ევანსი (ანა) მელოდრამატული ჟესტით, მექანიკურად, თავი ხელებში ჩარგო, მაგრამ მიხვდა, რომ ესეც არაგულწრფელად და ხელოვნურად გამოუვიდა. დანებდა თავის თავს და აღიარა ფარისევლობა!. ხვდებოდა, რომ სხვების დახმარება სჭირდებოდა. მის წასაყვანად ვინმე უნდა მოსულიყო.(მეექვსე დღის დადგომას ამაოდ მოველოდით, ჩემთვის ეს დღე არ დამდგარა...) არავინ შეიბრალებდა. სერიოზული არაფერი სჭირდა. მაგრამ მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა და ადამიანურმა ბუნებამ სიკვდილი მიუსაჯა. ეს ცოდვა უგრძნობლობა იყო:  ევანსის სიკვდილი არ განუცდია. ეს უდიდესი საშინელება იყო. მისი ყველა ცოდვა და დანაშაული განთიადისას მის საწოლთან დგებოდა, თავს წამოყოფდა, თითს უქნევდა და დასცინოდა უძრავად გაშოტილ სხეულს, რომელიც თავის დაცემას უდრტვინველად ეგუებოდა და ხვდებოდა, რომ დანაშაულს ვეღარ გამოისყიდდა. ცოლი უსიყვარულოდ შეირთო, მოატყუა...იზაბელ პოულს გული ძალიან ატკინა. იმდენად ბიწიერი იყო, რომ როდესაც ქალები ხედავდნენ, კანკალი უვლიდათ. ამ საბრალო კაცს ადამიანურმა ბუნებამ სიკვდილი მიუსაჯა... 

   ექიმი ჰოლმსი ისევ მოვიდა. ძვალმსხვილი, წარმოსადეგი იყო და ჯანმრთელი იერი ჰქონდა. ჩექმა გაიწმინდა და სარკეში ჩაიხედა. თავის ტკივილი, უძილობა, შიში, ცუდი სიზმრები არაფერია, ჩვეულებრივი ნერვიული დაძაბულობა აქვს და მეტი არაფერი,  თქვა მან. ექიმი სამოცდაცამეტ კილოგრამს იწონიდა, მაგრამ როდესაც ოდნავ დასუსტდებოდა, ცოლს სთხოვდა, საუზმეზე დამატებით ერთი თეფში შვრიის ფაფა მომიმზადეო (რეციასაც უნდა ესწავლა შვრიის ფაფის მომზადება(65 წელს ახლახანს გადასცდა ექიმის ცოლი!! (სწავლა სიკვდილამდე!))), მაგრამ,  განაგრძო მან, ჯანმრთელობა დიდწილად ჩვენს ხელშია. ეცადეთ, ხშირად იხალისოთ. დაკავდით რაიმე საქმით. გქონდეთ ჰობი, მან შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“ გადაშალა, დიახ, ჰობი,  განაგრძო მან. ექიმი ჰოლმსიც ისევე თავდადებულად შრომობდა, როგორც სხვა ლონდონელები, მაგრამ მაინც შესაშური ჯანმრთელობა ჰქონდა, იქნებ იმიტომ, რომ შეეძლო პაციენტის არსებობის გადავიწყება და ძველებური ავეჯის ცქერით დატკბობა? ახლაც უნდოდა, იზაბელისთვის ეთქვა, თმაში მშვენიერი სავარცხელი გაქვთო!

ნახვა: 180

ტეგები: ბლოგი, ექიმი, ლონდონი, პოსტი, შექსპირი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

While it may not be until the release of a new Change model

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2021.
საათი: 4:19am 0 კომენტარი



EA's long-running soccer simulation series continues to sell well, despite obvious criticism from what sounds like the vast majority of …

გაგრძელება

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters