კამათელი (ამონარიდი)

      რაღა დარჩა სათქმელი? თითქოსდა არაფერი. რა მშვენიერი, რა ფერადოვანი სიტყვები მოვისმინეთ ყველამ ერთად. ცა და მიწა შეაჯერეს ჩემმა წინამორბედებმა, საოცრებათა საგანძური დაახვავეს ჩვენს თვალწინ და ყოველივე საკრალურ ციფრს, შვიდიანს მოარგეს. სულ თამაშ-თამაშით აღსრულდა ეს ყველაფერი, ბავშვის უზრუნველი თვალით შევიჭვრიტეთ სამყაროს ყველაზე იდუმალ სამალავებში, დიდად მადლიერი გახლავართ ამის გამო.

      იმედი მაინც არ დამიკარგავს, მეც მოვძებნო ჩემი სათქმელი, `სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!” – აი, ასეთ შეფასებას ვეძიებ... სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, უფლება არ მაქვს, მე ხომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ვარ...

      ახლა კი ისმინეთ, რასაც ვიტყვი: `ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო!” როგორია, ა? ამ სიტყვებით ვიწყებ ჩემს სათქმელს. აბა, მითხარით, განა ჭექა-ქუხილივით არ ხმიანობენ ეს სიტყვები? რომელმა თქვენგანმა თქვა რაიმე უფრო ხმამაღალი? უფრო აღმატებული?

      ჰოდა, ცოტათი გაგეხუმრეთ, ამდენი რეპლიკები საჭირო არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ნუ გეუცხოვებათ ჩემი თვითშეფასება. ეს მართლაცდა ჭექა-ქუხილივით მგრგვინავი სიტყვები ჩემი სათქმელის შესავალია, ზუსტად ემთხვევა მის პათოსს... თვით მბრძანებელთა მბრძანებლის, დროის შესახებ უნდა გელაპარაკოთ... ხომ გსმენიათ, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.

      ამგვარად, ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო... (მე არ მომბეზრდება ამ საოცარი სიტყვების განმეორება). ეს სიტყვები იმ დროის გამოძახილია, როდესაც ჩვენი სამყარო იბადებოდა. ჰოდა, იფიქრეთ: როცა შორეული გამოძახილი ასეთი ძალით გვეხმიანება, რაღა იქნებოდა თვით სამყაროს შექმნისას. მერე, დედამიწა როგორ დაიბადა... ვინ იცის, როგორ გრგვინავდა ზეცა, ელვის როგორ ისრებს უშენდა მიწას... რომელი ჩვენგანი შეძლებს ამის განჭვრეტას. ვფიქრობ, ამაო შრომაა, მაშინდელი ჭექა-ქუხილის ძლევამოსილება შორს სცილდება ჩვენს წარმოსახვას.

      ესეც ასე. ჭექა-ქუხილი უკვე მიწყნარდა, თვით სიტყვების შინაარსს მივაპყროთ ყურადღება. მე თუ მკითხავთ, შვიდ დღეში სამყაროს შექმნის იგავი ყველაზე დიდი იდუმალებაა ჩვენთვის ცნობილ იგავთა შორის. იგი ჰგავს მონუმენტს, რომელიც ერთიანად ჩაძირულა განუჭვრეტელ წყვდიადში. მხოლოდ სინათლის ძალიან ვიწრო კონა აღწევს იქამდე ჩვენი თვალსაწიერიდან, და ამ ვიწრო სხივთა კონამ ციფრი შვიდიანი ამოატივტივა წყვდიადის სიღრმიდან. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ ამ ციფრს. რის შესახებ გვანიშნებს იგი? ცხადზე უცხადესია, მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს სამყაროს შექმნის პროცესში. მერედა, როგორია ეს როლი? ვცადოთ მისი გაშიფვრა? მეტისმეტი თავხედობა ხომ არ იქნება ჩვენი მხრით?.. თუმცა, ჩვენ ხომ ვთამაშობთ, ჰოდა, პატარა ცელქობაც მოგვეტევება.

      თავს აღარ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რომელ დღეს რა შექმნა უფალმა. ამის შესახებ თვით ბიბლიის ფურცლები ღაღადებენ ყველაზე მჭევრმეტყველურად. ჩემი თვალთახედვა სხვა მხარესაა მიმართული. უწინარეს ყოვლისა, ის დღე მაინტერესებს, როცა უფალს არაფერი შეუქმნია. სწორედ მეშვიდეა ის დღე. ბიბლია ღაღადებს, რომ ექვსი დღის შემდეგ, ანუ მეშვიდე დღეს, უფალმა განისვენა, მისი ხელიდან აღარაფერი გამოსულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს შექმნილი ღირებულება ნულის ტოლია. გამოდის, მეშვიდე დღე ნულოვანი დღე ყოფილა, ანუ რაც იგივეა, ნულოვანი დრო, ანუ ღია დრო.

      როგორც ხედავთ, ღია დროის ცნება თავისთავად ამოტივტივდა იმ განუჭვრეტელი წყვდიადიდან, რომელშიც ციფრი შვიდიანი ჩაძირულა. ძალაუნებურად მაგონდება შვიდკარიბჭიანი ციხე-სიმაგრე, ოქროს ნიღაბმა რომ წარმოგვიდგინა.

      ალბათ გახსოვთ, იმ ციხე-სიმაგრის ექვსი კარიბჭე ჩაკეტილია, მეშვიდე კი ღიად არის დარჩენილი. მეშვიდა ღია რკალიც მაგონდება მზის ნიღაბის საუბრიდან, (ანუ ბედისწერის რკალი), რომლის ასავალ-დასავალიც არავინ უწყის. კიდევ ბევრ რამეს გაიხსენებ, თუ ამ საოცარ ციფრს, შვიდიანს გამოედევნები, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისია.

      ახლა ისიცა ვთქვათ, ჩვენი კალენდარი შვიდიანზე რომაა ჯვარდაწერილი. ხომ ცნობილია, არსებობს ორი დრო. ერთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვზომავთ, ხელი არ მიგვიწვდება. ასე ვთქ-ვათ, მარადისობა... და მეორე დრო, რომელსაც ვცდილობთ ჩვენი საზომი ერთეულები მივუსადაგოთ. ჩვენ დროს სულ უფრო და უფრო დიდი სიზუსტით, წამის მემილიონედამდე ვზომავთ.

      ჰოდა, ციფრი შვიდიანიც აქ სუფევს მთელი თავისი დიდებულებით. შვიდი დღეა კვირაში, რომელზეც აწყობილია მთელი ჩვენი ცხოვრების რიტმი. შვიდჯერადია მთვარის თვის ხანგრ-ძლივობაც, თუმცა მასზე უნაშთოდ არ იყოფა. არც წელიწადის ხანგრძლივობა იყოფა შვიდიანზე, თუმცა მთლიანად მასვე ეყრდნობა და საერთოდ, დრო მოუხელთებელია, როგორც სინათლის სხივი. ძალზე ძნელია მისი მოთავსება რომელიმე ჯებირის საზღვრებში, თუნდაც ეს ჯებირი საკრალური ციფრი, შვიდიანი იყოს. როგორც მდინარის წყალი ებრძვის თავის ნაპირებს, დროც ზუსტად ისე იქცევა.

      ამგვარად, დრო მოუხელთებელია, როგორც სინათლე და პირიქით, სინათლე მოუხელთებელია, როგორც დრო. ხომ არ დაგვეწყვილებინა ერთმანეთთან? ალბათ საინტერესო აზრია, თუმცა ფრიად საჭოჭმანო. ორივეს, ერთნაირად მოუხელთებელს, როგორ უნდა მივყვე ფეხდაფეხ? ამდენს ვერ შევძლებ, მხოლოდ პატარა პარალელს გავავლებ მათ შორის.

      ცნობილია, დროს სამი განზომილება აქვს: წარსული, აწმყო და მომავალი. ეს სამი განზომილება ერთად აღებული დროის

      ქვაკუთხედია. ასევე სინათლეც სამი ძირითადი ფერისგან შედგება. ესენია:

      წითელი, ყვითელი და ლურჯი. ამის შესახებ უკვე ილაპარაკა ცისარტყელას ნიღაბმა, მისი სიტყვების განმეორება მიხდება. ამგვარად, ეს სამი ფერი, ერთად აღებული, სინათლის ქვაკუთხედს ქმნის.

      როგორც ხედავთ, გვანან ერთმანეთს დროის და სინათლის ძირითადი კონტურები. ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით, გარეგნული მსგავსება მეტისმეტად ცხადია. ამავე დროს შინაარსითაც მჭიდრო მეზობლობა აქვთ.

      წითელი ფერი წარსულის ფერია, ჩვენი ბავშვობის ფერი, რომელიც კარგა ხანია, უკან მოვიტოვეთ. წარსულიდან მოვდივართ და მომავლისკენ მივეშურებით, აწმყოს ზღურბლზე წამით შემდგარნი... ანუ აწმყო თავიდან იშორებს წარსულს და მომავლისკენ მიემართება, როგორც ნაყოფი იცილებს პლაცენტას დაბადებისას.

      აი, რა შეიძლება ითქვას აწმყოს შესახებ: იგი ოქროს შუალედია, წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდივით, და მართლაც ოქროსფრად, ანუ ყვითლად არის შეფერილი... მზის ბადრო ყვითელი ფერისაა ჩვენს თვალში, აწმყო ყვითელ ფერთანაა გაიგივებული.

      ლურჯი ფერი ოცნების, სიშორის ფერია, მარადიული ლტოლვის და მიუწვდომლობის, ანუ ხვალინდელი დღის ფერი. თითქოს ლურჯ უსასრულობაში ვინთქმებით, როდესაც მომავალზე ვფიქრობთ.

      სამივე ძირითად ფერს, ანუ სინათლის ქვაკუთხედს, თვით სივრცემ დაადგა თავზე გვირგვინი. იგი შვიდფერაა, სახელად ცისარტყელა ჰქვია.

      ასევე სამგანზომილებიან დროის ქვაკუთხედსაც ადგას თავზე გვირგვინი. ეს გახლავთ იგავი, თუ როგორ შეიქმნა სამყარო შვიდ დღეში.

      როგორც ხედავთ, დრო და სინათლე აქ საოცრად დაემსგავსა ერთმანეთს. მათ თითქოს ერთად ჩაიხედეს რომელიღაც ჯადოსნურ სარკეში და იქ ერთმანეთი აირეკლეს. მსგავსებათა ძირითადი შტრიხების დანახვა როგორღაც შევძელით. მეტის კი, რა მოგახსენოთ... ჩვენი თვალთახედვა მათ ვეღარ წვდება...

      თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ პარალელს გავავლებ სინათლესა და დროს შორის. როგორც ცნობილია, სინათლეს სრული არეკვლის უნარი გააჩნია. ეს მაშინ ხდება, როცა სინათლის სხივები მართ კუთხეს ქმნიან დაცემისა და არეკვლის დროს.

      ჩვენ უამრავი მშვენიერების მოწმენი გავხდებით, თუ ჩვენი თვალთახედვა სრული არეკვლის კუთხეს დაემთხვევა. სწორედ ამ მოვლენის შედეგი გახლავთ, დილის ნამი რომ ათასფრად ბრჭყვიალებს მზის სხივებზე. ნამის წვეთებში სინათლე სპექტრად იშლება, ცისარტყელას ფერებიც ამის შედეგად ჩნდებიან.

      ხანდახან მზის ბადრო რომელიმე სარკმლის მინიდან შემოგვცინებს მთელი თავისი დიდებულებით, ისე რომ თვალს ვერც კი ვუსწორებთ. აქაც იგივე შემთხვევაა, სრული არეკვლა, ოღონდ სპექტრად დაშლის გარეშე.

      როგორც სინათლეს, დროსაც უნდა გააჩნდეს სრული არეკვლის კუთხე (ამაში ეჭვი არ მეპარება). ნამდვილ სასწაულებსაც სწორედ მაშინ ვიხილავთ, თუ ჩვენი თვალთახედვა დროის სრული არეკვლის კუთხეს დაემთხვევა... ერთ ამბავს გადმოგცემთ, ექიმმა მიამბო. თურმე მომაკვდავ ავადმყოფს ადგა თავზე.

      წამით მივტრიალდი, რაღაც ნივთი უნდა ამეღო მაგიდიდანო, მიყვებოდა ექიმი. როცა ისევ მივბრუნდი მისკენ, სწორედ მაშინ ამოუვიდა სულიო. და იცით, რა მითხრა? მისი სული დავინახეო. თვალი მოუკრავს, როგორ ამოვიდა მომაკვდავის თავიდან რაღაც ნისლისებური ფთილა თუ გუნდა... ერთი შევხედე და მაშინვე გაქრაო.

      როცა ამას მიყვებოდა, ძალიან შეშინებული, სერიოზული სახე ჰქონდა იმ ექიმს. ისე განიცდიდა ყველაფერს, თითქოს ახლაც იმავე სურათს შეჰყურებსო. დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე. აშკარად მიხვდა, რაღაც საოცრება რომ იხილა, რომელსაც ძალზე იშვიათად იწვდება ადამიანის თვალი. მე თუ მკითხავთ, ჩემი ნაცნობი ექიმი დროის სრული არეკვლის კუთხეში აღმოჩნდა, ამიტომაც შეძლო ადამიანის სულის დანახვა, რომელიც სხვა პირობებში სრულიად უხილავია ადამიანის თვალისთვის. ამგვარად, როგორც სინათლის სხივი ამჟღავნებს თავის თავს და სპექტრად იშლება სრული არეკვლის კუთხეში, დროც ამის მსგავსად ამჟღავნებს თავის საიდუმლოებებს რაღაც კუთხის საშუალებით. ეს დიდზე დიდი საიდუმლოა. სწორედ ამ საიდუმლოს დაუფლებას ცდილობდნენ წინასწარმეტყველნი, რათა ეთქვათ რაიმე ღირებული, დროის საზღვრებს რომ შეარღვევდა.

      დროა ყოვლისმპყრობელი, დროა ყოვლისშემძლე, ყველაზე უფრო მიუწვდომელი და მოუხელთებელი. მე დიდად ამაღელვა რკალთა იმ სათამაშო კარუსელმა, მზის ნიღაბმა რომ გადაგვიშალა თვალწინ. მან დროთა რკალებზეც ილაპარაკა. ამდენად, უკვე თქვა ჩემი სათქმელი სანახევროდ: ყველა სივრცით რკალს თავისი დრო შეესაბამება რკალთა კარუსელში და მათი რიცხვი შვიდი გახლავთ. კვლავ განმეორება მიხდება, ვერაფერს გააწყობ, მე ხომ ბოლო სიტყვა მერგო.

      კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჭექა-ქუხილივით მგრგვინავ სიტყვებს: `ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო!” დიახ, ეს სიტყვები მართლაც ჭექა-ქუხილივით ხმიანობენ და მე ვთხოვ ზეცას, დაიქუხოს ამ სიტყვების, ანუ ჩემი სიტყვების პასუხად... ამჯერად ეს სიტყვები მე მეკუთვნის. ხელსაც აღვმართავ. ხმა შემაწიე, დაიქუხე ზეცაო! მეც ხომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ვარ! ვხედავ, ერთიანად მოქუფრულხარ, ნაცრისფერი ღრუბლები წამოშლილან... სწორედ შესაფერისი დროა, რათა შენი ძლევამოსილება გაამჟღავნო. მეც ძალიან გამახარებ ამით...

      დაიქუხე, დაიგრგვინე, შემეხმიანე, ზეცაო!

      ეჰ, მდუმარებაც თავისებური პასუხია.

     

* * *

      ჭექა-ქუხილის ღმერთის სიტყვებს მხიარული გამოხმაურება მოჰყვა ნიღბებს შორის. ერთხმად ალაპარაკდნენ, ძნელი იყო გარჩევა, ვინ რას ამბობდა. `ასეთია, თავმომწონეობა უყვარს...”

      მხოლოდ ამ ფრაზამ მოაღწია ჩემამდე შედარებით მკაფიოდ. მერე კი შეთანხმებულივით, ჩემსკენ მოაბრუნეს სახეები...

      უფრო სწორედ, ნიღბები... ექვსი ფერადოვანი ნიღაბი მომაჩერდა, რაღაცას ელოდნენ ჩემგან.

     

      ჩემი მხრით, მეც შევაჩერდი მათ, დუმილმა ათიოდე წამი მაინც გასტანა.

      - რაღას უცდით! - დაიბუხუნა ნაცნობმა ხმამ ბოლოს.

      - ვერ გავიგე, - შევაგებე სიტყვა.

      - ჩვენ ყველამ ვთქვით ჩვენი სათქმელი, ახლა თქვენი ჯერია.

      - კი მაგრამ, მე ხომ აქ შემთხვევით მოვხვდი...

      - მით უკეთესი! - დაიბუხუნა ჭექა-ქუხილის ხმამ.

      - მით უკეთესი! - გამოეხმაურნენ დანარჩენი ნიღბები, აღტაცება იგრძნობოდა ამ ხმაში.

      - ასე რომ, წინ ბატონო შემთხვევითობავ! – დასჭექა ჭექა-ქუხილის ღმერთმა და ნიღბებმაც ქოროსავით გაიმეორეს.

      - ... წინ, ბატონო შემთხვევითობავ!

      ვხედავდი, მეტი გზა არ იყო. ერთი-ორჯერ ჩავახველე ყელის ჩასაწმენდად, გემო გავუსინჯე მშვენიერ სასმელს (მართლაც მშვენიერს, და რაც ენაზე მომადგა, ის დავიწყე.

     

     

ნახვა: 198

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters