ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის მშვენიერ ბუნებაზე, ისიც ბევრს აღუნიშნავს რომ სხვა ქვეყნებს სილამაზით არ ჩამოუვარდება. ბევრიც ფიქრობს, რომ ჯერ საქართველოს ლამაზი ადგილები უნდა მოვინახულოთ და შემდეგ გავცდეთ საზღვარს. ასეა თუ ისე დასვენება საზღვრებს იქით და აქეთაც მშვენიერი იდეაა. 

   წლევანდელი ზაფხულიც მიიწურა, მართალია ზაფხულის ჩვეული სიცხე არ მიგრძვნია მაგრამ ცივი ზაფხულიც არ ყოფილა ურიგო. ისე გაიარა ამ თვეებმა აღარ მეგონა თუ სვანეთის ბუნება ისევ გამაოცებდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩიე ისეთ ადგილი, რომელიც სვანეთში სტუმრობისას აუცილებლად სანახავი ადგილების სიის თავში უნდა იყოს. ეს ადგილი გახლავთ თეთნულდის კურორტი. სადაც ადრე ექსტრემალებისთვის სათხილამურო ადგილი იყო. ამჯერად კი საბაგირო და ბევრად უფრო განვითარებული სათხილამურო ტრასა კეთდება. ვისაც ლამაზ ბუნებაში და მაღალ მთებზე ხეტიალი მოსწონს ეს იდეალური ვარიანტია.

   როდესაც გზას გავუდექით მთის ძირში მისვლა იგეგმებოდა, თუმცა ისე შემიყოლია ბუნებამ მაღლა და მაღლა ავედი. აქამდე სულ ქვევიდან ვუყურებდი მთებს, ამჯერად კი ზევიდან გადმვხედე და ნამდვილად გამაოცა ამ სილამაზემ. სამწუხაროდ წელს არ გამიმართლა, საბაგირო არ ფუნქციონირებდა და ვერ შევძელი უფრო მაღლა ასვლა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლის ზაფხულში ეს უკვე შესაძლებელი იქნება!

ნახვა: 209

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ზაფხული, თეთნუდი, მთები, საბაგირო, სვანეთი

Maiko: სექტემბერი 7, 2017||9:20pm
დღეს აქ პირველი თოვლი მოვიდა. სულ გადათეთრდა თეთნულდი ))
Kakha: ივნისი 10, 2018||9:29pm

მომენატრა აქაობაა, ძალიან ლამაზიააა :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ორი მზის ტბორი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 19, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას…

გაგრძელება

მავრიტანიული სოფელი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 18, 2019.
საათი: 11:17pm 5 კომენტარი

      ცხოვრება საჰარის უდაბნოში არც ექსტრემია და არც თავზეხელაღებულთა უშნო ახირება - ესაა ცხოვრება იქ სადაც გინდა და ისე, როგორც გიყვარს. გამონაკლისი არც მავრიტანიის ერთი ძველი სოფელია, რომელიც კიდევ…

გაგრძელება

შტორმის სილამაზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2019.
საათი: 10:14pm 0 კომენტარი

      ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი…

გაგრძელება

დიდი  თვალები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters