საქმე მერიაში, გაზაფხულის მოსვლა პარლამენტში, შსს - დაკითხვები და ექსტრადირება, განათლებისა და სასამართლოს რეფორმები

      ჩვენიც არ იყო და უკრაინასაც არ გამოადგაო, ამ კაცზეა ნათქვამი. თუმცა, ქვეყნის შიგნით უფრო მნიშვნელოვანი ამბები ეხებოდა ერთის მხრივ ვარკეთილის ამბავს და შესაბამისად თბილისის მერიის საქმიანობას, მეორე მხრივ საქართველოს ევრო-ამერიკულ „გასტროლებს“, მესამე მხრივ, მაჩალიკაშვილისა და ჩაბუქის საქმეს - ერთ შემთხვევაში დაკითხვებს, მეორე შემთხვევაში ექსტრადირებას; სხვა მხარეებიც იყო - მაგ. სასამართლო, საზ.მაუ, განათლება და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 თებერვალი, 2018 /

      პარლამენტი - დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

      ამერიკა-ევროპაგაშლილი საქართველო - გიორგი კვირიკაშვილი - მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ქეთევან ციხელაშვილი - მივიღეთ მკაფიო გზავნილები, რომ ევროკავშირი ცალსახად იზიარებს ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას. არსენ ავაკოვი - უკრაინასა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმება მზადდება. ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს შეხვდა. ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდება.

      თბილისის მმართველობა ყოველ მხრივ - ირაკლი ხმალაძე - მოცემული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება არ მივიღეთ. დიმიტრი გაბუნია - ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი, მერიის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია - ვარკეთილში ნგრევისას დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მერია დაფარავს. მარიკა დათუკიშვილი - სავარაუდოდ, უმრავლესობას და მერიის სამსახურების თანამშრომლებს არ ეყოფათ გამბედაობა, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდნენ. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი - 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება - შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კვორუმის უქონლობის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომას მაინც მართავს. ჯანდაცვის სამინისტრო - მეტროსადგურ ”ვარკეთილში” დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მერია დაფარავს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებული - არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, ფეხზე თაბაშირი მომხსნეს, მჭირდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ვახტანგ შაქარიშვილი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულების რეაბილიტაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

      ბურჩულაძი საოჯახო საქმე - პაატა ბურჭულაძის შვილი - 9 თებერვალს, რა თქმა უნდა, ჩამოვა მამაჩემი და მოხდება დაკითხვა.

      დამცველი - საქალაქო სასამართლო ციხეში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე 7 პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე 7 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

      საბავშვო ბაღები - ბაგა-ბაღების პედაგოგების ხელფასები შესაძლოა, სერტიფიცირების მიხედვით განისაზღვროს. საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და ყოველდღიურად მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება.

      ეკონომიკა - მამუკა ბახტაძე - ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. მამუკა ბახტაძე - ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში.

      მაჩალიკაშვილისა და ჩაბუქის საქმეები - პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო რუსლან ალდამოვს დაკითხავს. ეკა ბესელია ჩაბუქის საქმეზე - პოლიტიკოსებმა არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. სოფო კილაძე - მთავარია, ჩაბუქის უფლებები იყოს დაცული - იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი და სამართლიანი. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები ხელახლა დაიკითხებიან. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა ხელყუმბარის ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის მოთხოვნით სუს-ს მიმართა. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე - დღეს მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები. მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება. ჩაბუქის საქმის პროკურორი - ჩვენ არ ვართ ბრალდების მხარე, ვინაიდან ვიხილავთ ექსტრადიციის საკითხს- ჩვენ არ ვაფასებთ ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის ქმედება. ადვოკატი - თუ სასამართლო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

      ქართული დანაშაული - ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთს 6 000 ევროს ოდენობის სუნამოების მოპარვა ედება ბრალად. გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული მწვრთნელები და მსაჯი დანაშაულის აღიარებას გეგმავენ.

      სასამართლოს გადარჩენა - ანა დოლიძე - ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ. მოსამართლე ლილი მსხილაძე მიიჩნევს, რომ უვადო მოსამართლედ განწესებას იმსახურებს. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეების შერჩევისას კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - პარლამენტს მივმართავთ, ეთიკის ნორმები საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც გავრცელდეს.

      რუსეთი აღმაშფოთებელია - თენგიზ ფხალაძე - ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებები აღმაშფოთებელია.

      შეუცდომელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი - ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს, მე შეცდომა არ დამიშვია. ქეთევან მსხილაძე - ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი ლელა გაფრინდაშვილის კეთილსინდისიერებაში - მისი შეცდომა იყო, კონტრაქტი რომ არ მოითხოვა.

      მაუწყებლის კანონი - არჩილ თალაკვაძე - არგუმენტები, რის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებას, დღის წესრიგში რჩება

      განათლება - განათლების სამინისტროს წარმომადგენელი - რელიგიების ისტორიის საგნის სწავლება სკოლაში სავარაუდოდ, სავალდებულო არ იქნება. ეკა ბესელია - დაგეგმილი რეფორმა არ ნიშნავს პოლიციური მექანიზმის შემოტანას სკოლაში. მანდატურები შესაძლოა, პოლიციის აკადემიაში გადამზადდნენ. მეუფე იოანე - რელიგიების ისტორიის საგნის სწავლებას სკოლებში საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, მოქალაქემ უნდა იცოდეს ისტორიულად არსებული რელიგიების შესახებ. სერგო რატიანი - ფაქტობრივად შაშკინის შპარგალკას იყენებენ.

საზღვარგარეთულები:

      პატიმარი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა. უკრაინის გენპროკურორი - როდესაც სააკაშვილის და კურჩენკოს გარემოცვის მოლაპარაკებების შესახებ გავიგე, იმ ღამეს ვერ დავიძინე. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის გაგრძელების მოთხოვნას არ აპირებს. ადვოკატი - სასამართლოს მიერ გუშინდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე უკანონოდ იმყოფება. ირაკლი შოთაძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა უკრაინაში გაგზავნილია, დანარჩენი უკრაინის ორგანოების გადასაწყვეტია.

      ოლიმპიადა და ტრამპების ოჯახი - ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს.

      გმობა ქიმიური იარაღისა - გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო

      ანტონიუ გუტერეში – ვისურვებდი მეხილა პალესტინის სახელმწიფო და ისრაელის სახელმწიფო, რომელთა დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.

      პუტინი ისევ კანდიდატია - ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაარეგისტრირეს. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არავის ემუქრება, თუმცა სუვერენული უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას განათავსოს იარაღი.

      განრისხებული თურქეთი - თურქეთის ვიცე-პრემიერი - ქურთული დაჯგუფებები ჩვენს ტერიტორიებს იმ იარაღით ბომბავენ, რომელიც მათ აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გადასცა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აფრინში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ იდლიბში გაგრძელდება. ერდოღანი - „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ, აშშ-ს სამხედრო ძალების არსებობა სირიაში მიმართულია თურქეთის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 211

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters