მსოფლიო ჩვენს გარშემო და ჩვენზე, პრეზიდენტთან მიღება, საარჩევნო სტარტაპები და ტექგამართული მანქანები განახლებული მოწმობებით

      ვინაიდან ოქტომბერი გამოდარებას არ აპირებს, არადა პირველი რაც დღეს შემხვდა ეს იყო - დღეიდან საქართველოში გამოიდარებს. ჩანს ამინდის ჭკუაზე სიარულს აზრი არ ექნება და ცოტა მეტი აქტიურობა უნდა შეინიშნებოდეს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტიურობების წარმომსახველ სამყაროში - qwellynews-ში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ოქტომბერი, 2017/

      დავიწყოთ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის შესახებ - სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან. უკრაინული განაწყენება ქართველებზე - უკრაინაში საქართველოს ექვს მოქალაქეს საცხოვრებლის დამადასტურებელი ცნობა გაუუქმდა, ათს - უკრაინაში შესვლა აეკრძალა. იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე - ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს. მიხეილ ჯანელიძე კანადის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. თინა ხიდაშელი - საქართველო იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოექცე კრემლს კლანჭებიდან. კანადის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი - საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს.

      წინასაარჩევნო კომუნიკაციის ანალიზებიდან. კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. - კომუნიკაციების კომისია - „პალიტრა News“-ის თვითრეგულირების მექანიზმში არც ერთი საჩივარი კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა.

      აფხაზეთში აქტივობები უსამართლოა - ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტზე - ნებისმიერი ასეთი აქტივობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. „ამერიკის ხმა“ - სერბთა რესპუბლიკის დელეგაციამ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დაარღვია. არჩილ თალაკვაძე - არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

      საუბარი და დიალოგი, ბჭობა ხმითა მრავლითა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის - ანა დოლიძე - ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყო, თუმცა, რა შედეგებამდე მივა ეს, რთული სათქმელია. გიორგი აბაშიშვილი მმართველ გუნდთან შეხვედრაზე - პრეზიდენტის მხრიდან არ დააკლდება მცდელობები, რომ პოზიციები უფრო მეტად დაახლოებული იყოს. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ვთანხმდებით, რომ ორ საკითხზე კონსენსუსია. შალვა შავგულიძე - თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ აისახება, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადოს. დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, თუ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრას მოყვება ის, რომ ვეტო იქნება მხოლოდ ორ რეგულაციაზე დადებული. ეკა ბესელია - პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს ვადა გადაწყვიტოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს აწერს ხელს თუ არა, ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის და პრეზიდენტის არჩევის საკითხი პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს ასახული. ბლოკმა "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" ხარაგაულში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. და როგორც ოსკარზე იტყვიან ხოლმე ... And Finally გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით უსუფაშვილი - ჩემი ღრმა რწმენით, არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსავლის ფორმულა, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია. ნიკა რურუა - საკონსტიტუციო ცვლილებები ერთპარტიულია, სადაც ყველა დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშაა.

      არჩევნების ორიგინალურობა - ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს, რის შემდეგაც მზადყოფნას გამოთქვამს ყოფილ ფეხბურთელს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. კახა კალაძე - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, მეტი დასაქმებული გვყავდეს. კახა კალაძე - ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი. სოსო ცინცაძე - დებატებისათვის თავის არიდება მუდამ წამგებიანია, ამით კალაძემ ელისაშვილს ზედმეტი კოზირი მისცა. კახა კალაძე - თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე

      ვენერა თბილისში - ეროვნულ გალერეაში ორი უნიკალური იტალიური გამოფენა გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილი - ორმაგად სასიხარულოა, რომ იტალიურ კომპანიებს საქართველოში კულტურა შემოუძღვა.

      ზვავი, დიახ ზვავი თუშეთში - გზის გაწმენდის შედეგად, თუშეთში, ორ ზვავს შორის მანქანით მოყოლილმა ადგილობრივმა გამოსვლა შეძლო. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ღამის საათებში შეზღუდვებია. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

      ახალი წლიდან მხოლოდ გამართული მანქანები უნდა ვიყოლიოთ, ერო - 2018 წლის პირველი იანვრიდან, ავტომობილების ტექდათვალიერება პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმებით დაიწყება. ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარის ფარგლებში ეღირება. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება. ავტომობილებს ტექდათვალიერებისას 7 კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ. კიდევ ერთი ამბავი, ამჯერად Update - 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განახლდეს. ამისათვის გამოცდის ხელახალი ჩაბარება საჭირო არ არის, დოკუმენტის განსაახლებლად 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენაა სავალდებულო.

      კიდევ ერთი საინტერესო სამომავლო ამბავი - 1-ელი იანვრიდან ძველ 50-თეთრიან მონეტას ხმარებიდან ამოიღებენ.

      თხუთმეტიდან ერთი, ვითომ კარგი სტატისტიკაა? - სურსათის სააგენტოს მიერ შემოწმებული 15 სკოლის ბუფეტიდან დარღვევა მხოლოდ ერთში აღმოჩნდა.

      სუქოთი დაიწყო - რელიგიის საკითხთა სააგენტო ქართველ ებრაელებს სუქოთის დაწყების დღესასწაულს ულოცავს.

      მოწმეთა ჩვენებების გასაჯაროებას ალიაქოთი მოჰყვება ხოლმე - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საპატრიარქო ”ციანიდის საქმეზე” მოწმეთა ჩვენებების გასაჯაროებაზე განცხადებას გაავრცელებს. „ოფიციალურად პასუხი იქნება საპატრიარქოდან. მეუფე პეტრეს განცხადებას, თითქოს ჩანაწერების გასაჯაროება სპეციალურად ხდება, არ ვეთანხმები. როდის მოხდება განცხადების გავრცელება საპატრიაქოდან არ ვიცი ზუსტად, თუმცა ის, რომ საპატრიარქოს მხრიდან შეგნებულად ხდება რაიმე პროცესის წარმართვა, ამ პოზიციას არ ვიზიარებ“. პროკურატურაში დაბარებული ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. გიორგი ფანცულაია - ჩვენების მიცემას არც სასამართლოში ვაპირებ. გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ ”ციანიდის საქმის” სასამართლო სხდომების ამსახველი მასალები საპატრიარქოდან ან სხვა წყაროებიდან გავრცელებულიყო. ეს ის მასალებია, რომელიც ადრე გასაჯაროვდა მედიით. ახლა გამოძიება დაიწყო პროკურატურამ.

      კვოტირებული ქალები - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების განსაზღვრის საკითხს მხარი დაუჭირა.

      დეპოლიტიზირებული განათლების სისტემა - ალექსანდრე ჯეჯელავა - განათლების სისტემა სრულიად დეპოლიტიზებულია. ალექსანდრე ჯეჯელავა - მე პირადად რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, მასწავლებლების დამსახურებაა.

საზღვარგარეთულები:

      ბომბი მარტო ტერორისტს არ კლავს!! - სირიაში რუსული ავიადარტყმების შედეგად, 38 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ლიდერი კომაშია. ერაყის სამთავრობო ძალებმა ალ-ჰაუიჯას რაიონიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები განდევნეს. რუსული მედია - რუსეთმა შესაძლოა საუდის არაბეთს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღება მიაწოდოს.

      რუსეთის ჩარევები ამერიკაში - სენატმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინასწარი ანგარიში წარმოადგინა. მთელი არსენალი ჰქონია ამ ტერორისტს - ლას-ვეგასში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ავტომობილში 1600 ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.

      მეფეს ხალხის ხმა არ ესმის? (ახალი ამბავი ვითომ?!) - კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე - ესპანეთის მეფემ კატალონიის მოსახლეობის აზრის იგნორირება მოახდინა. ევროპარლამენტმა კატალონიის რეფერენდუმი და ესპანური პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა. კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე - ჩემი დაკავება ბარბაროსული ნაბიჯი იქნება. ევროკომისარი - ევროკავშირი წევრად მხოლოდ ესპანეთს აღიარებს და თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, ის ვერ მიიღებს წევრობას.

      უკრაინა მარტო ჩვენზე არ ყოფილა გაბრაზებული - უკრაინის უშიშროების სამსახურმა „ენ-ტე-ვეს“ ჟურნალისტი ვიაჩესლავ ნემიშევი ქვეყნიდან გააძევა.

      აზერბაიჯანმა, ცოტა მეტი მოწიწება იქონიეთ ჩვენთანო - ილჰამ ალიევი - ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა.

      ფრანგული შუარგოლობა - ემანუელ მაკრონი - პარიზი მზადაა ერაყის ფედერალურ მთავრობასა და ერაყის ქურთისტანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 223

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters