ყველაფერი გაშეშდა. ძრავების გუგუნი არეულ მაჯისცემას ჰგავდა. ძალიან დაცხა. მზის მწველი სხივები მალბერის საყვავილის ვიტრინებზე ეცემოდა. მანქანა ისევ მაღაზიის წინ იდგა. ომნიბუსებში მოხუცმა ქალებმა შავი, მწვანე და წითელი ქოლგები მხიარული წკაპუნით გაშალეს. იზაბელა მაღაზიის ვიტრინას მიუახლოვდა. ხელში არჯაკელები ეჭირა. პატარა ვარდისფერი სახე ცნობისმოყვარეობისგან დასძაბოდა. ყველა მანქანას უყურებდა. სეპტიმუსიც თვალს ვერ სწყვეტდა. ბიჭები ველოსიპედებიდან გადმოვიდნენ. ქუჩა გადაიკეტა. მანქანის ფანჯარაზე ჩამოფარებულ ფარდაზე უცნაური რამ იყო ამოქარგული. თითქოს ხეა, გაიფიქრა სეპტიმუსმა და მოეჩვენა, რომ ყველაფერი შეიკუმშა. თითქოს დაინახა რაღაც საშინელება, რომელიც ავის მომასწავებლად ელავდა. სეპტიმუსს ეშინოდა. სამყარო ზანზარებდა, თრთოდა, თითქოს იმუქრებოდა, რომ მალე ყველაფერს ცეცხლი მოედებოდა. გზა გადავკეტე, გაიფიქრა სეპტიმუსმა. იქნებ ყველა უყურებდა და თითს მისკენ იშვერდა? თავს დამძიმებულად გრძნობდა. თითქოს ტროტუარს მიჰყინვოდა. იქნებ ტყუილუბრალოდ არ იდგა აქ? იქნებ რაღაც მიზანი ჰქონდა? მაგრამ რა მიზანი?

ნახვა: 1152

ტეგები: Qwelly, ბედისწერა, ბლოგი, პოსტი

ლაშა: მარტი 29, 2016||6:40am
არ ვიცი საბოლოოდ სეპტიმუსი შეიშალა თუ არა, მაგრამ ზოგჯერ მე მიჩნდება ეჭვი, განსაკუთრებით მეტროში დგომისას, რომ ჩემს წინ მჯდარი ქალი, კაცი, გოგო თუ ბიჭი ჩემს აზრებს კითხულობს.
#გავრცელებულისიგიჟე?!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters