Qwelly, blog, ისტორია, ჩანაწერი, ბლოგი

      რეალურ ისტორიაზე დაწერილი წიგნი ყოველთვის უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოებაში. ალბათ უფროს საინტერესოდ გვეჩვენება და უფრო რეალურად აღვიქვამთ, თუმცა ისიც გვესმის, რომ გაზვიადებულად არის აღწერილი ბევრი რამ. რამდენიმე წლის წინ მოვისმინე რეალურ ისტორიაზე დაწერილი, ერთ-ერთი წიგნის დახასიათება, იმდენად საინტერესოდ აღწერდნენ, რომ წაკითხა გადავწყვიტე. როგორც ველოდი მოწონება დაიმსახურა ჩემგანაც და იმედები არ გამიცრუა. ისტორია ეხებოდა ეგრედწოდებულ თვითმფრინავის ბიჭებს, რომელიც წლების განმავლობაში არ დაივიწყა ხალხმა. ერთი ნაწილი გმირებად მოიხსენიებს, მეორე მოღალატეებად, მესამე კი უბრალოდ მწერლის მხატვრულ ნაწარმოებს აფასებს - დადებითად ან უარყოფითად.წიგნს მოჰყვა სპექტაკლი, რომელმაც წიგნის მსგავსად ყველა მნახველი აღაფრთოვანა. ამ ბოლო ხანს კი დიდი რეკლამა ეწევა ფილმს, რომელსაც 2017 წელს გვპირდებიან. ფილმს რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი იღებს. რეჟისორის აღწერით ფილმი იქნება 1983 წელს მომხდარ რეალურ ისტორიაზე დაფუძვნებული, იმავე ისტორიაზე რომლის წიგნიც საკმაოდ პოპულარულია (თუმცა სახეშეცვლილი). წიგნის აღწერისას ხაზს უსვამენ ორი შეყავრებული წყვილის თავგანწირვის და გმირობის ისტორიას. ხოლო ფილმში მთავარი სათქმელი იქნება საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა და თავისუფლებისკენ წყურვილი. დამეთანხმებით ორივე საინტერესო თემა გახლავთ. ვფიქრობ არც ფილმი მოხვდება კრიტიკის ობიექტში და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო საინტერესოდ გააცოცხლებენ კინოში თვითმფრინავის ბიჭებს.

ნახვა: 217

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ისტორია, ჩანაწერი

vako: იანვარი 28, 2017||9:46pm

ისე ძაან ზედმეტად გაბუქებული მგონია მე ეგ ისტორია ,რა თავისუფლება არა იის კიდე კაი რა

ტურაშვიილი კიდე გაპიარებულია თორე მაგის არაფრის წაკითხვა არ ღირს

(ტყუილა არ ვამბობბ 1 ჯინსების თაობა 2ამერიკული ზღაპრები და 3 იყო და არა იყო რა, მაქვს წაკითხული რაც წავიკითხე ყველა ნაგავი იყო)

Maiko: იანვარი 28, 2017||10:01pm

ჰოო გაზვიადება მწერლების და რეჟისორების საყვარელი ხერხია. მაგრამ ამავდროულად ჭკვიანურიც. გაზავიადებულმა წიგნმა ხომ გადარია ხალხი (უფრო თინეიჯერები)?! ფილმი უარესს იზამს! :D :D 

vako: იანვარი 28, 2017||10:11pm

ხოო რა ვიცი ეგეთმა წიგნმა თუ ხალხი გადარია ეგ უფრო ხალხის დაბალ ინტელექტუალურობაზე მეტყველებს ვიდრე მწერლის გენიალურობაზე თორე გაზვიადება და იმ გაზვიადებულის იქით არაფერი რო არ არი მაგაშია საქმე ამ შემთხვევაში და ამ მწერლის შემთხვევაში თორე სხვებს ნუ შევადარებთ 

Maiko: იანვარი 28, 2017||10:31pm

ნუ ასეც არაა, თინეიჯერობის ასაკში ცოტა განსხვავებული გემოვნება და აღქმა აქვს ყველა ადამიანს და ალბათ ეს განაპირობებს გაზვიადებულ შედეხულებას წიგნთან დაკავშირებით ))

vako: იანვარი 28, 2017||10:36pm

დაანებე კაცო შენ ამ თინეიჯერებს თავი შენ ის მითხარი რა ღირებულება გააჩნია :D

Maiko: იანვარი 28, 2017||10:47pm

პირადად ჩემთვის თუ ზოგადად ადამიანებისთვის? უნდა დააკონკრეტო :D რაც შეეხებათ თინეიჯერებს, ზევით ვთქვი უკვე ეს წიგნი ამ ასაკში მოსწონთ, არვიცი რამდენად იყო გათვლილი თინეიჯერებზე, მაგრამ ფაქტია იმოქმედა. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს თუ მოეწონა სიამოვნებით მოვუსმენთ მიზეზებს მოწონების. რათქმაუნდა თუ ვიპოვით ასეთს :D  

vako: იანვარი 28, 2017||10:49pm

კაი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters