მტრობა-მოყვარეობა საპატრიარქოსთან, მოინიშნე საქართველოში, შანტაჟი კადრებით და მძიმე მეზობლობა, ერთობით რუსეთის წინააღმდეგ

      მარტის განზოგებაზე დრის მთავარ თემებს დაუბრუნდა საპატრიარქო და მის გარშემ გაკეთებული განცხადებები, როგორც პატრიარქის მდივნისგან, ასევე მისი მოპასუხე თეოლოგებისგან. ამასთანავე, დღის მთავარი თემა იყო ფარული ჩანაწერები და დეპუტატის საქმე, კამპანია „მოინიშნე საქართველოში“, საქართველო და მეზობლობა ევროპისკენ და მსოფლიო მთავარი ამბავი - სანქციები და საყვედურები რუსეთს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 მარტი, 2018 /

      მულტირელიგიური თბილისი, მაღალი შემწყნარებლობის საქართველო და აქვე ამბები საპატრიარქოდან - იან კელი - როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ დავინახე მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა. ილია II იან კელის - მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების იმ დახმარებისა და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - არ არის გამორიცხული, ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. სახალხო დამცველი ვალეში კათოლიკური ლიტერატურისა და ხატების დაწვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საპატრიარქომ იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება და ეს არის ბიუჯეტის 25 მლნ ყოველწლიურად, ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით და ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, - ასე პასუხობს "რესპუბლიკური პარტია" საქართველოს საპატრიარქოს. პარტიის განცხადება ჟურნალისტებს დღეს პარტიის ლიდერებმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ გააცნო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესიის საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი. ლადო ნარსია - საპატრიარქო ცდილობს საზოგადოებას უთხრას, რომ რაც არ უნდა ინფორმაცია გავრცელდეს, ტყუილი იქნება. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - საპატრიარქოსთვის განცხადება ერთგვარი ისტერიკაა, რომელიც აგონიურ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სისტემა დიდ კრიზისშია. თეოლოგი ლევან აბაშიძე - ვინმე თუ ეკლესიას აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეკლესიის მტერია.

      საქართველოს გზა ევროკავშირში - იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ. შსს - შვედეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს. ევროპარლამენტმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო.

      ბუნება და გარემოს სააგენტო - ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობის მოტივით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

      მოინიშნე საქართველოში და სხვა ეკონომიკური ამბები - დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პროექტის პრეტეზენტაცია გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიისა და ახლომდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური. დიმიტრი ქუმსიშვილი - საყდრისთან დაკავშირებით ყველა პროცედურა დაცულია. დიმიტრი ქუმსიშვილი - ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური weekend-ი გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილი - „დაჩექინდი საქართველოში“ პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილი - „მოინიშნე საქართველოში“ უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი,რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობისკენ. იტალიის ელჩი - Check in Georgia-ს ფარგლებში, მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოსა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ელისო ბოლქვაძე - „ჩამოდი საქართველოში“ დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის. Tbilisi Open Air-ის მუსიკალური დირექტორი - ვფიქრობ, Check in Georgia-სთან თანამშრომლობა წელს განსაკუთრებით დაგვეხმარება. ნინო ანანიაშვილი - Check in Georgia არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა ჩამეტარებინა საბალეტო ფესტივალი. Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექსი არენაზე“ ღონისძიებები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

      ხმა პრეზიდენტის აპარატიდან - გიორგი აბაშიშვილი - რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. გიორგი მარგველაშვილი - პუტინის საარჩევნო კამპანიასთან ერთად ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ: ცივი ომის რიტორიკას. გიორგი მარგველაშვილი - ტატუნაშვილი ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია - რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

      დანაშაული სამშობლოს გარეთ და სასჯელი სამშობლოში - შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

      საქართველოს მძიმე ურთიერთობები - გია ხუხაშვილი - ველაპარაკებით ოსებს და აფხაზებსო - ვის ელაპარაკებიან, არ ვიცოდე მაინც. ლევან გოგიჩაიშვილი - საქართველოს უსაფრთხოება არის დიდი გამოწვევის წინაშე. ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს. გაერო-ში ავსტრალიის წარმომადგენელი - რუსეთის მხრიდან მის საზღვრებს გარეთ განხორციელებული ინტერვენციები გლობალური აღშფოთების საკითხია. გიორგი ბადრიძე - დღეს, როდესაც კიდევ უფრო მეტად მწვავდება რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, სირაქლემის პოზაში ჩადგომის დრო არ არის. იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად.

      გამოცდილების გაზიარება ევროპიდან - ეკა ბესელია, სასამართლო რეფორმის სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს.

      ნეფარიძის საქმე - ზურაბ ნეფარიძის შვილი - ხელი მომაწერინეს ჩვენებაზე, რომელმაც დამაპირისპირა მამაჩემს - ჩემზე და ჩემს მეუღლეზე ზეწოლა ხდება. ოდულის შენობაში ... მათ სურდათ ჩემგან მიეღოთ ჩვენება და მე მამაჩემის წინააღმდეგ უნებურად ხელი მოვაწერე ისეთ რამეს, რამაც მასთან დამაპირისპირა. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მსურდა ვიდეოების გასაჯაროება. აღნიშნულ ქმედებაში ვისი ინტერესია არ ვიცი. გარდა ამისა, ხდება ზეწოლა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე. ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძის წინააღმდეგ ბრალდება აბსურდულია, რასაც მას ედავებიან, ყველა მაჟორიტარული ბიურო ახორციელებს. პროკურორი - გამოვრიცხავ ზურაბ ნეფარიძეზე ან მისი ოჯახის წევრებზე შანტაჟს - საქმეში ბევრი პირდაპირი მტკიცებულებაა და არავის სჭირდება პირადი ჩანაწერები. ადვოკატი - საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატი - ზურაბ ნეფარიძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ჩანაწერი ასახავს მის სექსუალურ ურთიერთობებს, ვიდეო კი მის კაბინეტშია გადაღებული. პროკურორი უარყოფს, თითქოს ზურაბ ნეფარიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გააჩნიათ.

      უსითიპარკო ქალაქი და მერიის საქმიანობა - კახა კალაძე „სითი პარკზე“ - ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს, ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. კახა კალაძე ტაქსების რეგულირების საკითხზე ოპოზიციის შეფასებას „დესტრუქციული ადამიანებისგან დაკომპლექტებული სექტის“ განცხადებას უწოდებს. კახა კალაძე - გვაქვს რესურსი გამოვავლინოთ არასწორი პარკირების შემთხვევები - ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი, მნიშვნელობა არ აქვს. კახა კალაძე სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - ლევან გაჩეჩილაძის შემოსავლები და გასავლები არ ვიცი, გვარისა და სახელისთვის ყურადღება არასოდეს მიგვიქცევია. კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში სადისტრიბუციო ავტომანქანებმა მხოლოდ საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე იმოძრაონ. „სითი პარკი“ - კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა. “სითი პარკი“ - კომპანიის ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

      საზმაუს საბჭო - 60-მდე არასამთავრობო ომბუდსმენს მიმართავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა წარუდგინოს.

      პრემიერის მიმართვის გამოხმაურებებიდან - ოპოზიციური პარტიები რუსეთისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. თინა ბოკუჩავა - პრემიერი უნდა მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს მის უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვებს. გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ პრემიერის პარლამენტში დაბარებას სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს. თედო ჯაფარიძე - ჩვენი დასავლელი კოლეგები პრემიერის განცხადებას მხარს უჭერენ და მას სტრატეგიულად გაწონასწორებულს უწოდებენ. რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯებას და აპოკალიფსური სურათის შექმნას.

      ანტითამბაქო პოლიტიკა ევროპული დაკვეთაა - დიმიტრი ქუმსიშვილი - თამბაქოსთან მიმართებაში აქციზის გათანაბრების პირდაპირი ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.

      გარეჯის საქმე - საგარეჯოს მერია - საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთის წინააღმდეგ - დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და 23 რუს დიპლომატს აძევებს. ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან. რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „მტრულ ნაბიჯად“ აფასებს. მარია ზახაროვა - რუსეთი დიდი ბრიტანეთის საპასუხო ზომებზე მსჯელობს. ტერეზა მეი - ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ჯონ მაკკეინი - ტერეზა მეის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რათა პუტინს პასუხი აგებინოს სელისბერში ქიმიური შეტევისთვის. დონალდ ტუსკი მზადაა, სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში შეიტანოს. საფრანგეთი რუსეთთან ურთიერთობის საკითხს სკრიპალის საქმეზე მტკიცებულებების მიღების შემდეგ გადაწყვეტს. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. ჯონათან ალენი - რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში. თეთრი სახლი - აშშ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პუტინის ოკუპირებულ ყირიმში სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა. რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში - ლონდონის ულტიმატუმი მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია - მზად ვართ გამოძიებისთვის და არაფრის გვეშინია. ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ლევან ბოძაშვილი - ტერეზა მეის გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ მკაცრია, თუმცა არასაკმარისი. ნიკოლოზ ვაშაკიძე - დიდ ბრიტანეთს მეტი ინფორმაცია აქვს მოსაგროვებელი სკრიპალის საქმეზე, რომ უფრო საფუძვლიანად შეუტიოს რუსეთს. გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა გაერო-ს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. მარია ზახაროვა - დიდი ბრიტანეთი რუს დიპლომატებზე წლების განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და ვიზებს არ უგრძელებდა. ბორის ჯონსონი - სკრიპალის მოწამვლა არის სიგნალი ყველასთვის, ვინც რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეპრესიებს არ ეთანხმება. ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ პუტინთან დაკავშირებული მდიდარი რუსების აქტივები დააყადაღონ. სერგეი ლავროვი - ჩვენ ბრიტანელ დიპლომატებს აუცილებლად გავაძევებთ, ეს მალე მოხდება. დიმიტრი პესკოვი – საპასუხო ზომებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს. დონალდ ტრამპი - უეჭველი ჩანს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის უკან რუსები დგანან. მარია ზახაროვა ტერეზა მეის - ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი, მისი შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელიც რუსეთის აგრესიის ფაქტებს წარმოაჩენს, მათ შორის საქართველოშიც.

      ნადეჟდა და უკრაინა - უკრაინის გენპროკურორი ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტში ტერაქტის მოწყობის დაგეგმვაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილი - მე კარგად ვიცი, რა ხილია ნადეჟდა სავჩენკო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან ეშინია არჩევნების.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 242

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

vako: მარტი 20, 2018||12:05pm
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილზე გამეცინა ,აბაშიძეზეც :DD ეგენი ისე არიან თეოლოგები როგორც მე იაპონური პოეზიის ექსპერტი :DDD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters