ცრემლები, ცრემლები და კვლავ ცრემლები..........

სულის გამოძახილი, მწარე და ყრუ თამაში ბედისწერის, მისი გამოხედვა, მისი ლანდი, ვისი? ამ კითხვის შიში, აჩრდილი რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძვი, ებრძვი მაგრამ ამაოდ, დემონი ჩნდება სულის კუნჭულში, მთელი გრძნობებით გულში მიმალულ ნაპერწკალს ააშკარავებს და მოაქვს ტკივილი, ცრემლები...

ცრემლები და კვლავ ცრემლები....

იხედები უკან და უამრავი რამის წაშლა გინდება, უყურებ ცას რაღაც გაგონდება, ჩასცქერი მიწას და სევდა გიპყრობს, ხედავ ადამიანის თვალებს და ოგნდები რამდენ რამეს იტევს ეს პატარა ორგანო.

ცხოვრობ და გეშინია, გეშინია თავს მომდგარი მარტოობის, იმედგაცრუების......
წლები კი მიდიან და შენ ელოდები, მთელი ცხოვრება ელოდები, მაგრამ ერთ დღესაც მიხვდები, რომ ყველაფერი ამაო ყოფილა რისთვის დაკარგე დრო... და ისევ ჩნდებიან ცრემლები, ისინი წვიმის მსგავსად ჩუმად მოდიან, ეცემიან ბალიშს გულწრფელი ცრემლები, მათ ძალუძთ ქვის გახლეჩა, მაგრამ ქვის გულს კი მიწვდებიან??? ალბათ მიწვდებიან, რადგან მხოლოდ წრფელ ცრემლებს შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.......
მოლოდინი ერთი გამოხედვის, ერთი ტკბილი სიტყვის, მოკლედ სიყვარულის, მაგრამ

არასდროს ახდენილი სიყვარულის.......

ფიქრები ჯარად ეწყობიან, გღუბლებად მოდიან და ნისლებად ირევიან, კვლავ მარტოობის დემონი ჩნდება და კვლავ ცრემლები მარტოობას შეწირული ცრემლები...............
P.S. საავტორო :((((

ნახვა: 535

ტეგები: Qwelly, მარტოობა, სიყვარული, ცრემლები

ლაშა: ოქტომბერი 12, 2012||1:33am

ბოლო დროს ქველზე საგულჩემო პსოტები იდება... ;)

shegizliat washalot ar mchirdeba: ოქტომბერი 12, 2012||12:36pm

cremlebi sisustis nishania da meti araferi...

ლაშა: ოქტომბერი 12, 2012||11:35pm

ტყუილია! ცრემლები სიწმინდის, განწმენდის ნიშანიცაა! და უფრო მეტად სწორედ ამის!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოზარდების განაჩენი, ანექსიის დღე, კორონას ახალი ცენტრები და ჩატეხილი მაგიდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2020.
საათი: 9:34pm 0 კომენტარი

      ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი,…

გაგრძელება

საზღვრებს ვირუსი აწესებს, მინისტრი პარლამენტს არ სწყალობს, მარში ტაძრებს იცავს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2020.
საათი: 10:00pm 4 კომენტარი

      ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.

საქართველოს და…

გაგრძელება

პუდრიანი ბაროკო - სახიდან გვირგვინებამდე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2020.
საათი: 11:02pm 0 კომენტარი

      დღევანდელი ბლოგ-პოსტის ხელოვანები წყვილში მუშაობენ. და როგორც ორი და სამი კაცის ნაშრომი, შედეგიც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმოშობის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ასია კოზინა და დმიტრი კოზინი (Asya Kozina, Dmitriy Kozin), თეთრი სკულპტურების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ კომპოზიციებში არა მხოლოდ გვირგვინებს (კორონებს) აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ, თეთრი ფერუმარილით შერებილ პორტრეტებს.…

გაგრძელება

კიბერ ომი და კიბერ საზღვრები, ტრენდი მერაბიშვილი და გასაყიდი პარლამენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters