ჰუმანური მართლმსაჯულება, შეწყალების კომისიები, გამოუსყიდველი მკვლელობა და ახალი ესტაკადა

      იმაზე ცუდი საწერი არაფერია, როდესაც დღის მთავარი თემა კრიმინალია და ისეთი მკვლელობა, რომელიც გამართლების არანაირ კრიტერიუმში არ ჯდება. ამავე თემას მოჰყა მეორე მთავარი საკითხი - შეწყალება და შეწყალების კომისია. დღეს ასევე ფემიციდის თემებზეც საუბრობდნენ. რაც შეეხება სხვა „ფრონტს“ - პარლამენტი და პრეზიდენტი ისევ ავანგარდშია და ასევე თბილისის მერიის სიახლეებიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 აპრილი, 2018 /

      შეწყალებული მკვლელის საქმე - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილები გარდაცვლილის დედის განცხადებებს უარყოფენ. ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ე.წ. უდოს კომისიაში ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები გაიგზავნა. კახა კახიშვილი, შეწყალების საკითხის დახვეწის მიზნით, მზად არის პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის ადმინისტრაციას შეხვდეს. კახა კახიშვილი - ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმრები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან შეუწყალებიათ. სოფიო კილაძე - სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის შესახებ მუხლის ჩაწერას არგუმენტების კარგად აწონ-დაწონა სჭირდება, ღირს თუ არა ამ მიმართულებით წასვლა. ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი - ყველას დაგვინგრია ცხოვრება და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს. 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ვეფხია ბაქრაძის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. პროკურორი - 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივი იყო მისი წანააღმდეგობა ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობებთან დაკავშირებით. გიორგი გახარია - ბარნოვის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი გახარია ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე - ინფორმაცია, რაც სამართალდამცველებმა შემთხვევამდე მიიღეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გაცემის საშუალებას იძლეოდა. პროკურორი - ბრალდებულს ჰქონდა განზრახული თაკო გამრეკელაშვილის მოკვლა, წინა საღამოს სწორედ მას დაემუქრა. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის ადვოკატი - ფაქტობრივად, გამოძიება ვეფხია ბაქრაძის კვალზე თეიმურაზ ბაქრაძის მესიჯით გავიდა.

      ოჯახური ძალადობა და შეწყალების ინსტიტუტები - დავით ჯანდიერი - არა მხოლოდ შეწყალების პროცედურა და პოლიტიკაა გადასახედი, არამედ დასაფიქრებელია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დანაშაულის პრევენციისთვის. შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გამოწვევად რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ. გიორგი გახარია - ჩვენ მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების მომხრე ვერასდროს ვიქნებით. გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს რომ გადავხედოთ, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია. გიორგი მარგველაშვილი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება. მთავარი პროკურატურა - პრეზიდენტმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო. კახა კოჟორიძე - შეწყალების კომისიას არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაწყალებელი პატიმრის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ იყო. ზვიად ქორიძე - გამოითქვა მოსაზრება, რომ შეწყალების კომისიის შემადგენლობა გაფართოვდეს. ზაზა ხუციშვილი - პრეზიდენტი შეწყალებაზე პასუხს ვერ აგებს, ეს მისი უფლებაა. კახა კოჟორიძე - გარკვეული პირები კონკრეტული უწყების ხარვეზებს შეწყალების კომისიას აბრალებენ, რაც საბოლოოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა.

      შს-ს მინისტრი - გიორგი გახარია - სტატისტიკა ყოველთვის ღია იქნება და არცერთი დანაშაული არ დაიმალება. გიორგი გახარია - უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა.

      კიდევ ერთი კრიმინალური საქმე - ჩატაევი - პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებოდა, თუ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად დაკავებულებს არ გაათავისუფლებდა. ადვოკატი - წარმოდგენილ ჩანაწერზე არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ხმა ჩატაევს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა ახლა.

      ქვეყნის ახალი ეკონომიკური მსოფლხედვა - მამუკა ბახტაძე - გადავწყვიტე, პარლამენტში აშშ-ში ვიზიტის შემდეგ მივიდე. პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული. გიორგი გახარია - უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი. ვახტანგ ბუცხრიკიძე - საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. გიორგი ჭირაქაძე - ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები საბანკო სექტორთან მიმართებაში განცხადებებს აკეთებენ. გიორგი გახარიას განცხადებით, ბანკები ზოგიერთ შემთხვევაში მუხრუჭია, ზოგიერთში კი პირიქით - ეკონომიკის განვითარების საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა.

      ნატოს ქართული დღეები - გიორგი მარგველაშვილი - მიმდინარეობს პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.

      თბილისის მმართველობიდან - ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა იწყება. კახა კალაძე - პირადად ჩემი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდება. ილია ელოშვილი - ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობისას 140 ხე დაირგვება. თბილისის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. გმირთა მოედანზე არსებულ პანდუსსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. მერია შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლს ამკაცრებს. მეტრო „რუსთაველი“ მთაწმინდას ახალი საბაგიროთი დაუკავშირდება. ვაჟა-ფშაველასა და საბურთალოს ქუჩებზე საცობია, რაც ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემების დროებით შეცვლას უკავშირდება.

      გამარჯვებული ფოსტა - საქართველოს ფოსტამ პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაერთიანების საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა.

      საპარლამენტო სპეკულაცია-ამბები - გედევან ფოფხაძე - თუ უმრავლესობის დებულებაში ჩაიწერება, რომ რაღაც აზრის გამო გამრიცხავენ, ეს პოლიტიკურ პროცესებს დაანგრევს. გიორგი აბაშიშვილი - ,,ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში გამაერთიანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა. გედევან ფოფხაძე - იმდენად განსხვავებული ღირებულებები აქვს “ქართულ ოცნებას” და “ევროპულ საქართველოს”, რომ არანაირი გაერთიანება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის შესაძლებელი არ არის. ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“. გედევან ფოფხაძე მზადაა, შეთავაზების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილს კაბინეტი გაუცვალოს. ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტზე - პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის, ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა. თამარ ჩუგოშვილი აბაშიშვილის განცხადებაზე - არ მგონია სწორი, ამ ფორმით ყურადღების გადატანა იმ ძალიან მძიმე მკვლელობიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფიქრია ჩიხრაძე - როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ.

      ევკალიპტის მცველები - გიორგი ვაშაძე - დავიწყებთ სამართლებრივ დავას ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ევკალიპტის ხე იმ ადგილზე დარჩეს, სადაც დგას.

საზღვარგარეთულები:

      სირიის კონფლიქტი - მედიის ინფორმაციით, სირიაში ავიაბაზა „შაირათი“ სარაკეტო დარტყმების ობიექტი გახდა. The Wall Street Journal - ტრამპის ადმინისტრაცია სირიის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროების მოკავშირეთა კონტინგენტით ჩანაცვლებას აპირებს. ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარში სირიაზე ავიადარტყმა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. ნატო-ში აშშ-ს ელჩი – რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე.

      არეულობა ერევანში - მომიტინგეებმა ერევნის პოლიციის დაშლისკენ მოწოდება არ მიიღეს. პოლიციამ სომხეთის პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა. სომხეთის პარლამენტის წევრის ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, პოლიციამ მისი მომხრე 30 ადამიანი დააკავა. სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირების მიუხედავად, პარლამენტში სპეციალური სხდომა დაიწყო. ერევანში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორი - აქ ხავერდოვანი რევოლუცია იწყება. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს. გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრობას ულოცავს. სომხური ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 198

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters