14 ოქტომბერს აღინიშნება სვეტიცხოვლობა!

       საქართველოს საპატრიარქოს განცხადება სვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით გაცნობებთ:

  • 13 ოქტომბერს, კვირას, ლოცვა დაიწყება 18.00 სთ-ზე;
  • 14 ოქტომბერს, ორშაბათს, წირვა დაიწყება  10.00 სთ-ზე.

       წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

       მრევლისთვის ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ავტობუსები გავა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8.00 სთ-ზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ექნება საშუალება მიახლებისა. 

წყარო: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

12 ოქტომბერი, 2013 წელი

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შესახებ

იხ. ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ლ ო ბ ა

 

ნახვა: 295

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, ქველი, წირვა

ლაშა: ოქტომბერი 13, 2013||2:36pm

აქვე, ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ დღეს, წირვის შემდეგ, ქადაგებისას მამა სერაფიმეს არ დაუდასტურებია რომ მწუხრის და ცისკრის ლოცვას აღავლენს პატრიარქი ილია მეორე, თუმცა ეს არც უარყვია :) 

მისი განცხადებით:

საღამოს ლოცვა დაიწყება 6 საათზე, ხოლო ხვალ წირვას აღავლენს საქართველოს პატრიარქი ილია II რომელიც დაიწყება 10 საათზეო. 

       მთელი ღამის განმავლობაში, სვეტიცხოვლის სხვადასხვა ტაძრებში აღესრულება საღმრთო ლიტურღია. ამ განრიგის შესახებ (რომელ საათზე რომელ ტაძარში) უფრო ზუსტად საღამოს გაცნობებთ...

ლაშა: ოქტომბერი 13, 2013||10:43pm

დაინტერესებულთათვის! 

ღამით წირვების განრიგი:

აღდგომის ტაძარში - 12:00

წმ. ილია თეზბიტელის (წინასწარმეტყველის) ტაძარში - 01:00

წმ. მელქისედეკ I_ის საკურთხეველში - 03:00

წმ. ნიკოლოზის ტაძარში - 06:00!

Kakha: ოქტომბერი 14, 2013||12:05pm

მადლობა ლაშა საინტერესო ინფორმაციისათვის :)))

ლაშა: ოქტომბერი 14, 2013||3:04pm

არაფრის კახუჩ, რა არის სამადლობელო :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters