ილიაობა, ციანიდი პრეზიდენტის სინდისზე, კანდიდატების დაჯახება, ეკონომიკის მომავალი და სელფის პოლიცია

      აგვისტო არჩევნებზე ლაპარაკით დაიწყო, მთელი დღე ისევ მოახლოებულ პრეზიდენტებზე საუბრობდნენ. ამბებში ისევ გამოჩნდა დეკანოზი მამლაძე და მისი ციანიდის საქმე, ასევე ხორავას ამბები და უკვე გამოსვლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრისა. დღის თემა იყო მოსამარტლე გვენეტაძის გადადგომაც და შეშფოთება ყოველმხრივ, მთავრობის გარდა და ასევე, ილიაობა - პატრიარქის ანგელოზის დღესასწაულად სახელდებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აგვისტო, 2018 /

      დამტკიცებული გრაფიკი და არჩევნებში ცხოვრება - ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგვისტოს შუა რიცხვებამდე მიიღებს. ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეობა არსებითად არაფერს ცვლის. გიორგი ვაშაძე ოპოზიციას - 11 სუბიექტს ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გვყავს, გთავაზობთ თქვენ, თუ სხვა კანდიდატი უკეთესი იქნება, პრაიმერზე დავაყენოთ. აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მიმართავს. დავით სერგეენკო - ჯერ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, თავად წარმოადგენს საპრეზიდენტო კანდიდატს, თუ სხვას დაუჭერს მხარს.

      ილიაობა - პატრიარქი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს. ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქმა, რომის პაპმა და სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსმა ილიაობა მიულოცეს.

      შეწამლული ქუთაისი - ქუთაისში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქალაქის ყველა უბანი შეწამლეს.

      დაბრუნებული ციანიდი - სასურველია, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე მღვდელმთავრებმა სინოდის გარეშეც იმსჯელონ. მეუფე იაკობი - პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა - მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში. მეუფე პეტრე - პრეზიდენტის სინდისზე იყოს „ციანიდის საქმე“ და მამაოს მდგომარეობა. პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პოზიციას ამ ეტაპზე არ აფიქსირებს.

      გრძელი გამოძიება - სასამართლო პროცესზე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მშობლები დაიკითხნენ. პროკურორის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ-ს მშობელმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის ადვოკატი - მოწმეებმა აღწერეს ის ფაქტები, რაც საქვეყნოდაა ცნობილი, რასაც არც დაცვის მხარე არ უარყოფს. ზაზა სარალიძე - პრემიერთან შეხვედრასთან დაკავშირებით არავინ შეგვხმიანებია- არ ვიცი, ალბათ, არ სცალია, თუ ხალხისთვის არ სცალია, აბა ვისთვის სცალია? ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ლუკა კალანდიამ საგამოძიებო კომისიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

      ღვედების აშვება და სხვა სტატისტიკები - კვლევის მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, 2011 წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.

      აბიტურიენტების ციებ-ცხელება მორჩა, ახლა ელეთ-მელეთი დაიწყო - ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა, უმაღლესი ქულა კი, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

      შეშფოთებული აფხაზები - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

      მოწყალე პრეზიდენტობა - საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის შეწყალების კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

      სამხედროების დაპირისპირება - პოლკოვნიკი ირაკლი ბაზერაშვილი - იარაღი, რომლითაც ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა.

      განსაზღვრე საცურაო ადგილი - კამპანიის „იცურე მშვიდად“ მონაწილეები მერიას მიმართავენ, თბილისის ზღვაზე სახიფათო ადგილების განსაზღვრა მოხდეს.

      მცხეთური ისტორია ძალისში - მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი აღმოაჩინეს.

      დამსაკუთრებელი ბანკები - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 211,8 მლნ ლარს შეადგენს.

      ეკონომიკის ახალი მინისტრის ტრიბუნა - გიორგი ქობულია - ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი ადამიანია, მინდოდა მასთან შემეთანხმებინა ხედვები, რომელიც მქონდა და რომელსაც გამოვიყენებ ჩემი მართვის პერიოდში. ეკონომიკის მინისტრი - შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისეთ ზომებს მივიღებთ, რომ კანონის აღსრულება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ გახდეს. გიორგი ქობულია - სამშენებლო სექტორზე რეგულაციების დაწესება არის კომპრომისი, რომელზეც შეგნებულად უნდა წავიდეთ, რომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ. გიორგი ქობულია - ჩვენ არ ვაპირებთ ვუკარნახოთ ვინმეს, სად წავიდნენ, ყველა უნდა წავიდეს იქ, სადაც უნდა - ეს იყო პასუხი კითხვაზე - აგროპოლისების კონცეფციაზე საუბარი ხომ არ მოიცავს სოფლებში ადამიანების ე.წ. დამაგრების ტაქტიკას. გიორგი ქობულია ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკისა და კორეის ლიდერები - დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს - მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას!

      თურქულ ამერიკული დიპლომატია - მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-ს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უპასუხოდ არ დარჩება.

      ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი გააფრთხილა.

      საარაკო ამბავი - ავსტრალიაში „სელფის პოლიცია“ შეიქმნება, რომლის დანიშნულება იქნება ისეთი სიტუაციების აღკვეთა, როდესაც ბუნების ხედების ფონზე საკუთარი თავის გადაღება ტურისტებს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 216

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters