არავინაა თავის უფალი!

     საერთოდ თავისუფლების ობიექტური გაგება არ არსებობს. ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია. ის, რაც სხვისთვის თავისუფლებაა ჩემთვის შეიძლება სრულ შეზღუდულობად ჩაითვალოს. არ ვაპირებ ზოგადსაკაცობრიოდ განვიხილო რომელიმე ცნება (მითუმეტეს თავისუფლება) და არც იმას ვცდილობ ჩემი მსჯელობა მთელს ადამიანთა მოდგმას მოვარგო. მე მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ მოგიყვებით.

     ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დავიბადე. არ ვიცი ახალშობილი რაზე ვფიქრობდი ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს. ინსტრუქცია მომაჩეჩეს ცხოვრების მრავალპუნქტიან გეგმასთან ერთად, გამაცნეს დადგენილი წესები, მსწავლეს რა არის კარგი და რა ცუდი. მოკლედ, ყველაფერი გამზადებული დამიხვდა. გამზადებული სამყარო, გამზადებული ცხოვრების წესით. ფიქრიც კი არ იყო საჭირო, რადგან სხვას უკვე ნაფიქრი ჰქონდა ჩემს მაგივრადაც. მე მხოლოდ უნდა მეცხოვრა ბედნიერად, მყოლოდა შვილები, შვილიშვილები, მეწამა ღმერთი და მოვმკვდარიყავი ასი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გეგმის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შევასრულებდი. მეც ვცხოვრობდი და მწამდა. მწამდა ისეთი, როგორიც დამიხატეს და მწამდა ისე, როგორც მასწავლეს. მწამდა კითხვის ნიშნების გარეშე. კითხვის დასმას აზრი არც ჰქონდა, რადგან პასუხები არ არსებობდა. რც იყო საჭირო. ეჭვი რწმენას არყევსო. თუ ეჭვი გაგიჩნდა ესეიგი შესცოდე და უნდა მოინანიოო მასწავლეს. მეც ვინანიებდი გაზეპირებულ სიტყვათა რახარუხით. ვცდილობდი არ მეფიქრა, მხოლოდ მეწამა. გონების გარეშე. გონებას მხოლოდ ერთი ფუნქცია შერჩა: დაჰმორჩილებოდა იმ წესრიგს, რომელიც დიდმა ადამიანებმა შექმნეს. მე არ შემეძლო რაიმეს შეცვლა. ცვლილებები არც იყო საჭირო ჩემს ირგვლივ არსებულ იდეალურად მოწესრიგებულ სამყროში.

     თუმცა, მორჩილებაში ხელს რაღაც მიშლიდა. ის მუდამ ამბოხისკენ, საზღვრების რღვევისა და ჩარჩოების მტვრევისკენ მიბიძგებდა. ის რაღაც ამოუცნობი, რომლის არსებობასაც მუდამ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მარგინალურ მდგომარეობაში მყავდა (ან მე მეგონა რომ მყავდა). მაგრამ რაღაც ამოუცნობისთვის არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე. მე ხომ თავისუფალი ვიყავი! ჰოდა ასე ძლიერი და თავისუფალი, თვლდახუჭული, ხელებისცეცებით დავბორიალებდი წყვდიადში და მხოლოდ იმ მხარეს მივაბიჯებდი საითაც მიმითითებდნენ.

     მთელი ცხოვრება რაღაცას ვაშენებდი. თავად არ ვიცი რას, ან რატომ. უბრალოდ ვაშენებდი მეც, რადგნ აშენებდა ირგვლივ ყველა. ვაშენებდი ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივთა შორის ვიღაცის მძლავრმა ხელმა თავზე არ დამალეწა მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენი ხუხულა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ არაფერი გამაჩნდა "ჩემი", არ არსებობდა "მე". ის, რაც ჩემგან გამოეძერწათ რაღაც უმსგავსი არსების ერთ-ერთი პერიფერიის რიგით ჭანჭიკს წარმოადგენდა. ირგვლივ მიმოვიხედე ახლა უკვე საკუთარი თვალებით და დავინახე. დავინახე სრულიად უცხო, უჩვეულო სურათი: ერთნაირი ადამიანები, ერთნაირი სახეებით, ერთნაირი მოძრაობით ერთი მიმართულებით მიაბიჯებდნენ გარემოში, სადაც ინდივიდუალიზმი და ინტერპრეტაცია ცარიელ სიტყვებად ქცეულიყო. თითქოს ეს ერთნაირი ადამიანები ხელიხელჩაკიდებულნი ფერხულში ჩაბმულიყვნენ (ჩემთან ერთად) და ცეკვავდნენ შეუჩერებლად, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობებით. არც ერთი შეცვლილი, ჩამატებული ან გამოკლებული მოძრაობა, არავითარი ინტერპრეტაცია, მხოლოდ წესები, წესები, წესები. უსახო სახეები, უტვინო ტვინები, უაზო აზრები, უგულო გულები, უღირსი ღირსები, უსამართლო მართლები, უამრავი უშინაარსო სიტყვათა გროვა ჩემს გარშემო საოცრად ლამაზ, მოწესრიგებულ სისტემას ქმნიდა სახელწოდებით - საზოგადოება.

     და მე შევწყვიტე ცეკვა! შევწყვიტე, რამეთუ დამიბრუნდა თვალისჩინი. ახლა აღარ მსურს საცოდავი ბუტაფორია ვიყო სხვათა მაამებლად შექმნილი და კოლექტიური აზროვნების ნორმებს შესაბამებული. მე აღარ ვარ უგვანი დეკორაციის დამამშვენებელი ნივთი, ნაცრისფერი ილუზიის ბურუსში გახვეული, რომელსაც "თავისუფლება" ჰქვია. არ მჭირდება არაფერი გამზადებული, რადგან "მე"გამოვიგონებ ველოსიპედს! "მე"აღმოვაჩენ ახალ კონტინენტს! "მე" დავხატავ მონა ლიზას! "მე" დავანგრევ ყველა ხიდს ცხოვრების გასამარტივებლად წყალზე გადებულს და ვისწავლი ცურვას!

ნახვა: 473

ტეგები: freedom, qwelly, socialization, ბლოგი, გავლენა, დევიაცია, ეგო, სოციალიზაცია

ლაშა: ნოემბერი 15, 2012||11:57pm

მე იმაზე გეკამათებოდი რომ შენ დამიწერე - არავინაა თავის უფალიო და როგორ არაათქო... ;) ;) ;) :) :) ახლა სხვაგვარად ამბობ - "მე მხოლოდ იმას ვაპროტესტებ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები იმდენად დიდ ზეგავლენას განიცდიან საზოგადოებისგან, რომ ინდივიდუალიზმს სრულიად კარგავენ. და როცა რაღაცას აკეთებენ კითხვაც კი არ უჩნდებათ რატო იქცევიან ასე და არა სხვაგვარად. (იქცევიან ასე იმიტომ, რომ ყველა იქცევა ასე)." - მე ამას დიდი ხანია ვაპროტესტებ და როგორ არ დაგეთანხმებოდი! :) :) :)

რაც შეეხება ბოლო აბზაცს...

ახლა გეტყვი - გამარჯობა მარიამ! ;)

შენ წერდი რომ "ახალშობილი რაზე ვფიქრობდი ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს" - მაშ გამოდიოდა რომ შენი თვითიც კი, საზოგადოების ნაწილია... საერთოდ აღარაფერს იტოვებდი შენსას, ინდივიდუალურს, საკუთარს, ღვთაებრივს და ა.შ. ;)

ახლა ყველაფერი გარკვევით წერია! ;)

mariam cx.: ნოემბერი 16, 2012||12:35am

სხვაგვარად არ ვამბობ, შენ უბრალობ სიტყვასიტყვით იგებ ყველაფერს არადა მთავარი კონტექსტია. თან მხატვრულად მიწერია :))

აი გეტყვი კონკრეტულად და "გარკვევით" : არავინაა თავისუფალი, იმიტომ რომ დაბარებიდანვე საზოგადოება ფარავს შენს თვითს და ცდილობს მთლიანად მოგარგოს თავისი "კანონები", მაგრამ მას შმდეგ რაც აზროვნებას იწყებ გიჩნდება სურვილი (ნუ ყველას არ უჩნდება სამწუხაროდ) შენი თვითი იპოვო, ის რაც დაბადებისას მოგეცა! ეს არ ნიშნავს იმას რომ საზოგადოებას მთლად განუდგე და ვერც განუდგები, მაშინ "ვაკუუმში" უნდა იცხოვრო, რაც შეუძლებელია :)) ასე რომ შნი თვითი უნდა იპოვო, მაგრამ რადგან საზოგადოების ყველა კანონს ვერ უგულებელყოფ სწორედ ამიტომ თავისუფალი ვერასოდეს გახდები.

ისეთი ადამიანიც კი, რომელიც სოციუმს გაექცა და სადღაც ტყეში ცხოვრობს არაა თავისუფალი, რადგან მის საქციელს ბუნება გარემო პირობები, ცხოველები და ასე შმდეგ განაპირობებს.

ახლა წერია გარკვევით? :))))

ლაშა: ნოემბერი 16, 2012||12:47am

:) :) :) :))))

გეუბნები ახლა სხვაგვარად წერიათქო და შენ მაინც იძახი არაო... :) :) :) :)

რაც ახლა წერია, ნათელი და გასაგები... ;) ამაზე უკვე გითხარი რომ გეთანხმები!

მარიამ, ესაა საუბარი საუბრისთვის...

ისე კი ერთს გეტყვი... თავის უფლება!!! ეს სიტყვა კარგად დაყავი და მეგონა იმას დაწერდი რასაც მუდამ ვამბობ და ვწერ!

თავის უფალი არის ის, ვინც საკუთარ თავს ფლობს! ;) და იმ უზენაეს, ჭეშმარიტს უქვემდებარებს, ვისი "მონობაც" არის თავისუფლება! ;)

აი, ესაა თავის უფლება, თავის ფლობა, თავზე ბატონობა, არა "თვითით" არამედ სულით! ... ;)

P.S. თვითი - თეოლოგიური ტერმინია, გამოიყენება ლიტურგიკულ ტექსტებშიც... ;)

mariam cx.: ნოემბერი 16, 2012||1:35am

მე უბრალოდ შენი კომენტარების მიხედვით ვწერდი პასუხებს და ბოლოს აქამდე მივედით :)) 

სწორედ ესაა კამათის ხიბლი. მიხვდი? :))) მიყვარს პოლემიკა და მადლობა რომ მეკამათე :))

ესსეშიც ზუსტად იგივეს ვწერ, უბრალოდ სხვა სიტყვებით და მხატვრულად, პირდაპირ ასე რომ დამეწერა ჩემი აზრი როგორც წინა კომენტარში არ იქნებოდა ლამაზი და საინტერესო. მკითხველსაც ვუტოვებ ფიქრისა და ინტერპრეტაციის საშუალებას. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ტექსტი ინტერტექსტუალურია და მე პოსტმოდერნი მწერალი ვარ :)))) ("ცოტა"(?) ამბიციურად კი გამომივიდა, მაგრამ..) :))))))

თვითი თეოლოგიური ტერმინი რომ არის ვიცი, მაგრამ ეს თეოლოგიური ტექსტი არაა და აქ თვითს ვიყენებ ადამიანის "მე"-ს (self) აღსანიშნავად. სამწუხაროდ ქართულ ენაში ბევრი სიტყვა გვავს, რომელსაც არ ვიყენებთ (მაგალითად თვითი და მავანი)

რაც შეეხება თავის უფალს აქაც ქართული ენის პრობლემასთან გვაქვს საქმე და გარკვეულწილად ამასაც ვუსვამ ხაზს, დავწერე თავის უფალი და არა თავისუფალი. მაგალითად ინგლისურში არის freedom და liberty, ქართულში კი მხოლოდ თავისუფლება. ასევეა სულის შემთხვევაშიც; ინგლისურში soul და spirit ქართულში კი ვიყენებთ მარტო სულს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მშვენიერი სიტყვა - სამშვინველი. ეეეჰ თუმცა ეს უკვე ენათმეცნიერების საქმეა :(((

ლაშა: ნოემბერი 17, 2012||1:01am

კარგია... ეს მსჯელობა მომწონს... ;) კარგი ქართული სიტყვების სიაში და ამ შენი "ინტერტექსტუალური" ტექსტისთვის შეგაშველებ სიტყვას - გვამი! (გუამი) ;) :) ეს შეიძლება self_ის თარგმანადაც წაგვადგეს... ;)

აი, სამშვინველზე კი სრულიად გეთანხმები... ;) მიხარია რომ სემინარიის სტუდენტი ვარ და უფრო ხშირად შეიძლება გამოვიყენო სამშვინველის ცნება... ;) :) მშვენიერი საუბარი გამოგვივიდა, მადლობა შენ და ქველს ;)

mariam cx.: ნოემბერი 18, 2012||2:28pm

:))

ლაშა: ივლისი 23, 2016||11:49am

ვსერჩავდი ქველზე და ამ პოსტს გადავაწყდი. რაღაც ნოსტალგიური, მონატრების და გულდაწყვეტის განცდა ერთად შემოვიდა - კარგი დრო იყო ასეთი მსჯელობების, ბლოგ პოსტების. 

mariam cx.: ივლისი 23, 2016||9:41pm

აი ვნახე შენი კომენტარი და მეც ნოსტალგია მომეძალა :))) 

mariam cx.: ივლისი 23, 2016||9:42pm

რა მოხუცებივით ვწუწუნებთ :D :D :D :D :D

ლაშა: ივლისი 24, 2016||10:01pm

დარწმუნებული ვარ, ამ წლების მანძლზე ბევრი საინტერესო ჩანაწერი დაგიგროვდებოდა დღიურებში, მარიამ, და შეგვიძლია გავახალგაზრდავდეთ )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters