სვანეთი

      ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ის მხარეა სადაც დაიბადა და გაიზარდა. მეც ჩემი კუთხის, კერძოდ სვანეთის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასზე ინფორმაცია შემეკრიბა და ყველასთვის გამეზიარებინა.

      სვანეთი ულამაზესი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. საოცარია აქური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები, შუასაუკუნეების კოშკები, რომლებიც ამაყად გადაჰყურებენ ულამაზეს ხეობებს. სვანეთი არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, იგი უძველესი კულტურის კერაცაა. განსაკუთრებით გამოირჩევა სალოცავბისა და ეკლესიების სიმრავლით.

      სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად–ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს.

სვანეთი, მთები, კოშკები, მშობლიური კუთხე, საქართველო, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellypost, georgia, saqartvelo, sakartvelo, svaneti, mountains

უშბა

სვანეთი, მთები, კოშკები, მშობლიური კუთხე, საქართველო, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellypost, georgia, saqartvelo, sakartvelo, svaneti, mountains

      სვანეთის ყველაზე დიდი განძი ჩემი აზრით, უძველესი კოშკებია. მათ მრავალ საუკუნეს გაუძლეს და დღესაც ამაყად დგანან. როგორც ისტორია გვამცნობს სვანები კოშკებს ორი მიზნით აშენებდნენ. საცხოვრებლად და ომის დროს თავდასაცავად. ასევე არსებობს ერთი, ყველასგან გამორჩეული კოშკი, რომელსაც "სიყვარულის კოშკს" უწოდებენ. იგი გამოიჩევა სიმაღლით და ასევე სიძველითაც.

სვანეთი, მთები, კოშკები, მშობლიური კუთხე, საქართველო, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellypost, georgia, saqartvelo, sakartvelo, svaneti, mountains

      უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღესასწაულს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.

სვანეთი, მთები, კოშკები, მშობლიური კუთხე, საქართველო, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellypost, georgia, saqartvelo, sakartvelo, svaneti, mountains

      ასევე საინტერესოა სვანური ქუდი, რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანეთში. სვანური ქუდი არსებობს სხვადასხვა ფერის და ყველა ფერს თავისი დანიშნულება ახლავს. სვანეთი გამორჩეულია ასევე სვანური სამზარეულოთი. განსაკუთრებით ცნობილია კუბდარი და ჭვიშტარი.

სვანეთი, მთები, კოშკები, მშობლიური კუთხე, საქართველო, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellypost, georgia, saqartvelo, sakartvelo, svaneti, mountains

იხილეთ კუბდარის რეცეპტი:

  •  კუბდარი

ნახვა: 2069

ტეგები: Qwelly, blog, georgia, mountains, qwelly, qwellypost, sakartvelo, saqartvelo, svaneti, ბლოგი, მეტი...დღიური, ისტორია, კოშკები, კუბდარი, მზარე, მთები, მუნიციპალიტეტი, მშობლიური, საქართველო, სვანეთი, სვანური ქუდი, სვანური_ქუდი, უშბა, ქველი, ჭვიშტარი

მაიკო: იანვარი 31, 2014||8:45pm

ძალიან ლამაზია

ლაშა: იანვარი 31, 2014||11:15pm

welcome to svaneti! :) 

Maiko: იანვარი 31, 2014||11:51pm

უამრავი ლეგენდა არსებობს მაგრამ მე ერთი ვიცი...

ადრე სვანეთში,ომიანობის დროს,გოგოს და  ბიჭს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.შეუღლებასაც კი აპირებდნენ მაგრამ ამ დროს ომში წაუყვანიათ ვაჟი.გოგომ პირობა მისცა რომ ყოველ საღამოს მდინარე ენგურში ქვა რომ დგას,იმ ქვასთან დაელოდებოდა და თუ ვერ დაბრუნდებოდა ომიდან ცოცხალი მაშინ ამავე მდინარეში გადახტებოდა.ერთ საღამოს სვანი ბიჭები დაბრუნებულან ომიდან და სამწუხაროდ მისი საქმრო დაღუპულა.გოგო გადახტა მდინარეში და შემდეგ მათი სიყვარულის სახელად იმ ქვაზე  კოშკი აუშენებიათ და სიყვარულის კოშკი უწოდეს.:)

 

Kakha: სექტემბერი 21, 2014||9:24pm

სვანეთის სიყვარულმა კიარა პრეზენტაციის აუცილებლობამ დაგაწერინა პოსტი:P :D

Maiko: სექტემბერი 25, 2014||10:39pm

სულაც არა,ცდები მეგრელ!სულაც არ იყო ავცილებელი მომემზადებინა პრეზენტაცია.მაგრამ სვანეტის სიყვარულმა  ავცილებელი გახადა :D :P:P

Kakha: სექტემბერი 25, 2014||10:42pm

კი როგორ არა მერე ვნახავდი ვის დაუწერდნენ ჩათვლას:D :P

Maiko: სექტემბერი 25, 2014||10:47pm

ქულები საკმარისი მქონდა ასე რომ არ იყო ავცილებელი,და დაიჯერე რომ სვაეთის და qwelly-ის სიყვარულმა გამაკეთებინა :D:D:D

Kakha: ივნისი 29, 2015||1:40pm

ალბათ ახლა ხალხის ნაკადი არ წყდება :D 

Maiko: ივნისი 29, 2015||7:40pm

ჯერ ადრეა,ორ კვირაში უნდა ნახო შენ რა ამბავი იქნება:D

Kakha: ივნისი 29, 2015||9:52pm

ვისაც ნაცნობები გვყავს იმათთვისაც არ იქნება ადგილები? :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:00pm 12 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters