ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს შესასწავლად ბრძენთა ბრძენთან გაგზავნა ბიჭი. ყმაწვილი 40 დღეს მიაბიჯებდა უდაბნოში და ბოლოს მთის მწვერვალზე დიდებული ციხესიმაგრე დაინახა. იქ ცხოვრობდა ბრძენი. უცნაური იყო, მაგრამ ციხესიმაგრე არაფრით გავდა ბერის საყუდელს და თან ხალხით იყო სავსე. ვაჭრები საქონელს ასაღებდნენ, ყველგან ხალხი ირეოდა და საუბრობდნენ.პატარა ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა.
ბრძენი აუჩქარებლად დააბიჯებდა დარბაზში და სტუმრებს ემუსაიფებოდა. ყმაწვილს 2 საათს მოუწია ლოდინი. ბოლოს, როგორც იქნა, მასთანაც მივიდა ბრძენი. მოუსმინა და მოცდა სთხოვა. მანამდე ურჩია ციხესიმაგრე დაეთვარიელებინა და ორი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო.

,,ერთი თხოვნაც მექნება შენთან, – უთხრა ყმაწვილს და ჩაის კოვზი გაუწოდა, რომელზეც ორი წვეთი ზეთი ესხა, – ეს კოვზი წაიღე თან და ეცადე არ დაგეღვაროს.”

ყმაწვილმა კოვზი გამოართვა და ფრთხილად აუყვა სასახლის კიბეებს, 2 საათის შემდეგ კი კვლავ ბერის წინაშე წარსდგა.

,,სასადილო დარბაზის სპარსული ხალიჩები მოგეწონა? ბაღში თუ იყავი და ხეები და ყვავილები თუ ნახე, რომლის გასაშენებლადაც 10 წელი იშრომეს მებაღეებმა? ბიბლიოთეკაში უძველესი პერგამენტები თუ ნახე?”- ჰკითხა ბრძენმა.

დარცხვენილმა ბიჭმა აღიარა, რომ ვერაფრის ნახვა შეძლო, რადგან იმაზე ფიქრობდა 2 წვეთი ზეთი არ დაღვროდა.

,,უკან დაბრუნდი და სასახლე დაათვარიელე” – უთხრა ბრძენმა.
ყმაწვილი თავის კოვზიანად ისევ სასახლის დარბაზებსა და დერეფნებს გაუყვა, ამჯერად უფრო თავისუფლად დააბიჯებდა. ბრძენთან მივიდა და დაწვრილებით მოუთხრო, რაც ნახა.

,,ის ორი წვეთი ზეთი სადღაა მე რომ მოგაბარე?” – ჰკითხა ბრძენმა. ყმაწვილმა მაშინღა შეამჩნია, რომ კოვზი ცარიელი იყო.

,,აი ეს არის ერთადერთი რჩევა, რომელიც უნდა მომეცა – უთხრა ბრძენმა – ბედნიერების საიდუმლო ის არის, რომ ამქვეყნიური საოცრებებითა და დიდებულებებით დატკბე, მაგრამ არც ის ორი წვეთი ზეთი დაგავიწყდეს, კოვზზე რომ გისხია.

პაოლო კოელიო - "ალქიმიკოსი"

ნახვა: 170

ტეგები: Qwelly, ალქიმიკოსი, კოელიო, პაულო

magnita: დეკემბერი 2, 2012||1:54am

bevri bolos xvdeba ras unda ufrtxildebodes adamiani am qveynad )) samwuxarod...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters