ, რომ სანამ ამ სახლწიფოს შიში ექნებათ, არავინ დაემორჩილება ანტიქრისტეს. ღოდესაც ის დაინგრევა, მაშინ დამკვიდრდება არეულობა და ის შეეცდება მოიტაცოს როგორც ადამიანური, ასევე ღვთიური მმართველობა. მსგავსად იმისა, როგორც ამ სახელმწიფოს დანგრევამდე დანგრეული იყო სამეფოები, კერძოდ: მიდიის სამეფო – ბაბილონელებით; ბაბილონური – სპარსელებით; სპარსული – მაკედონელებით; მაკედონური – რომაელებით; ასე იქნება ეს უკანასკნელი ანტიქრისტეთი დანგრეული. ამას კიდევ უფრო გარკვევით გადმოგვცემს დანიელი (დან. 2:37...)

      8. ... "რომელი იგი უფალთან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაითა" – " რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას".

      მყისვე ანუგეშებს. "იგი უფალთან აღხოცოს" მსგავსად ცეცხლისა, თავის გამოვლენამდე, შორიდან აშინებს და ანადგურებს პატარა ცხოველებს, ასევე ქრისტე ერთი ბრძანებით ან დაბერვით, აღვსილი სულიწმინდით, მოკლავს მას და თავისი ერთი გამოცხადებით გაანადგურებს.

      9. "რომლისა-იგი მოსვლაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაითა" – "მას, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით".

      მოციქული გვასწავლის, ვინ არის ანტიქრისტე. ის არის ადამიანი, რომელშიც თვით სატანაა და მოქმედებს მისი მეშვეობით.

      იგი აღმოაჩენს თავის ძალას, თუმცა ჭეშმარიტი არაფერი იქნება, პირიქით, ყოველივე ცრუ იქნება.

      "სასწაულითა ტყუილისაითა" – ანუ ყალბი ან ტყვილში შემყვანებელი იმ ადამიანებისა, ვინც მას ყურადღებას აქცევს. პავლე ამას წინასწარმეტყველებს, რათა არ შეცდნენ იმ დროის მცხოვრებნი.

      10. "და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა და წარწყმედულთა მათ შორის" – ის ყოველგან თავისი ძალით იქნება საშინელი იმიტომ, რომ ყოველივეს სისასტიკით მოიმოქმედებს, რათა შეაცდინოს და ბოროტება მიაყენოს ადამიანებს, რითიც დაანგრევს მათ ხსნას. მაგრამ, რათა ვინმე გაუგებრობაში არ მოხდეს, თქმით: რატომ უშვებს ღმერთი მის მოსვლას, როდესაც ადამიანებს იმდენის დათმენა უწევთ? მოციქული ამბობს: ნუ გეშინია! ის ძალაუფლობს დაღუპულებძე, რომლებიც, რომც არ მოსულიყო იგი, მაინც ურწმუნონი დარჩებოდნენ.

      10. ... "რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვდეს იგინი" – "იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად".

      ჭეშმარიტების სიყვარულს უწოდებს ქრისტეს, რამეთუ იგი ერთიც იყო და მეორეც და მოდიოდა ერთისთვისაც და მეორესთვისაც: ადამიანებისადმი სიყვარულის გამო და ჭეშმარიტების განცხადებისთვის. მოციქული გვანიშნებს იმაზე, რომ მაცდუნებელი მეტი ძალის მქონე იქნება იუდეველებში, რამეთუ მათ არ მიიღეს ქრისტე, არ ირწმუნეს მისი. ამის შესახებ ქრისტეც ეუბნება მათ: "მე მოვედ სახელიტა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ, უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოან. 5:43).

      11. "ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი" – "ამისთვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე"

      "დაუშვებს მის მოსვლას" მაგივრად წერს "გაუგზავნის". თავდაპირველად მათ უარყვეს ჭეშმარიტება და მაშინ მიატოვეს ღმერთი და სიცრუემაეუფლა მათ. "მცდარ ქმედებებს" მოციქული ანტიქრისტეს საქმეებს უწოდებს.

      12. " რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწნება ჭეშმარიტებისაი მის, არამედ სათნი-ეყვნეს სიცრუესა შინა" – "რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა".

      არ ამბობს: დაე მიიღონ სასჯელი, არამედ ამბობს: "ისაჯნენ ყოველნი", რათა უპასუხოთ არ დარჩნენ, იტყვიან თუ არა , რომ ჩვენ იმიტომ არ ვირწმუნეთ ქრისტე, რომ ღმერთად ჰქადაგებდნენ მას მოწაფეები, ჩვენ კი გვსმენია, რომ ღმერთი ერთია, რომლისგანაც ყველა არს. ასეთ შემთხვევაში როგორ დაუჯერეთ ანტიქრისტეს, რომელიც თავს ღმერთად აცხადებს? ქრისტეს ყოველივე ღმერთთან მიჰქონდა, ე სკი პირიქით. მაგრამ იტყვიან: ჩვენ ნიშნებს ვხედავდით. ქრისტეთიც იყო მრავალი დიდებული სასწაული მოხდენილი.ამას გარდა, ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ის – მხსნელია, ხოლო ის – უკანონობისა და დაღუპვის ძეა.

      ამიტომაც იქნებიან ისინი განკითხულნი, რომ მიატოვეს ჭეშმარიტება და მოიწონეს და მიეცნენ სიწრუეს ანუ მაცდუნებელს, რომელიც ყოველგვარ უსამართლობას იყენებს ადამიანთა წინააღმდეგ, რომელიც თავად განხორციელებული სიცრუეა.

      13. "ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაი ღმრთისაი მარადის თქუენთვის, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ" – "ხოლო ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვუმადლობდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო".

      ვინაიდან მოციქულმა თქვა რაღაც საშინელი, რასაც ძალუძს არამყარი სულის შეცბუნება;ამიტომ ახლა იგი ამშვიდებს გულებს, ამეცნებს,რომ ყოველივე ეს საშინელია სხვებისთვის, დაღუპულებისთვის, რომელთათვისაც არის განსაზღვრული. თქვენთვის კი ღმერთს უნდა ვმადლობდეთ – იმის გამო, რომ ამოგირჩიათ და შეგიყვარათ. თუკი ჩვენ თქვენს გამო ვმადლობთ, თქვენ მითუმეტეს უნდა აკეთებდეთ ამას თქვენი თავისთვის.

      13. ... "რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწნედითა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა" – "რომ ღმერთმა დასაბამიდან ამოგირჩიათ დასახსნელად, სულის განწმენდით და ჭეშმარიტების რწმენით"

      ამიტომაც ვმადლობთ ღმერთს, რომ ამოგირჩიათ თქვენ თავისთვის და წინასწარ განსაზღვრა თქვენი ხსნა, რამეთუ წინასწარ უწყოდა რომ ღირსნი ხართ.

      14. "რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა" – "რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად".

      რათა სახარების მოსმენით არ განდიდებულიყვნენ, გვეუბნება რომ ეგეც ღვთისგანაა. რისთვის მოგიწოდათ? რათა რწმენით და ნათლისღებით გადარჩენილიყავით, ასე რომ, თუმცა თქვენ ირწმუნეთ, ეს მომწოდებლის მადლი იყო. რამეთუ მას რომ არ მოეწოდებინა თქვენთვის ჩვენი სახარებით, მაშ როგორ გაიგებდით? არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქრისტე თქვენს გადარჩენას თავისი დიდებით აღიარებს. რამეთუ კაცთმოყვარის დიდება იმასი მდგომარეობს, რომ გამოსახსნელნი მრავალნი იყვნენ.

      15. "ამიერიდგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღვრებაი ესე, რომლიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა" – "მაშ ასე ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით".

      აქედან აშკარაა, რომ მრავალს, წერილების გარესე, სიტყვით ანუ ცოცხალი ენით და არა ხოლოდ ეპისტოლეებით გადმოსცემდნენ მოციქულები.

      ერთიც და მეორეც სარწმუნოა. ამიტომაც უეჭველად უნდა მივიჩნევდეთ საეკლესიო გადმოცემას. აქ მოციქული იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ირხევა რწმენაში.

      16. "ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინისცემაი საუკუნოი და სასოებაი კეთილი მადლითა მით, 17. ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლიათა სიტყვითა და საქმიტა კეთილითა" – "ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოდ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში".

      შეგონებას ლოცვა მოსდევს, რამეთუ ჭეშმარიტად ამაში მდგომარეობს სხვების დახმარება. სრული იმედი გაგაჩნდეთ, რაგდან თუ უფალი ნაკლებადმშრომელებს ასაჩუქრებს ნუგეშით, მას თქვენ მითუმეტეს დაგასაჩუქრებთ რწმენისთვის. "ანუგეშოს თქვენი გულები", ამბობს მოციქული, და "განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში", ანუ ყოველი კეთილი საქმისა და სიტყვის მეშვეობით, ქრისტიანის ნუგეში მდგომარეობს იმაში, რომ აკეთოს რაიმე სასარგებლოდა და ღვთისთვის საჭირო. ან: განგამტკიცოდ თქვენ მართალ დოლმებსა და კეტილ საქმეებში, რაც არ უნდა მოხდეს. ასეთია ნუგეში.

      რწმენასა და ცხოვრებაში განმტკიცებული, როგორც არ უნდა იტანჯებოდეს, ყოველივეს მამაცურად იტანს, რამეთუ მართალი დოგმების დამარხვა არწმუნებს მას მომავალი სიქველეების მიღებაში.

თავი მესამე

      1. "ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთვის, რაითა სიტყვაი ღმრთისაი რბიოდის და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ" – " აბა, ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის".

      თავდაპირველად თავად ლოცულობდა მათთის, რათა რწმენაში განმტკიცებულიყვნენ, ახლა კი სთხოვს მათ თავად ილოცონ , მაგრამ არა იმისათვის, რომ საფრთხეებს არ გადაეყაროს, არამედ იმისთვის, რომ "სიტყვაი ღმრთისაი რბიოდის და იდიდებოდის ". აქ თხოვნა შექებასთან ერთად არის წარმოთქმული: "ვითარცა თქუენდა მიმართ" ამბობს მოციქული, რათა ყოველნი დაემორჩილონ მას, როგორც თქვენ. მოციქული სატავისოს არაფერს ითხოვს, არამედ საუფლოს.

      2. "და რაითა განვერნეთ უწესოთა დ უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაი არს სარწმუნოებაი" – "რათა განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველაში როდია რწმენა.

      მოციქული საუბრობს იმის შესახებ , ვინც ეწინააღმდეგებოდა მას და მის ქადაგებას და ემტერებოდნენ რწმენის დოგმატებს, როგორიც იყო ალექსანდრე მესპილენძე. ეს ჰქონდა მას მხედველობაში, როდესაც ამბობს: "რამეთუ არა ყოველთაი არს სარწმუნოებაი", ესე იგი ყველას არ სწამს, არამედ ღირსებს.

      3. "ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დავიცვნეს ბოროტისაგან" - "მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან".

      "სარწმუნო" -ესე იგი ჭეშმარიტია ღმერთი, და უეჭველად შეასრულებს იმას, რაც დაიწყო და განგამტკიცებთ თქვენ ისე, რომ აღარ შეირყევით და დაგიცავთ ისე, რომ ბოროტი ვერ მოგერევათ.

      4. "ხოლო ვესავტ უფალსა თქუენთვის, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა" – "ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებტ, რასაც გამცნებთ".

      მას შემდეგ, რაც მოციქულმა ილოცა თესალონიკელთათვის და თქვა: ღმერთი სარწმუნოა და, რა თქმა უნდა , შეასრულებს დაწყებულ თქვენში გადარჩენის საქმეს, მაგრამ იმისთვის, რომ არ ფიქრობდეთ, თითქოსდა ყველაფერი მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული და ამიტომ სიზარმაცეს არ მიეცეთ, ის ითხოვს მათგან თანამოქმედებას, და თოთქოს ამბობს: ღმერთი სარწმუნოა და უეჭველად შეასრულებს თავის საქმეს, მაგრამ იმ პირობით, რომ თქვენც იშრომებთ. შეამჩნიე მოციქულის სიბრძნე. მას არ უთქვამს: ჩვენ გვჯერა თქვენი, არამედ : ჩვენ გვჯერა თქვენი უფალში,ესე იგი ჩვენ გვწამს ღვთის კაცთმოყვარებისა და იმის, რომ ის გაგაძლიერებთ თქვენ და ამით ის მათ აჩვენებს იმას, რომ ყოველივე ღმერთზეა დამოკიდებული.

      5. "ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა" – "უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში".

      ისევ ლოცულობს მათთვის, რითიც თავის მზრუნველობას იჩენს მათ მიმართ.

      ამბობს: "უფალმა წარმართოს თქვენი გულები" - ესე იგი უფალმა ჰქმნას ისე, რომ სწორი გზით გევლოთ და ნუ გარდახვალთ მისგან, რამეთუ მრავალს ძალუძს თქვენ ამ გზიდან ჩამოგაშოროთ: მექრთამეობას, პატივმოყვარეობას და მწუხარებებს. და ეს მრავალი სხვა არ გვაძლებს ღვთის შეყვარების საშუალებასა და ღვთის სიყვარულთან მიახლებას, როგორც საჭიროა. მოთმინების ხსენებით, მოციქული მიგვანიშნებს მწუხარებებზე. ხოლო მოთმინება შეეთავსა სიყვარულს იმისათვის, რომ სიყვარული ღვთისა ნიშნავს – ყოვლის მოთმენა მისთვის, წუწუნის გარეშე, სათნოებით. ყფალში კი მოიაზრე აქ სულიწმინდა, როგორც აღნიშნა ბასილი დიდმა.

      6. "გამცნებთ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა..." – "ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით..."

      რამეთუ ტასაც მე ვლაპარაკობ, იმას ლაპარაკობს იგი. ხოლო იგი არსად არ გვამცნებს უმოქმედობისადმი მიცემას.

      6. "...განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, უწესოდ ვიდოდის ..." – " რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა ..."

      უნდა ვერიდებოდეთ მათ, ვინც უწესოდ ცხოვრობს, ანუ უსაქმურად, გინდ მდიდარი იყოს, გინდ ღარიბი და გინდ წმინდა. იმიტომ რომ ის, ვინც უარს ამბობს სარგებლის მომტან საქმეზე, ჩვეულებისამებრ, მალევე მიეცემა ამაოდმეტყველებასა და გულგრილობას. ეს კი უწესო საქციელია.

      6. "...არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან" – "და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ".

      გადმოცემა, რომელიც მე გადმოგეცით თქვენ ჩემს საქციელებში, რომელნიც ნიმუშად იქცნენ თქვენთვის, რამეთუ საკუთრივ ეს არის გადმოცემა.

      7. "რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქუენ შორის, 8. და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ..." – "რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის, მუქთად არავისი პური გვიჭამია..."

      ჩვენ უწესოდ არ მოვქცეულვართ ანუ ამაოდ არ ვყოფილვართ. უწესობაში უსაქმურობას გულისხმობს აქ მოციქული. ღადგან ღმერთმა ადამიანს წესად დაუდო შრომაში მყოფობა, მშრომელი ღირსია პურის ჭამისა.

      8. "...არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ..." – "...არამედ Dდღე და ღამე შრომა-გარჯაში ვიყავით..."

      თუ ჩვენით რამეში განსწავლულები არ გვცემენ პატივს ღვთის გულისათვის, ჩვენ აღშფოთებულები ვართ, თითქოს და ყველაზე ძლიერი წყენა მივიღეთ.

      8. ... "რაითა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ" – "რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით".

      განსაკუთრებით ძნელია მსმენელებისგან გამორთმევა, ამ შემთხვევების შესახებ საუბრობს პავლე, იმიტომ რომ თესალონიკელები ღარიბები იყვნენ.

      9. "არათუ რამეთუ არა გუაქუს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაითა მბაძვიდეთ ჩუენ" – "არა იმირომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.

      მოციქულს ჰქონდა იმის უფლება, რომ არ ეშრომა, რადგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული, ქადაგებით, და იმით ესაზრდოვა, რასაც მისი მოწაფეები იშოვიდნენ, თუმცა თავისი კეთილი გულით ის შრომობდა, თავადაც იკვებებოდა და მასთან მყოფებსაც ჰკვებავდა, რათა ესწავლათ მისგან თავის მოწაფეებსაც.

      10. "და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავი თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ". – "ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: "ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს"

      პირველ ეპისტოლეში, მოციქული ამაზე ლმობიერად მსჯელობს, აქ კი უფრო მკაცრად. ღადგან თუ ის თავად შრომობდა დღე და ღამე, როცა ამის საჭიროება სულ არ იყო, სხვები მითუმეტეს უნდა მოქცეულიყვნენ მასე.

      11. "რამეთუ მესმის ვიეთთვისმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმნან, არამედ მიმოიწულილვენ". – "რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს".

      ვინაიდან ჩვენი ტვინი მუდმივად მოქმედებაში იმყოფება, ამიტომ როდესაც ჩვენ არ ვასაქმებთ მას კეთილი საქმეებით, ის მიეცემა ფუჭ საქმეებს, ამაოს. იგი იწყებს გარკვევას, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები, აქედან კი განკითხვაში გადადის და სხვა მრავალ უწესობაში. ასე რომ საჭიროა შრომა ჩვენი საკუთარი ძალებით.

      12. "ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,..." – "ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ..."

      იგი მკაცრად ამცნებს მათ ამ სიტყვებით.

      12. ... "რაითა მყუდროებით შურებოდინ და თვისსა პურსა ჭამდენ". – "რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური".

      ორ რამეს ითხოვს მოციქული მათგან : მდუმარებასა და შრომას, თავიანთი პური ჭამონ და არა სხვისი. სხვის ხელებში არ უნდა უყურონ.

      13. "ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად". – "თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას".

      შეხედე როგორ უცებ მოულბა მამობრივი გული – მალევე შეიცოდა ისინი. აკეთეთ კეთილი საქმეები, ხოლო თუ არ გამოსწორდებიან ისინი, ვისაც უკეთებთ სიკეთეს, ნუ მოგწყინდებათ, გააგრძელეთ სიკეთის თესვა.

      14. " და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანა-აღერევით მას, რაითა შეიკდიმოს". – "ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვებს ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს".

      ხედავ, თუ რა სარგებელი ექნება მის შენიშვნას? ეს მისი შერცხვენაა. ძველად, უდიდეს სასჯელად მიიჩნეოდა შენიშვნა, ახლა კი არაა მასე.

      15. "და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა". – "ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ".

      მოციქული ამბობს: ვწუხდეთ არა იმაზე, რომ უწესოებს მოწყალებას გავცემთ, არამედ იმაზე რომ იგი არღვევს ღვთის კანონს და თანავუგრძნოთ მას, როგორც ავადმყოფს. შენთვის არის ღატაკი, რათა შეძლო, მის მიმართ სიყვარულით, განკურნო შენი ჭრილობანი, შენ კი განდევნი იმას, ვინც შენს გამო იტანს სიგლახაკეს. როგორი გულცივობაა!

      16. "ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან მოგეცინ თქუენ მშვიდომაი მარადის ყოვლითავე სახითა: უფალი თქუენ ყოველთა თანა!" – "თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან: უფალი იყოს ყველა თქვენგანთან!"

      იგი ყოველგან ლოცვით შეაგონებს მათ. მშვიდობაზე უნდა იზრუნოთ, ამბობს მოციქული, ყოველთვის მშვიდობა უნდა შეინარჩუნოთ. სიტყვაში, საქმეში მშვიდობა უნდა იყოს. და ასეთი საქციელით თქვენ შრომის გარეშე შეძლებთ ურჩების გამოსწორებას ისე, რომ საუკეთესოებად გახდით.

      ისე არაფერი გამოასწორებს იმას, ვისი გამოსწორებაც გვსურს, როგორც მშვიდობინი, აუღშფოთავი მიმართვა და შთაგონება მრისხანების გარეშე.

      ასევე გვპირდებოდა უფალი: "... მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსრულებადმდე სოფლისა" (მათ.28:20).

      17. "კითხვაი ჩემითა ხელითა პავლესითა..." – მოითხვას იგი ლოცვას უწოდებს იმის საჩვენებლად, რომ როცა მოკითხვა იყო საჭირო, იგი ამას სულიერი სარგებლობითა და ლოცვით მოიმოქმედებდა , და ეს არ იყო უბრალოდ მეგობროის ნიშანი.

      17. "... რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა;" – "რაც ნიშანია ყოველ ჩემს წერილში;"

      რათა მატყუარებიტ არ იყოს შედგენილი ჩემი წერილები (ამას კი მრავალი იქმოდა), მე, ამბობს პავლე, ჩემი საკუთარი ხელით ვწერ მოკითხვას "ყოველსა წიგნსა", რომელსაც მე თქვენ გიგზავნით ან თუნდაც სხვას, ვინც არ უნდა იყოს.

      17. "... ესრეთ მივწერე: 18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა თქუენ ყოველთა თანა. ამინ". – " მე ასე ვწერ: ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ".

      მოციქულმა მადლით დაიწყო ეპისტოლე და მადლითვე დაასრულა, თითქოს მათქვამს ამ დიდებული კედლებით იცავს. რადგან თუ იქნება თქვენთან გადამრჩენელი მადლი, მაშინ უფალი განკურნავს ჩვენს უძლურებას, რადგან ასეთი არს ძალა მადლისა. მადლი იქნება თქვენზედა თუ არ განდევნიტ მას. დაე დავსაჩუქრდეთ ისეთი სულებით, რომ ვავლენდეთ სიყვარულს მოყვასისადმი, შეგვეძლოს შემთხვევით დაბნეულების შეგონება და ყოველგან ვიყოთ დაცულნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლით, რომელმაც მიგვიღო მორწმუნეთა რიცხვში და მამასთან სულიწმიდაში. მას ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ნახვა: 698

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, ეპისტოლე, თესალონიკი, სამება, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters