qwelly | blog | post | diary | photo | ბლოგი | პოსტი | სხვა დასაწყისი | პოსტი | ჩანაწერი

სხვა დასაწყისი

       ხიდიდან კარგად ჩანს მრგვალი მოედანი, არც ისე დიდი წარსულის მქონდე მოედანი იყო მხილვევლი იმ ფენომენი მოვლენის რასაც ქვია ევოლუცია, არც ისე საინტერესო არქიტექტურის მქონე მოედანზე შეიკრიბა ხალხი იმისთვის რომ გაეხსენებინათ გზა რაც წინ უძღვოდა დღევანდელ დღეს, მზიან, თბილ და მხიარულს.


       14 აპრილი, სემი დაბრუნდა, ძაღლი გაასეირნა და მალევე დაბრუნდა. სტუმარმა ქალაქი დატოვა, რატომღაც მოგზაურობა ირჩია, ახალი მიზნები აქვს... მოგზაურის დღიური, დღე 11. ტბასთან ახლოს აღმოჩნდა ადგილი სადაც ლოტოსი ორჯერ ყვავის, ასეთი მოვლენა არცთუ ხშირი შემთხვევაა, ამიტომ საჭიროა მისი აღნიშვნა, მოგზაური ახალგაზდაა, იქნება ასე 28 - 30 წლის, უცნაური ქუდი ახურავს, შავი ფერის. ხშირი გრძელი თმა... მამა ისევ თავისი სულელური ხეტიალით არის გატაცებული და ბუნებაზე დაკვირვებებით, ცოტაც და მალე განძთა კუნძულს მიაგნებს (შემამჩნია)... სკოლაც სულელებით არის სავსე, ყველა უაზროდ ლაპარაკობს, გოგოები ნამდვილი ნიმფები გვყავს, აზრი არ აქვს მცდელობას უფროს კლასელები მაინც ვერ შეამჩნევენ, იდიოტები... მათემატიკის მასწავლებელი ისევ აკრიტიკებს კოლეგებს, და ვერც შეამჩნია რომ კლასმა "გააცურა" საკლასო წერა საშინაო დავალებად "გაასაღეს" (უკვე მეასედ), ნამდვილი სულელეთა კრებაა. ახლა ეს დენიელის "უნიჭიერესი" შვილი იანი სულ თავის თავზე ლაპარაკობს და მის მომავალ ტრიუმფზე... იანი მარტოა არავინ გაყვა სათამაშოდ, სულელები, სახლში წავიდნენ ჩაიზე და ორცხობილაზე დააგვიანებენ... მას რომ ვიცნობ ისეთს მოიფიქრებს რომ ყველას მაინც გააოცებს, არ ეშინია დასჯის... ახლა ალბათ მეც ამასვე ვიზავდი. ყოჩაღ იან!...

       "არჩეულიდან გადახვევა არ შეიძლება, იდიოტური მიმართულებაა მაგრამ ეს დაუშვებელია, წინ საცოდავობაა მაგრამ შეცდომის აღიარება არ შეიძლება, წინ უმისამართო სისულელისკენ!" მიმართულებამ რომელმაც ყველაფერი მოსპო,  საინტერესოა მაგრამ დამთავრდა არა დასამარებით არამედ მზიანი, თბილი და ნათელი დღით, მრგვალ მოედანზე ჰომ სწორედ ასეთი ამინდია!!! (ამიტომ არის ფენომენალური დღე)

♦ ძიება ♦

 მონატრება 

 დიდი შეხვედრა 

 ტრანს-იორდანია 

♦ ყვითელი და ლურჯი 

♦ ახალგაზრდა კუნძული 

ნახვა: 194

ტეგები: blog, diary, friends, friendship, post, qwelly, ბლოგ, ბუნება, დენი, იანი, მეტი...ლოტოსი, მდინარე, მოედანი, ნერო, პოსტი, სემი, სხვა დასაწყისი, სხვა_დასაწყისი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნები 2020 - წინა ღამე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2020.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…

გაგრძელება

(ა)პოლიტიკური აქცია

გამოაქვეყნა თამუნა ქადაგიძე_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობა, კოვიდის წინსვლა და გადახდილი კომუნალურები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters