აპრილის დასაწყისში, რაიმე პოზიტიური დაწერა მინდოდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთმა სანდო ინტერნეტ საიტების რეიტინგების მთვლელმა პლატფორმამ, კიდევ ერთხელ მომისპო პოზიტივი.

      ცხადია, დიდი ხანია ვიცი და არც ველოდები კეთილ სიახლეებს ამ სფეროდან, მაგალითად: ქართველები ოდესმე მართლა პატრიოტები აღმოჩნდებიან და იმასაც მიხვდებიან, რომ ეს პატრიოტიზმი ინტერნეტშიც მნიშვნელოვანია (#წერექართულად ხომ უბრალოდ მოდაა), მაგრამ ბოლოს ნანახმა რეიტინგმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Alexa.com-ის დათვლებით, საქართველოდან ყველაზე ხშირად შემდეგ საიტებზე შედიან:

Qwelly, ბლოგი, ინტერნეტი, სტატისტიკა

  1. იუთუბი;
  2. გუგლი.ჯი;
  3. პორნოგრაფიული საიტი;
  4. გუგლი.ქომ;
  5. ოკ.რუ;
  6. ფეისბუკ.ქომ;
  7. მაივიდეო.ჯი;
  8. ვკონტაკტე.ქომ;
  9. მაილ.რუ;
  10. გუგლი.რუ.

      ის ფაქტი, რომ სეირის მაყურებელი ერი ვართ, არ გამკვირვებია, ამიტომაცაა იუთუბი N1 ადგილზე. Google-ს სამენოვანი ძიება, ჩემთვის სასიამოვნო გაოცება იყო - ესე იგი მაინც "ვსერჩავთ" რამეს, მთლად მზამზარეული არ გვინდა. ან უბრალოდ, ანდროიდების მომხმარებლების ამბავია - ყველანი ავტომატურად შედიან.

      მომდევნო სიახლეა "თანაკლასელები", ანუ რუსული, ყვითელი სოციალური ქსელის დაწინაურება და ამერიკული ლურჯი სოციალური ქსელის "სახეწიგნის" დაჯაბნა. პრინციპში, ერთი შეწვი და მეორე მოხარშე, ორივე ერთნაირი სისაძაგლეა, მაგრამ ერის ევრო-ამერიკული მისწრაფების ფონზე ასეთი დაწინაურება გაოცებას იწვევს. თუმცა, ის ადამიანები, მე რომ არჩევანს მიწუნებენ ხოლმე, მიხვდებიან (ვხუმრობ), რომ მასობრიობაში და განუკითხაობაში ჩაკვეხება, იწვევს მსგავს ჭაობს საბოლოოდ. ამის შემდეგ, ყველაფერი ნორმატიულად ვითარდება - ფეისბუკის რუსული მოკავშირე ვკონტაქტე, მერე ელექტრონული ფოსტების შეუცვლელი დომენი მაილ.რუ (მერე რა, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა მაილ.რუს ტეხავს) და ისევ გუგლი. მთელს ამ ათეულში, ერთადერთი ქართული საიტი მოხვდა და ისიც სეირისმაყურებელთა სიიდან - myvideo.ge. თავად, მაივიდეოს თუ შეუმოწმებთ მნახველებს, აღმოჩნდება, რომ ქართველი ერის უდიდესი ნაწილი მაივიდეოზე ყველაზე ხშირად უყურებს ტელევიზიას. ანუ ის ხალხი, სატრაბახოდ რომ ამბობს - "მე ტელევიზორს არ ვუყურებ", არ გატყუებთ. ტელევიზორს მართლაც არ უყურებენ, ტელეფონებში, კომპიუტერებში, ტაბლეტებში უყურებენ ტელევიზიას (თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ეს ტელევიზიებია რუსთავი 2 და იმედი. ამის ფონზე, ივერიის გაბრწყინებას მართლა ელით გამოტელევიზორებული ერიდან?). ასევე, მაივიდეოს პოპულარობის მიზეზია აპლიკაცია, რომელიც სმარტფონებისთვისაა და ავტომატურ შემომსვლელს წარმოადგენს ტოპ.ჯი-სთვის. ყოველდღიურად, საშუალოდ 54 ათასი ადამიანი ავტომტურად შედის სწორედ აპლიკაციის საშუალებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ არა ეს მაჩვენებელი, ათეულში ქართული საიტი ვერ მოხვდებოდა. საუბარი იმის შესახებ, რომ მომდევნო ათეულში შემეცნებითი გვერდი არცერთი არ გვაქვს, მგონი არ ღირს. მხოლოდ, ვიკიპედია.ორგ იკავებს მე-14 ადგილს, მის გარშემო კი ონლაინ კაზინოები, ტოტალიზატორები, პორნოგრაფიული გვერდები და მისთანანი არიან.

      პირველ ორმოცდაათ საიტში, ge-ზე დაბოლოებული მხოლოდ 12 საიტი შემხვდა - დასახელებული მაივიდეო.ჯი, მაიავტო.ჯი, საიტები.ჯი, მაიმარკეტ.ჯი, ამბები.ჯი, ამინდი.ჯი, ფაილ.ჯი, ინტერმედია.ჯი, ერეს.ჯი, თიბისიონლაინ.ჯი, პალიტრავიდეო.ჯი და საბოლოოდ, 47-ე ადგილზე სასიამოვნო გაღიმება - ვივუს.ჯი.

Qwelly, ბლოგი, ინტერნეტი, სტატისტიკა

      არცერთი ქართული საიტი, რომელზეც ღირებული ინფორმაცია იდება, არ მოხვდა ამ ნუსხაში. ეგ კი არა, 50 დაწინაურებულ ინტერნეტ გვერდს შორის ადგილი არ მოიძებნა მსოფლიოს ნომერი პირველი მიკრობლოგისთვის - ტვიტერისთვის. ერს, რომელსაც პრეტენზია აქვს ნიჭიერებზე, მწერლებზე, პოეტებსა და ზოგადად, გრაფომანებზე, twitter 50-ში არ აქვს?!

ასეთ ქვეყანას რა მომავალი უნდა ჰქონდეს? ან რატომ უნდა ჰქონდეს?

ნახვა: 1007

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ინტერნეტი, სტატისტიკა

ლაშა: ივნისი 20, 2017||12:45pm

საქმე ისაა, რომ მაილ რუს სოც. ქსელსაც ჰყავს ერთგული ქართველები მაიკო, ძირითადად თამაშებისთვის. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters