ყველა ჩვენთაგანი დაფიქრებულა პროფესიის არჩევის დროს სხვადასხვა მიმართულებაზე, ზოგი მსახიობობაზე ოცნებობს, ზოგი კოსმონავტობაზე, ზოგიც კიდევ მწერლობაზე. წერენ ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს. წერის დროს ვერაფინ იფიქრებს მომავალში ეს ნაწერი თუ ადამიანების ცხოვრებაზე იმოქმედებს. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის მართვა შეუძლია სცენარისტს და ერთ საშვალო დონის რეჟისორს ასევე საშვალო დონის, დრამის ან რომანტიკული ჟანრის ფილმის გადაღებით.

Qwelly, ბლოგი, რომანტიკა, სიყვარული, პროფესია

      თუ ჩავატარებთ გამოკითხავს საყვარელ ფილმზე, 18-25 წლის ასაკის გოგოებში (თანდათან ბიჭებიც ემატებიან), ვნახავთ რამდენად არის ახალგაზრდა თაობა შეყვარებული - რომანტიკაზე! რომანტიკული სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი დიდია და ამ სურვილის ასასრულებელი საუკკეთესო გზა ფილმებზე გადის! ასევე არ უნდა გამოგვრჩევს რჩევები - იცი რამდენ რამეს ისწავლი ცხოვრებაზე ფილმების ყურებიით?! აუცილებელია ნახო!! -კი ბატონო, რა ჯობია კარგ ფილმს, მაგრამ არის უარყოფთი მხარეებიც, მაგალითად მთავარი მიზეზი რატომაც ამ თემას შევეხე, რამდენიმე დღის წინ საინტერესო თავყრილობაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. ჩემი ყურადღება (და არამარტო ჩემი), მიიქცია ორმა ახალგაზრდა გოგონამ, თავიდან უბრალოდ მომეჩვენა რომ მოსწონდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა ხმამაღალი საუბრით, შემდეგ კი საინტერესო დიალოგზე გადავიდნენ:

- გოგო რას შვრება შენი ფარული ტაყვანისმცემელი? ხოარ დაიკარგა?

- არა რა დაკარგავს, საახალწლოდ წიგნიც გამომიგზავნა საჩუქრად.

- ეს ფაქტი ცოტა მაეჭვებს, მემგონი გოგო უნდა იყოს!

- რატომ ფიქრობ რომ გოგოა?

- აბა ბიჭი როგორ მოიფიქრებს წიგნის ჩუქებას?

- იქნებ ნაკითხი და განათლბულია?!

- ისე ხოო, ესეც მართალია. შენზე უყვებიი რამეეს?

- კიი, როგორ არა, ჩემი დღიურია, კალმით წერა აღარ მიწევს.

- გაგიმართლა! ხო იცი შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში, ის წიგნიც ზუსტად როგორ გამოგზავნა, შენ სულიერ მდგომარეობას რომ სჭირდებოდა!

- არვიცი, რაღაც არსებობს ალბათ რამაც აგრძნობინა რომ ეგ სჭირდებოდა ჩემ შინაგან სამყაროს!

- ბედია ეს შენი, ბედი! - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ აგრძელებს - იცი ერთი ბიჭი მხვდება სულ, ჯერ კაფეში ვნახე შემთხვევით, რამდენიმე დღის შემდეგ ქუჩაზე გადასვლისას შემეფეთა, აი თუ არაფერი არსებობს, რატომ მხვდება მაინც და მაინც ის? მასაც გაუკვირდა ჩემი ნახვა, თვალებში ეტყობოდა. ის ფილმი გამახსენდა გოგო და ბიჭი შემთხვევით, რომ გაიცნობენ ერთმანეთს, მოეწონებათ მაგრამ გოგოს ჩემსავით სჯერა ბედის არსებობის. ტელეფონის ნომერს ფულის კუპიურაზე დააწერს, ბიჭი კი - გოგოს საყვარელ წიგნზე. შემდეგ ორივე მაღაზიაში ჩააბარებს, გოგო ფიქრობს, რომ თუ ერთმანეთისთვის არიან გაჩენილი აუცილებლად ნახავენ ნომრებს და დაუკავშირდებიან. წლების შემდეგ მართლაც ასე მოხდება, დაურეკავენ ერმანეთს და იცხოვრებენ ბედნიერად (სავარაუდოდ სასაუბრო ფილმი - ინტუიცია - იყო). ასე მიდნა დავუწერო ჩემი ნომერი იმ უცნობს და ვნახოთ თუ არის ჩემი ბედნი, დრო გვიჩვენებს.

      ამ დროს ირგვლივ მყოფებს გაეცინათ და ლაპარაკი შეწყვიტეს.

ნახვა: 230

ტეგები: Qwelly, ბლოგი, პროფესია, რომანტიკა, სიყვარული

Kakha: იანვარი 15, 2017||8:04pm

მარადიული რომანტიკა უნდა ერქვას, მარადიულიი! ))

ლაშა: იანვარი 16, 2017||11:52am

იცი, მგონი დიდი ხანია აღარ შემხვედრია ადამიანი, რომელიც იოცნებებდა კოსმონავტობაზე, არც ასტრონავტობაზე (ანუ არა პოლიტიკური ნიშნით ვამბობ, არამედ უბრალოდ - კოსმოსში მოღვაწეობის სურვილზე მაქვს აქცენტი). ჰოდა, ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს - მიწაზემიჯაჭვულობა ((

George: იანვარი 16, 2017||1:09pm

ზუსტად ამაზე ვესაუბრებოდი გუშინ ერთ მასწავლებელს : დღეს კოსმონავტობა არავის უნდა თქო (

Maiko: იანვარი 16, 2017||9:42pm

ჩემ ბავშვობაში ბევრი ოცნებობდა კოსმონავტობაზე. თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა, ალბათ ეს თაობა უფრო რეალურ პროფესიებზე ოცნებობენ ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოზარდების განაჩენი, ანექსიის დღე, კორონას ახალი ცენტრები და ჩატეხილი მაგიდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2020.
საათი: 9:34pm 0 კომენტარი

      ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი,…

გაგრძელება

საზღვრებს ვირუსი აწესებს, მინისტრი პარლამენტს არ სწყალობს, მარში ტაძრებს იცავს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2020.
საათი: 10:00pm 4 კომენტარი

      ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.

საქართველოს და…

გაგრძელება

პუდრიანი ბაროკო - სახიდან გვირგვინებამდე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2020.
საათი: 11:02pm 0 კომენტარი

      დღევანდელი ბლოგ-პოსტის ხელოვანები წყვილში მუშაობენ. და როგორც ორი და სამი კაცის ნაშრომი, შედეგიც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმოშობის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ასია კოზინა და დმიტრი კოზინი (Asya Kozina, Dmitriy Kozin), თეთრი სკულპტურების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ კომპოზიციებში არა მხოლოდ გვირგვინებს (კორონებს) აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ, თეთრი ფერუმარილით შერებილ პორტრეტებს.…

გაგრძელება

კიბერ ომი და კიბერ საზღვრები, ტრენდი მერაბიშვილი და გასაყიდი პარლამენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სითბო მოვიდა, დაგვიანონსეს კიდეც, რომ უქმეებზე თბილი ამინდები გველის და შეგვიძლია ნელ-ნელა გაზაფხულის სურნელიც ვიგრძნოთ აქა-იქ. მოკლედ, კიბერშეტევის შედეგები იმაზე საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე თავის დროზე თავად კიბერშეტევის ფაქტი. მსოფლიო გმობს რუსეთის მიერ კიბერშეტევას, ხოლო კარასინი გაკვირვებული კითხულობს - დადასტურდა რომ ეს ჩვენ ვქენით? ეჭვი მეპარებაო. მეორე ამბავია მერებაშვილის გატრენდებული ნიუსები. ახალი ამბავი - ქუთაისის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters